x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფოტოები, რომლებმაც სრულიად სოციალური მედია შეძრა ( + ფოტოები )

imageშემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა რუსეთში, სადაც 32 წლის ქალბატონს მოულოდნელად სახეზე, კონკრეტულად კი თვალის უპეზე რაღაც უცხო სხეულივით წამოებურცა, რომელიც შემდეგ სახის სხვადასხვა ადგილზე გადავიდა. ანუ, თავდაპირველად შეამჩნია თვალის ქვეშ, რომელიც შემდეგ ქუთუთოზე და იქედან ტუჩზე გადავიდა. შეშინებულმა ქალმა ექიმებს მიმართა. საფუძვლიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სახეზე ცოცხალი ჭია მოძრაობდა. ეს იყო ფარისებრი ჭია-პარაზიტი, რომელიც სავარაუდოდ სხეულის მეშვეობით შევიდა ორგანიზმში.imageქალი ათი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიკამენტებით ცდილობდა მკურნალობას, მაგრამ როცა ჭია-პარაზიტმა ტუჩზე საშინელი გამონაბორცვი შექმნა, შეძრწუნებულმა სასწრაფოდ მიმართა ექიმებს. სამედიცინო ჩარევის შედეგად სხეულიდან საკმაოდ მოზრდილი ზომის პარაზიტი იქნა ამოღებული.imageროგორც გაირკვა, აღნიშნული პარაზიტი ძაღლებსა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველებშია გავრცელებული, რომელიც მწერების ნაკბენებით ფართოდ ვრცელდება. ქალმა გაიხსენა, რომ გარკვეული დროის წინ ის იმყოფებოდა მოსკოვის გარეუბანში ერთ–ერთ სოფელში, სადაც მას შეხება ჰქონდა შინაურ და მათ შორის გარეულ ცხოველებთანაც კი. ექიმები მიხვდნენ, რომ ასეთი ტიპის პარაზიტები ბუდობენ ცოცხალ ორგანიზმში. ჭია განისაზღვრა, როგორც დიროფილარია - პარაზიტული ფილარმონიული ჭია, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ძაღლებსა თუ სხვა კარნავორებში და მწერების ნაკბენებით ხდება გავრცელება. 2015 წლის კვლევის მიხედვით 1997 - 2013 წლებში რუსეთსა და ბელორუსიაში 1, 272 - ჯერ გაიზარდა ადამიანის კანის ქვეშ პარაზიტების არსებობა. ისინი ქმნიან კვერცხებს და ასე მრავლდებიან. როგორც პარაზიტები, ყველანაირ საკვებს იღებენ და სხეულის შიგნით ბუდობენ, სხეულის გარეთ კი ვერ გადარჩებიან.imageმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, 856 მილიონი ადამიანია მსოფლიოში ინფექციის რისკის ქვეშ, რომელმაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს ან უკეთეს შემთხვევაში, ადამიანზე დამანგრეველი ეფექტი მოახდინოს. მარტის თვეში ცნობილი გახდა ამგვარი პარაზიტებისგან დავრდომილი 24 წლის აშრაფა ალის შემაძრწუნებელი ისტორია, რომელიც ჰყვება, რომ მოძრაობის დროს მისი ფეხების წონა 4 - დან 5, 6 კილოგრამზე მეტი იყო და ძალიან უჭირდა გადაადგილება. ახლა ის სრულიად დავრდომილი და ეტლს მიჯაჭვულია, რაც პარაზიტმა ჭიებმა გამოიწვია.imageროგორც წყარო წერს, ბატონი ალის მკურნალობა 3 000 გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც ოჯახს არ გააჩნია. მათი ყოველდღიური შემოსავალი მხოლოდ 2 გირვანქა სტერლინგია. ბატონი ალი მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსური მხარდაჭერისთვის - წერს "dailymail".


0
390
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0