x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 სერიოზული დაავადება,რომლის სიმპტომებიც სახეზე ,,გვაწერია"
imageროცა საქმე სერიოზულ დაავადებებს ეხება, ყველაზე მთავარია, დროულად აღმოაჩინო და უმკურნალო. დროულად რომ აღმოაჩინოთ, თქვენი ორგანიზმის ნებისმიერ ცვლილებას უნდა მიაქციოთ ყურადღება. საბედნიეროდ, მრავალი სერიოზული დაავადება თავს გარეგნულადაც იჩენს და მათი აღმოჩენა ადვილია, თუ იცით, რაზე გაამახვილოთ ყურადღება.

1. გულის შეტევა

imageმცირე ზომის ყვითელი ხორკლები თვალის გარშემო მომატებულ ქოლესტერინზე მიანიშნებს, რაც თავის მხრივ გულის შეტევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.


2.ინსულტი


imageიდეალურად სიმეტრიული სახე არ არსებობს, მაგრამ ეს ასიმეტრია თვალისთვის შესამჩნევია. თუ თქვენს თავს ან ახლობელს სახის მოულოდნელი ასიმეტრია შეამჩნიეთ - როცა სახის ერთი ნახევარი გაშეშებული ან ჩამოშვებულია, თითქოს მოწყენილი, ეს უკვე სერიოზული მიზეზია, რომ სასწრაფოდ ექიმს მიმართოთ.

ეს სიმპტომი ნერვული სისტემის დაავადების ან ინსულტის მომასწავებელია.


3.ენდოკრინული სისტემის დაავადებები

imageზედმეტი თმები სახეზე - მარტო კოსმეტოლოგთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს. ყველაზე ხშირად, ქალებს სახეზე თმიანობა ჰორმონალური დისბალანსის დროს უძლიერდებათ. აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.


4.დიაბეტიimageამ სერიოზულ დაავადებას წინ უძღვის წვრილი ნაოჭების ბადის გაჩენა, რომელიც მოულოდნელად ჩნდება სახეზე. მოულოდნელად გაჩენილი ნაოჭები ასევე ჰიპოთირეოზის მანიშნებელიც შეიძლება იყოს. მიმართეთ ენდოკრინოლოგს და გაიზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა.


5.ანემია

image“არისტოკრატიული" სიფერმკრთალე შესაძლოა ლამაზიც იყოს, მაგრამ ჰემოგლობინი მაინც უნდა შეამოწმოთ ამ შემთხვევაში. სიფერმკრთალე შესაძლოა ანემიის ბრალი იყოს, რომელსაც გამუდმებული დაღლილობა, სისუსტე და მოთენთილობაც ახლავს თან.


6.აპნოე

imageაპნოე ძალიან სერიოზული დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს ძილის დროს სუნთქვა უჩერდება 10 წამით და მეტით. თან ახლავს ძლიერი ხვრინვა, დილაობით დაღლილობის შეგრძნება და თვის ტკივილები.

გარეგნულად კი უჩვეულო ფორმის ღაბაბი ჩნდება, მცირდება ყელის და ყბის ზომა.


7. აუტოიმუნური დაავადება

imageმის შესახებ წითელი გამონაყარი გვაფრთხილებს, რომელიც სახეზე ჩნდება. თუ გამონაყარი მსხვილია და გექავებათ, ეს შესაძლოა ცელიაკია იყოს - დაავადება, როდესაც ორგანიზმი გლუტეინს ვერ ითვისებს. თუ გამონაყარი ლოყებზეა და პეპლისებრი ფორმა აქვს, ეს შესაძლოა მჭამელას, იგივე ლუპუსს, მგლურას უკავშირდებოდეს.

0
346
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0