x
მეტი
  • 17.07.2018
  • სტატია:78707
  • ვიდეო:331441
  • სურათი:435324
ხრიკები, რომლებიც გვიხსნის უხერხული სიტუაციებიდან, რომლებშიც ყველა ვყოფილვართ

*ხრიკები, რომლებიც გვიხსნის უხერხული სიტუაციებიდან, რომლებშიც ყველა ვყოფილვართ*
უხერხული სიტუაცია მხოლოდ დიალოგის დროს ჩამოვარდნილი დუმილი არ არის, ან შეუსაბამო დროს გაცინება. ყველას გამოგვიცდია და ვიცით, რომ შესაძლოა უხერხული სიტუაცია მოულოდნელად დაგვატყდეს თავს და საშინელ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს.
ჩვენ არასდროს ვიცით წინასწარ, რომ ქუჩის გადაკვეთისას ფეხსაცმელს ქუსლი მოსტყდება, ან ჩვენი ლანჩი ჩვენს ტანსაცმელზე დაასრულებს “მოღვაწეობას''. მაგრამ სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაცები, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გამოვძვრეთ მსგავსი სიტუაციებიდან.image1. ცხიმიანი თმა
როდესაც თმის დასაბანი დრო არ გაქვთ, ის კი ცხიმიანივით გამოიყურება, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცი. კარგად შეიმშრალეთ თმა ხელსახოცით. ამის შემდეგ თქვენი თმა ახალდაბანილი გეგონებათ.image2. ელასტიკის პრობლემა
მიუხედავად იმისა, რომ ელასტიკი ხაზს უსვამს თქვენი ფიგურის ხარვეზებს, მაინც შეგძლიათ მისი ჩაცმა. აიღეთ ძველი კოლგოტი და გადაჭერით მოკლედ. ატარეთ ის ელასტიკის ქვეშ, რაც უფრო მეტად გაალამაზებს თქვენს ფორმებს.image3. მელნის ლაქები
კალმიდან მელანმა გამოჟონა და თქვენი ტანსაცმელი დაალაქავა? მის მოშორებაში ჩვეულებრივი ანტიბაქტერიული ხელის გელი დაგეხმარებათ. მოათავსეთ დალაქულ ქსოვილზე ე.წ “სანიტაიზერი'' და გაწმინდეთ ბამბით. შემდეგ კი გარეცხეთ.image4. სასიამოვნო სუნი
თუ თქვენ გჭირდებათ სწრაფად განიახლოთ სუნთქვა და არ მოგეპოვებათ კბილის ჯაგრისი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის მარცვალი. ის გააქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. მისი მყარი ტექსტურა ხელს შეუწყობს ენის გასუფთავებას, რომელზეც ბევრი ბაქტერიაა.image5. საღეჭი რეზინი ტანსაცმელზე
თუ ტანსაცმელზე საღეჭი რეზინი დაგეკროთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ წებოვანი ლენტი. დააკარით საღეჭ რეზინს ლენტი და სწრაფად ააძრეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე.image

0
932
3-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
932
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0