x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ რუმინულ სოფელში ხალხი ფულს ქუჩაში ტოვებს და არავინ არ იპარავს
image

სოფელ ეიბენტალის მცხოვრებლებს არაჩვეულებრივი ტრადიცია აქვთ – ჩანთებს კიდებენ სახლის წინ, ღობეზე, სადაც ფული დევს და მთელი დღეები იქნება ისე და არავინ ხელს არ ახლებს. მხოლოდ პურის დამტარებელი აიღებს ფულს, დატოვებს სანაცვლოდ პურს და ხურდას, იუწყება Euronews-ი.


დასავლეთ რუმინეთში მდებარე სოფელი ეიბენტალი ძირითადად ეთნიკური ჩეხებით არის დასახლებული. სოფელს მაღაზია სოციალიზმის დანგრევის შემდეგ, 90-იან წლებში გაუუქმდა, ამიტომ მათ გამუდმებით ფანჯარასთან დგომა უწევდათ, რომ პურის დამტარებელი მანქანა არ გამოჰპარვოდათ. ამის შემდეგ სოფლელებმა ახალ ორიგინალურ ხერხს მიმართეს, რადგან სოფელში უცხო არავინაა და ყველა ყველას იცნობს, გადაწყვიტეს, ჩანთები, რომელშიც პურის ფულს ჩატოვებდნენ, ღობეზე ან გალავანზე დაეკიდათ და ასე მიეღოთ პური.

image


"ვტოვებ ჩანთას ფულთან ერთად და შემდეგ მინდორზე გავდივარ სამუშაოდ. როდესაც საღამოს ვბრუნდები სახლში, ჩანთაში პური და ხურდა მხვდება"–აღნიშნავს სტეფან ბენედიქტი, ადგილობრივი მკვიდრი.

ბენედიქტის მეოთხე თაობა ცხოვრობს სოფელში და არსად წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა მცირდება და ამჟამად სულ 300 მოსახლეა.

image

"შარშან 7-8 ადამიანი მოგვიკვდა და დაიბადა 3 თუ 4, ამჟამად საბავშვო ბაღში და სკოლაში 40 ბავშვი სწავლობს"- აღნიშნა სოფლის მერმა, დოსკოჩილიმ.

"მე ვყიდულობ პურს ასე უკვე 15 წელიწადია. რადგან პურის მანქანა ორ დღეში ერთხელ დადის, ყოველ ჯერზე 4-5 ცალს ვიღებ." - აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

image

"ზუსტ თანხას, ან კუპიურას ვტოვებ ხურდის მოთხოვნით წერილთან ერთად, რამდენი პური მჭირდება. მცხობელი მეზობელი სოფლიდან ზუსტად ასრულებს შეკვეთას, არ მახსოვს, ოდესმე ფული დაკარგულიყო" - ამბობს ავგუსტინა პოსპიშილი.

image






1
191
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
2018, 21 ივნისი, 10:09
ეს თუ მართალია, ძალიან გამიკვირდება, რადგან რუმინეთში ყოფნისას ჯიბეებზე ხელაფარებული დავდიოდი, იმდენადაა ქურდობა მოდებული.
0 1 1