x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიღაბი,რომელიც ორ გამოყენებაში ამცირებს ნაოჭებს და აქრობს პიგმენტურ ლაქებს
ეს ნიღაბი იდეალურია. გარდა იმისა, რომ კანს კვებავს და ვიტამინებით ამდიდრებს, სხვა პრობლემების გადაჭრაშიც გვეხმარება. ნაოჭები, პიგმენტაცია, გამონაყარი, ანთება - ყველაფერ ამას ეს ჯადოსნური ნიღაბი კურნავს.

დარიჩინი ნამდვილი აღმოჩენაა ქალებისთვის. მისი გამოყენება არა მარტო კულინარიაში, კოსმეტოლოგიაშიც შეგიძლიათ. დარიჩინს თამამად შეგვიძლია შინაური კოსმეტოლოგი ვუწოდოთ. მას შეუძლია ხანმოკლე ვადებში გაწმინდოს კანი, ტონუსში მოიყვანოს, სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოს და წვრილი ნაოჭები გააქროს. ეს ყველაფერი კი მისი შემადგენლობის დამსახურებაა.

დარიჩინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. სწორედ ამით აიხსნება მისი გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.

imageმასში შემავალი რეტინოლი დაზიანებულ კანს აღადგენს და უჯრედებში კოლაგენის სინთეზს ახდენს, თიამინი კი ანთებას აცხრობს და კანს ამშვიდებს. ფოლიუმის მჟავა, რომელიც ასევე დარიჩინის შემადგენლობაში შედის, კანს ბრწყინვალებას და ჯანსაღ ფერს ანიჭებს. ვიტამინი E კი უჯრედების განახლებას და გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.



image

დარიჩინის ეს თვისებები კიდევ უფრო ძლიერდება, თუ მას თაფლთან ერთად გამოვიყენებთ, რომელიც ასევე უამრავი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. თაფლის სასარგებლო თვისებებზე უამრავჯერ დაწერილა. მას მედიცინაშიც იყენებენ და კოსმეტოლოგიაშიც. მისი დახმარებით კანის მთელი რიგი პრობლემები შეგიძლიათ გადაჭრათ:ასაკობრივი ცვლილებები, მომატებული პიგმენტაცია, კანის სიმშრალე და მოდუნება. მისი მოქმედების სპექტრში აკნე და სხვა გამონაყარიც შედის.


image

ახლა კი ჩვენს სასწაულმოქმედ ნიღაბზეც გადავიდეთ. მის მოსამზადებლად 1ჩაის კოვზი დარიჩინი და 2 ჩაის კოვზი თაფლი დაგჭირდებათ. მომზადების წინ თაფლი ცოტა უნდა შეათბოთ. ამის შემდეგ გულმოდგინეთ აურიეთ ინგრედიენტები, წაისვით სახეზე, მოერიდეთ თვალის გარშემო კანს, გაიჩერეთ 15 წუთი. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ იქნება შესამჩნევი. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად კი ნიღაბი რეგულარულად უნდა იკეთოთ, ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც.

ერთ თვეში წვრილი ნაოჭები გაქრება და კანი ახალგაზრდულ იერს დაიბრუნებს.

მათ, ვისაც თაფლზე ალერგია აქვს, ამ ნიღბის სხვა ვარიანტს ვთავაზობთ: ორი ჩაის კოვზი ავოკადოს რბილობი, 1 ჩაის კოვზი ნაღები, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი დარიჩინი. გულმოდგინედ აურიეთ კომპონენტები, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. წაისვით კანზე და გაიჩერეთ 20-25 წთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი კანს ნაჯერი ცხიმებით ამდიდრებს და წვრილ ნაოჭებს ამცირებს. მისი წასმა თვალის გარშემოც შეგიძლიათ, რადგან ძალიან რბილი მოქმედება აქვს. ყოველდღიური გამოყენებისას, რეზულტატი ერთ თვეში მიიღწევა.image

0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0