x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80951
  • ვიდეო:333232
  • სურათი:438340
ნათლობაზე მღვდლის საქციელმა პატარას მშობლები სასტიკად აღაშფოთა ( + ფოტოები )

imageეს საშინელი მომენტი, როდესაც ფრანგულ ეკლესიაში მოსანათლად მიყვანილი მცირეწლოვანი მღვდელმა ცემა ანუ უფრო კონკრეტულად, სახეში სილა გაარტყა. მღვდელმთავარმა ბავშვს სახეში მარცხენა ხელი იმ დროს გაარტყა, როდესაც მონათვლის ცერემონიას ატარებდა. ჩვილი მწარედ ტიროდა და თავის მხრივ მღვდელი მის დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ მტირალა ბავშვის დაწყნარება ვერა და ვერ მოახერხა მღვდელმთავარმა. არ არის ცნობილი, როდის არის ვიდეოკადრები გადაღებული, მაგრამ ნათლობის ცერემონია რომ საფრანგეთში ხდება, ეს აშკარაა. როგორც ჩანს, მოტირალი ბავშვის პირისპირ ხმამაღლა საუბრობს მღვდელი, რაც კიდევ უფრო აღიზიანებს ჩვილს, ის კიდევ უფრო უმატებს ხმის ტემბრს, რომ გადაფაროს მცირეწლოვანის ტირილის ხმა, მაგრამ უშედეგოდ.


imageimageთავდაპირველად ბავშვის მშობლებს გაღიმებული სახეები აქვთ, მაგრამ როგორც კი მღვდელი ბავშვს ხელში იყვანს და ის ძალიან ცუდად რეაგირებს, ხელიდან სტაცებენ და ხელში აჰყავთ შვილი. მღვდლის წინ ბავშვის მშობლები დგანან. მღვდლის აგრესიას დაუყოვნებლივ პასუხობენ მშობლები და ახდენენ რეაგირებას მემკვიდრის დასამშვიდებლად.

კად­რებ­ში ჩანს, რომ ბავ­შვი ხელ­ში ქალს, სა­ვა­რა­უ­დოდ - დე­დას უჭი­რავს. მღვდე­ლი კი ემ­ბა­ზის წინ რი­ტუ­ალს იწყებს. ბავ­შვი ვი­დე­ო­ში ხმა­მაღ­ლა ტი­რის, მისი დამ­შვი­დე­ბა ვერ შეძ­ლეს, ამი­ტომ მღვდელ­მა ხმას აუ­წია, ბავ­შვის თავი ხე­ლე­ბით და­ი­ჭი­რა და სა­ხე­ში გა­არ­ტყა. მცი­რე­წლო­ვან­მა კი­დევ უფრო მო­უ­მა­ტა ტი­რილს, კიდევ ერთი ქალბატონი შეეცადა აგრესიული მღვდელმთავარის დაწყნარებას, მაგრამ უშედეგოდ. ბავ­შვის მა­მა კი ბავ­შვს მღვდელს ხელიდან სტაცებს - წერს "dailymail".მimage

მსგავსი სისასტიკის ფაქტი დაფიქსირდა ასევე რამდენიმე თვის წინ საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ორი თვის წინ ბერძნულმა მედიამ გაავრცელა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც აღშფოთებულები იყვნენ ნათლობის დროს მღვდლის სისასტიკით. ეს საკამათო ვიდეო გვიჩვენებს, როგორ ძალადობრივად ექცევა ეპისკოპოსი ახალშობილს. შიშველი ჩვილი ხელით უჭირავს ეპისკოპოსს ფეხებით და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, პაწაწინა ფეხები არ მოატეხოს ბავშვს.

1

1
318
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
318
  
24 ივნისი, 14:14
აუფ, ვიღაცას დისლაიქი მიუცია სტატიისთვის, როგორ გაბედეთ და ბავშვებს სასტიკად ნუ ექცევით ეს აკადრეთ უწმინდესებსო :დდდდ ვაი რა იქა ვართ, აქლემის შავ ხვრელში.. რაღა ამოგვიყვანს იქიდან :))
0 1 1