x
image
გემი დალანდი
5 წინათგრძნობა, რომელთა იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
წინათგრძნობა უბრალოდ როდი ჩნდება. მას თავისი ახსნა და ენერგეტიკული დონეები გააჩნია. მისი შემჩნევა რთული არაა, მაგრამ სწორი ინტერპრეტაცია უკვე ძნელია.image

1. საფრთხის შეგრძნება

საფრთხის შეგრძნება სხვადასხვა სიტუაციებში შეიძლება გაჩნდეს და თანაც, მოულოდნელად. ამ შეგრძნებას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ის იმ საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს, რომელიც ცნობიერის დონეზე ჯერ არაა აღმოჩენილი.

ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესები ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. ეს პროცესები გაცილებით ღრმა და რთულია, ვიდრე ცნობიერში მიმდინარე პროცესები. მათი წყალობით ტვინი უზარმაზარ ინფორმაციას იღებს ჩვენი ქმედების შესაძლო რისკების შესახებ და უსაფრთხოების მიზნით, განგაშს ტეხს.


როგორ მოვიქცეთ? კარგად დაფიქრდით, რა საფრთხე შეიძლება გელოდეთ და შეეცადეთ, შემდეგ მისი ლიკვიდირება მოახდინოთ.

image


2.გაუცნობიერებელი სიხარულის შეგრძნება

რამდენად ხშირად მოქმედებდით სხვების კარნახით? ცხოვრობდით და ამართლებდით სხვების, ახლობლებისა და ნათესავების იმედებს და მოლოდინებს? თუ ამ დროს დადებით ემოციებს განიცდიდით ე.ი. ეს რჩევები თქვენს სულთან ახლოს იყო. და თუ არა, მაშინ თქვენ უბრალოდ სხვების გავლენას განიცდიდით.

ჩანაფიქრის რეალიზების შესაძლებლობით გამოწვეული სიხარულის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ. მოუსმინეთ საკუთარ თავს და გაიგეთ, რა გჭირდებათ. როცა რაიმე სფეროში სხვების წარმატების შესახებ კითხულობთ და სულიერ სიამოვნებას გრძნობთ, შესაძლოა, ამ სფეროში თქვენ თავადაც მიგეღწიათ წარმატებისთვის. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს, რომ სასურველი რამ განახორციელოთ და იმუშავეთ ამ წინააღმდეგობის დაძლევაზე.

image


3. ვინმეთი გატაცება

ადამიანები ენერგეტიკულ დონეზე დაკავშირებულნი არიან. როცა ვინმეთი ხართ გატაცებული, ამას თავისი მიზეზიც აქვს.

შესაძლოა, თქვენ სრულიად უცნობი ადამიანის დახმარებაც მოგინდეთ. ე.ი. ის ნამდვილად საჭიროებს თქვენს დახმარებას და შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ მას დახმარების ხელი.

რაღაც დროის შემდეგ სამყარო უკვე თქვენ გამოგიგზავნით მოულოდნელ დამხმარეს არსაიდან, რომლის დახმარებაც თქვენთვის იმ დროისთვის აუცილებელი იქნება.

თქვენი ყურადღება შესაძლოა იმ ჟესტების ენამ და ენერგეტიკულმა ინდიკატორებმა მიიქციონ, რომელიც გარეშე პირისგან მოდის. ამ დროს ბედიც მიგანიშნებთ, რომ ამ ადამიანს გაეცნოთ.

შესაძლოა გრძნობდეთ, რომ ამა თუ იმ ადამიანს თქვენი ოცნებების განხორციელება შეუძლია. დასაწყისისთვის გაანდეთ მას თქვენი მისწრაფებები და მიზნები.

შესაძლოა ისეთმა ადამიანმა მიგიზიდოთ, რომელიც სასარგებლო ინფორმაციების წყარო გახდება თქვენთვის.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ ღირს ამ გრძნობის იგნორირება. თამამად გამოელაპარაკეთ ადამიანს, რომელიც გიზიდავთ და გაიცანით.

image



4.აუხსნელი სისუსტე

ავად არ ხართ, არაფერი გაწუხებთ, მაგრამ მაინც აუხსნელ სისუსტეს განიცდით და თავს შეუძლოდ გრძნობთ.

ამ დროს შესაძლოა აუხსნელი შეგრძნებები ან დარღვეული დისბალანსის გამაღიზიანებელი გრძნობა გაგიჩნდეთ.

ეს უსიამოვნო შეგრძნებები ფსიქოლოგიური მიზეზებითაა გამოწვეული. მათი გაშიფვრა შესაძლებელია, თუ დააკვირდებით სხეულის რომელ ნაწილში განიცდით ყველაზე ხშირად ამ შეგრძნებებს.

თუ ვიღაცის გვერდით მოულოდნელ სისუსტეს და გულისრევის გრძნობასაც კი გრძნობთ, ეს ადამიანი თქვენი კეთილისმსურველი ნამდვილად არაა. და პირიქით, თქვენ თავად განიცდით მის მიმართ ისეთ ნეგატივს, რომ ის თქვენს ბლოკირებას ახდენს.

image


5.საკუთარი სიმართლის შეგრძნება

ჩვენ შესაძლოა ვგრძნობდეთ, თუ როგორ იდეალურად შეგვეფერება რაღაც თუ ვიღაც, ობიექტური მონაცემები კი ამ დროს შესაძლოა საპირისპიროზე მეტყველებდნენ.

ეს გრძნობა გულიდან მოდის და სწორ მიმართულებას გვიჩვენებს უფრო ადრე, ვიდრე ტვინი ინფორმაციის დამუშავების შედეგად გააანალიზებს. ეს კარგი ინტუიციაა. მოუსმინეთ მას და დროთა განმავლობაში მისი, როგორც საიმედო დამხმარის გამოყენებასაც ისწავლით.

image


0
618
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0