x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"..ხალხი სიბნელესა და სიცივში რომ ღაფავდა სულს, "ელიტა" კარგად ყოფილა.." - დარეჯან მეფარიშვილი

image
"20 წელია თურმე აფინანსებს ბნელიტას ბიძინა!
20 წელი!
ესე იგი ქართველი ხალხი სიბნელესა და სიცივში რომ ღაფავდა სულს, "ელიტა" კარგად ყოფილა!
აქეთ ბიძინა, იქით რუსული "აღიარება" სცენასა თუ კულისებში!
ახლა, აღარ უნდათ რუსეთი, ახლა გახდა რუსეთი ოკუპანტი ამათთვის, არადა ყველა რუსების აგენტია, ყველა!!!! გადახედეთ ისტორიას და მიხვდებით!
ბიძინა ხომ აფინანსებთ და ბადრიც ხომ აფინანსებდათ პარალელურ რეჟიმში?!
სხვის ჯიბეში ნუ ჩაძვრებიო, - "აგვირისტებენ" თან!
ვინ ელაპარაკება ერის ერთ მუჭა ნაწილს სამშობლოს სიყვარულზე, პატრიოტიზმზე და ასე შემდეგ?!
ვინ და გაუმაძღარი ღორები თუ ამ ღორების გამომკვებავი!
სამუშაო ადგილი არ შეუქმნეს ხალხს! სიბნელესა და სიცივში ამყოფებდნენ! თავად კარგად იყვნენ, ერის სახელით დადიოდნენ ევროპასა და ამერიკაში, წყალს და მეწყერს ატანდნენ ქართულ სულს, გულს, საქართველოს მომავალს და გლეხი თუ რუსეთში მწვანილის გატანაზე ოცნებობს, სამშობლოს მოღალატედ აცხადებენ!
ეს ბიძინას და ბადრის (მილიონერი ბევრი ჰყავს საქართველოს და დარწმუნებული ვარ, იმათაც უზიან ჯიბეში) დაფინანსებული ბნელიტა კიდევ აქეთ გვამადლის თავს. რა ჯანდაბად მინდა ამათი გადაღებული ფილმი და ფონოგრამაზე ნამღერი "კლასიკა", ჩემი საქართველოს მომავალი თუ ჯოჯოხეთში უნდა გამოიხრუკოს?!
ჰო, გაბრაზებული, ნაწყენი კი არა ტერორისტი ვარ ახლა ამ წუთას! მერე? არც რა... ქეციან გულს ვახარებ "- ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი

0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0