x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80956
  • ვიდეო:333233
  • სურათი:438342
ასეთ სასაცილო ამბავს არ შევსწრებივარ - გიგა მაქარაშვილი

image

30 წელია, თითქმის ყოველდღე მეტროთი ვმგზავრობ და ასეთ სასაცილო ამბავს არ შევსწრებივარ!
1 წუთის წინ დიდუბეში შემოდის ძალიან დიდი ხნის ნაცნობი ქალი, ბოლო 15 წელია და რომ უკვდება და ფულს უგროვებს.
დადგა კართან. ტელეფონში აქვს თავი შეყოფილი.

დაიძრა ვაგონი, ესეც გამოფხიზლდა და დასცხო გაზეპირებული ტექსტი:

არ გააატყუებთ ხალხოო, ღმერთს და ხატებს გეფიცებით... დააა მიიიიიკვდებაა. დამეეეხმარეეთ. ტელეფონიდან არ წევს თავს. ვბრაზდები!

გაჩერდა მეტრო და ეს იმავე კარიდან გავიდა, საიდანაც შემოვიდა... ისე, რომ ფულზე ჩამოვლა დაავიწყდა. ))))

დაიკეტა კარი და ის–ისაა სიცილი უნდა ამიტყდეს... შემოასკდა დაკეტილ კარს...

გააააღეეეთ, გააააღეეთ, გავეშებული ყვირის, თან რაზგონს იღებს და კარს ეჯახება
გაუღეს...

შემოვიდა გამარჯვებული, ოფლიანი სახით და ამბობს:
ხალხოო, წეღან ფულის გამორთმევა დამავიიიწყდა...

დილა მშვიდობისა მეტროდან
p.s. შარშან ამ დროს მომხდარა ეს ამბავი

image

1
448
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
448
  
21 ივნისი, 17:27
უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტში მოქმედებს ქართველების ჯგუფი, რომლებიც "ღარიბი ოჯახის ქართველ სტუდენტ ბიჭს მოასვენებენ" და ფულს აგროვებენ ასე.
ორჯერ თავად შევესწარი, პირველად მივეცი ფული მეორედ საცემად გავიწიე და გამცილდნენ სწრაფად. :(
0 1 1