x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
რას უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი
ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი ამჯერად ივლისის თვის პროგნოზს გვთავაზობს ტაროს კარტებით image

1.ვერძი

ვერძებს ივლისში ცვლილებები ელით, თანაც ყველა სფეროში. თვის პირველ ნახევარში ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ. ისინი, ვინც სამსახურს ეძებენ, იპოვიან მას. ბიზნესში ჩართული ვერძები კი მოულოდნელ, მაგრამ ფინანსურად საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებენ.

ივლისის შუა რიცხვებისთვის ვერძების ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება. უკან დარჩება ყველაფერი, რაც ზედმეტია და წინსვლას სიამოვნებით გააგრძელებენ. ივლისი ვერძებისთვის ტრანსფორმაციისა და ცვლილებების თვეა, თანაც, საუკეთესო კუთხით.



2.კურო

ივლისში კუროებს ნახტომი ელით შვებულების წინ. ეს შეიძლება იყოს რემონტის დასრულება, პროექტის დასრულება თუ გამოცდების ჩაბარება. ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეჩერდეთ - პრაქტიკულად მიზანთან ხართ.

თვის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა შემოქმედებითი წინადადება მიიღოთ. მოუსმინეთ თქვენს თავს: რა გიყვართ, რისი გაკეთება გსიამოვნებთ...კურო ხომ ტალანტის ნიშანია. იპოვეთ საინტერესო იდეა და თამამად დაიწყეთ ახალი პროექტი. ივლისი წარმატებას გპირდებათ.

და კიდევ, გახსოვდეთ, თუ ივლისის დასაწყისში რამე წამოიწყეთ, ის აუცილებლად განხორციელდება.


3.ტყუპები

ფინანსური კუთხით ამ ნიშანს პლუსი აქვს. ფულზე შეგიძლიათ საერთოდ არ ინერვიულოთ. ის მდინარესავით იდენს თქვენკენ.

ივლისში რასაც დაგეგმავთ, იმას აუცილებლად განახორციელებთ. ამ თვეში ტყუპები წარსულის შეცდომებს გაითვალისწინებენ და ამიტომ შეცდომებს არ დაუშვებენ. აი, მხოლოდ პირად ცხოვრებაში გმართებთ უფრო რეალისტები იყოთ და ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ.


4.კიბო

კიბოებო, ეს თქვენი თვეა. თვის დასაწყისიდანვე კიბოებს მყისიერი ცვლილებები ელით. ივლისში კიბო იქ აღმოჩნდება, სადაც დიდი ხანია სურს წასვლა, სადაც თავს დედოფლად/მეფედ იგრძნობს.

ეს თვე კუროებს რომანტიკული სასიამოვნო მომენტებით და ჩანაფიქრების განხორციელებით დაამახსოვრდებათ. შესაძლოა ცნობა ფეხმძიმობაზე, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ვინმე ახალიც გამოჩნდეს...

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თქვენს ცხოვრებაში ახალი ციკლია: რაღაც ან ვიღაც ახალი მოვა.


5.ლომი

ივლისის თვის პროგნოზი ლომებს ურჩევს, პოზიტიურად განეწყონ დ აღარ იფიქრონ და იდარდონ წარსულ სიყვარულზე. თუ ასე მოიქცევით, ბედი სასიამოვნო მოვლენებს, რომანტიულ შეხვედრებსა და ნამდვილ მეგობრებს გპირდებათ.

უკვე თვის შუა რიცხვებისთვის ემოციები პიკს მიაღწევს: ნანატრი მოგზაურობა, სასიხარულო მოვლენა, წარმატებული შემოთავაზება - რაღაც სასიამოვნო ნამდვილად მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

თვის ბოლოს ცვლილებები გელით. გარდა ამისა, ეს ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც გაწუხებთ და გეზედმეტებათ. მაგალითად, ამ თვეში კარგია დიეტის დაცვა და წონაში დაკლება.


6.ქალწული

ქალწულებს ცვლილებები ელით სამსახურში, კარიერასა თუ პროფესიაში, ზოგიერთს კი შესაძლოა, ურთიერთობის წრის გამოცვლამაც მოუწიოს.

ფინანსებში ქალწულებს აკურატულობა მართებთ. თუმცა, შესაძლოა ეს ზღვაზე წასვლასაც უკავშირდებოდეს და ამ შემთხვევაში დანახარჯი სასიამოვნო იქნება. ზედმეტ ხარჯებს რომ თავი აარიდოთ, დაიწყეთ თქვენი ბიუჯეტის დაგეგმვა თვის პირველივე რიცხვებიდან.

თვის ბოლოს შესაძლოა საოცნებო მოგზაურობა განახორციელოთ. ასე რომ, შეაგროვეთ ფული და ჩაალაგეთ ჩემოდნები.


7.სასწორი

ჰოროსკოპის თანახმად, ივლისი სასწორებისთვის ძალიან წარმატებული თვეა.

თვის შუა რიცხვებისთვის სასიამოვნო ცვლილებები გელით, რაც ფინანსებს უკავშირდება. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გექნებათ.

იმ სასწორებს, რომელთაც პარტნიორი არ ჰყავთ, ივლისში რომანტიული შეხვედრა ელით. გაიხსენით ახალი ურთიერთობებისთვის, აქტიურად იკონტაქტეთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.


8.მორიელი

თვის დასაწყისიდანვე ფულის მატება გელით. ეს ის ფულია, რომელიც თქვენი ტალანტის სანაცვლოდ შეგიძლიათ მიიღოთ. კარგად დაფიქრდით, რისი გაკეთება, გაყიდვა, თუ რა საქმის წამოწყება შეგიძლიათ, რათა ფინანსური მხარდაჭერა მიიღოთ.

სამუშაო სფეროში შეგიძლიათ სრულიად განახორციელოთ თამამი იდეები, მხოლოდ გაუზიარეთ ეს იდეები კოლეგებს და უფროსობას.

ტაროს კარტები მორიელებს სიყვარულში ბედნიერ პერიოდს ჰპირდებიან. ძალიან მალე “თქვენს ადამიანს" შეხვდებით.


9.მშვილდოსანი

საუკეთესიო პერიოდია, რომ ბავშვებთან გაატაროთ. წადით ოჯახთან ერთად დასასვენებლად ბუნებაში ან ზღვაზე.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიჰყევით დინებას. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ივლისის ბოლო კვირა რთული პერიოდია. მოსალოდნელია მრავალი შეცდომა, დოკუმენტების დაკარგვა, მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩაშლა. ამ პერიოდში უკეთესია, თუ საჭესთან არ დაჯდებით.


10.თხის რქა

თხის რქა ივლისში ნამდვილად არ მოიწყენს, ირგვლივ იმდენი საინტერესო და პერსპექტიული რამ მოხდება. თქვენ შეძლებთ უკეთესობისკენ შეცვალოთ არა მარტო თქვენი, არამედ სხვების ცხოვრებაც.

კარგი პერიოდია, რომ მოწევას თავი დაანებოთ, შეწყვიტოთ ტოქსიკური ურთიერთობები და წამოხვიდეთ იმ სამსახურიდან, რომელიც არ მოგწონთ. გადადგით ნაბიჯი თქვენი თავისკენ და იღბალიც გაგიღიმებთ.

ივლისის შუა პერიოდი თხის რქებისთვის ურთიერთობებში ცვლილებების და რეალურად მოქმედების დროა. პლანეტების განლაგება ისეთია, რომ თქვენ შეძლებთ წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას და სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმას.


11.მერწყული

მერწყულებისთვის ცხოვრების ახალი პერიოდი იწყება. სპონტანურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რომელთაც პოზიტიური შედეგი ექნებათ.

იმისთვის, რომ ივლისში წარმატებას მიაღწიოთ, მერწყული სამყაროს ნებას უნდა მიენდოს. მერწყულმა შესაძლოა სამსახურიც შეიცვალოს, რაც მის შემოქმედებით პოტენციალს გზას გაუხსნის.

მერწყულებმა ივლისში ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვან, რომ შემოდგომაზე გაცივებებს თავი დააღწიონ.


12.თევზები

თევზები ივლისში მღვრიე წყლებში კი არა, სიყვარულის კამკამა ოკეანეებში იცურავებენ. თუმცა, სასიყვარულო საქმეებში კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება არ მართებთ. უკეთესია, თუ ძალას და მონდომებას კარიერული ზრდისკენ მიმართავენ.

თქვენ ახალი რესურსები, კარგი განწყობა და ჯანმრთელობა გელით.

ივლისის ბოლო დღეებში კი სიფრთხილე გმართებთ. გამორიცხული არ არის უბედური შემთხვევები. ასევე, არ ღირს თავის ქება და კარგად დაფიქრდით, ვისთან რა ილაპარაკოთ.

0
4781
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0