x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პასუხი ბაკურ სვანიძეს "სტინგერების" თაობაზე ქილიკის გამო

image საქართველოში ვისაც გაუხარდება, ყველა რომ "ექსპერტობს" ეს არაა ახალი ამბავი, მაგრამ თავდაცვის მინისტის, ბატონი ლევან იზორიას განცხადებაზე – მის კლასში საუკეთესო მობილური, ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის "FIM-92Stinger"-ის უახლოეს ხანებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ყიდვის და ჩამოტანის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ბატონი ბაკურ სვანიძე ირონიით გამოეხმაურა და ქილიკი დაიწყო სოციალურ ქსელში:
image
დავიწყებ იმით, რომ ბატონი სვანიძე სამხედრო საქმის აზრზე არაა, უბრალოდ ქილიკობს ყველაფერზე, იცის თუ არა აღნიშნული საკითხი.
1. "სტინგერი" დანადგარი კი არა, მობილური ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსია.
2. "სტინგერი", სვანიძის "სამწუხაროდ", 1967 წელს არაა გამოშვებული, 1967 წლიდან 1977 წლამდე მიდიოდა სისტემაზე მუშაობა.
3. "სტინგერი"-ის გამოცდა დაიწყო 1973 წელს.
4. "სტინგერის" სერიული წარმოება დაიწყო არა 1967 წელს, როგორც ბატონმა სვანიძემ ბრძანა, არამედ 1978 წელს.
5. "სტინგერი" შეიარაღებაში მიიღეს 1981 წელს.
როცა რაიმე საკითხზე ქილიკს იწყებ, მინიმალური ცოდნა უნდა გქონდეს ამ მიმართულებით.
ბატონი სვანიძე არაა სამხედრო განათლების, მაგრამ როცა ქილიკს იწყებს, მის კლასში საუკეთესო მობილურ ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსზე, წესით ის მაინც უნდა წაეკითხა, რომ "სტინგერმა" მოდიფიცირების ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე ეტაპი გაიარა, რამაც ეს სისტემა აქცია ძალზე ეფექტურ იარაღად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების, ვერტმფრენების თუ ძალზე მცირე ზომის დრონების (უპილოტო საფრენი აპარატი) წინააღმდეგ.
თანამედროვე სტაციონარულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებს უჭირს მცირე ზომის დრონების ჩამოგდება სიმაღლის დაბალი "ჭერის" გამო, რასაც თავისუფლად ახერხებს "სტინგერი".
და ბოლოს, ბატონო ბაკურ, "სტინგერის" შემდეგი სახის მოდიფიკაციები გამოვიდა, რომლებიც ბევრად განსხვავდება ტექნიკური მონაცემებით პირველი წარმოების "სტინგერებისგან".
ეს მოდიფიკაციებია:
FIM-92A
FIM-92B
FIM-92C
FIM-92D
FIM-92G
თუ გაეცნობით ამ სტატიას, იმედია, ბოდიშს მოუხდით საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის გამო.


2
377
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
2018, 21 ივნისი, 23:16
არა ზურაბ კონფლიქტური ნამდვილად არა ვარ, უბრალოდ არ მიყვარს როცა ადამიანი ქილიკობს იმ თემაზე რომლის გარტყმაში არაა.
2018, 21 ივნისი, 23:06
კომფლიქტი?
0 1 2