x
სომეხი გენერალი მანველ გრიგორიანი ჯარისკაცების საკვებს იპარავდა და თავის ზეოპარკში მიქონდა

სომხეთში კორუფციული სქემა გაშიფრეს, რომლის მიხედვითაც სომეხი გენერალი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ საკვებს იპარავდა და სახლში გაკეთებულ ზოოპარკში, თავის ცხოველებს აჭმევდა. ამის შესახებ ინფორმაციას Jamnews-ი წერს.

სომეხ გენერალსა და დეპუტატს, ყარაბაღის ომის ვეტერანს, მანველ გრიგორიანს ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა და შენახვა და ასევე ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისება ედება.

როგორც გამოცემა წერს, გრიგორიანის კერძო სახლსა და აგარაკზე ჩატარებული ჩხრეკისას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინა. გარდა ამისა, გენერლის სახლში სამართალდამცველებმა ჯარისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება – კონსერვები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ქვედა საცვლები იპოვეს.

ჩხრეკისას ასევე აღმოჩნდა, რომ დეპუტატს საკუთარ ზოოპარკში ჰყავდა ვეფხვები, დათვები და სირაქლემები. გამოძიების ცნობით, ამ ცხოველებს სწორედ ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ულუფებით კვებავდნენ.მანველ გრიგორიანიმანველ გრიგორიანი


2
229
2-ს მოსწონს
ავტორი:გტაა.გტაა
გტაა.გტაა
229
  
2018, 24 ივნისი, 15:14
აუ შენც გახტი სომხეთის უფლება დამცველი იქ მოხტა დავწერე იმიტომ რომ მართლა მოხტა ჩვენთანაც ხტებოდა ესეთი რამეები მაგრამ ხომ წერდენენ მედეაში ახლა ასეთი შემთხვევები ხომ აღარ ხვეტება და იმიტომაც ჯერ არ დამიწერია რომ მოხვტება აუცილებლადაც დავწერ.
2018, 23 ივნისი, 9:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2