x
image
alex999
Mediator image
"მე იგივე სკოლა დავამთავრე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა" - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „პირისპირ“ ოპონენტების პასუხად, ვინც მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი განათლების შესახებ ლაპარაკობს, იმ სკოლის კურსდამთავრებულთა შთამბეჭდავი ჩამონათვალი წარადგინა, რომელიც მან საფრანგეთში დაამთავრა.


image


„რაც შეეხება განათლებას, მე საშუალო სკოლაც საფრანგეთში დავამთავრე და უმაღლესი განათლების დაწესებულებაც, ის სკოლა, რომელიც, მაგალითად, ფრანგული ესტაბლიშმენტის ძალიან ფართო სპექტრს აქვს დამთავრებული - დაწყებული ამჟამინდელი საფრანგეთის პრეზიდენტიდან, ბატონი მაკრონიდან, რომელმაც 4 წლის შემდეგ დაასრულა ის სკოლა, რაც მე გავხდი ამ სკოლის კურსდამთავრებული; ბატონი ოლანდი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტად ასაკშია და ბევრად ადრე დაასრულა იგივე სკოლა; პრემიერმინისტრები - იქნებოდა ეს ლორან ფაბიუსი, თუ ალენ ჟუ პე; საგარეო საქმეთა ისეთი ცნობილი მინისტრი, როგორიც არის იუბერ ვედრინი, რომელიც არის ამ სკოლის კურსდამთავრებული; იუსტიციის ერთ-ერთი ცნობილი ქალი მინისტრი ელისაბედ გიგუ; შინაგან საქმეთა მინისტრი საპენი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, საფრანგეთის ადმინისტრაციული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 65% არის სწორედ ამ უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და აქედან გამომდინარე, ძალიან მეამაყება, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ მეც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ ის და Unesco-ს გენერალური მდივანი, ქალბატონი აზულე ჯგუფელები არიან.


დღეს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ 10 მიზეზი დაუსახელა, რატომ არ უნდა იყოს მის კაბინეტში თეა წულუკიანი. ერთ-ერთი მიზეზად მან სწორედ წულუკიანის შეუფერებელი დიპლომი დაასახელა.
0
441
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0