x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მე ვარ მეფე"-დონალდ ტრამპი ჟურნალ Time-ის გარეკანზე
image
ორშაბათს, 18 ივნისს გამოვიდა ჟურნალ Time-ის მომდევნო ნომერი, რომლის გარეკანზე არის განთავსებული დონალდ ტრამპის სურათი.

თეთრი სახლის ხელმძღვანელი რამდენიმეჯერ გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე, მაგრამ ეს განსაკუთრებულად შეიძლება ჩაითვალოს - ტრამპი გამოსახულია ჟურნალის გარეკანზე მეფის იმიჯით.

გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს სურათი საუკეთესოდ ასახავს აშშ-ს პრეზიდენტის პიროვნებას და მისი პრეზიდენტობის 500 დღეს.

სურათზე გამოსახულია ზურგით მდგომი დონალდ ტრამპი თავზე გვირგვინით, რომელიც უყურებს საკუთარ პორტრეტს მანტიაში და თავზე გვირგვინით. სურათს აქვს წარწერა "მე მეფე ვარ".


რედაქტორი განმარტავს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელის ასეთი სურათი უკავშირდება აშშ-ს ადმინისტრაციის თავდასხმებს სპეცპროკურორზე, რობერტ მიულერზე, რომელიც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში "რუსული კვალს" იძიებს. ავტორი აკეთებს დემონსტრირებას, რომ დონალდ ტრამპი ხელისუფლების ყველა ფილიალზე მაღლა დგას.

დონალდ ტრამპს მოსწონს, როცა მას ემორჩილებიან, მან ტელეარხ Fox- თან ინტერვიუში თქვა, რომ მას უნდა, მისი ხალხი ისევე უსმენდეს, როგორც კიმ ჩენ ინს უსმენს საკუთარი ხალხი.

როგორც ჟურნალ Time-ის რედაქტორი აღნიშნავს, გარეკანის სურათზე მუშაობდა ცნობილი მხატვარი ტიმ ბრაიანი.

როგორც მხატვარი აღნიშნავს, სურათი, რომელზეც ტრამპი უყურებს საკუთარ პორტრეტს, ასახავს იმას, რომ ამერიკის ლიდერი და მისი იურისტები პრეზიდენტობის 500 დღის მერე მივიდნენ დასასრულთან.

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0