x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83789
  • ვიდეო:334528
  • სურათი:441881
სომეხი გენერალი მანველ გრიგორიანი ჯარისკაცების საკვებს იპარავდა და თავის ზეოპარკში მიქონდა

სომხეთში კორუფციული სქემა გაშიფრეს, რომლის მიხედვითაც სომეხი გენერალი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ საკვებს იპარავდა და სახლში გაკეთებულ ზოოპარკში, თავის ცხოველებს აჭმევდა. ამის შესახებ ინფორმაციას Jamnews-ი წერს.

სომეხ გენერალსა და დეპუტატს, ყარაბაღის ომის ვეტერანს, მანველ გრიგორიანს ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა და შენახვა და ასევე ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისება ედება.

როგორც გამოცემა წერს, გრიგორიანის კერძო სახლსა და აგარაკზე ჩატარებული ჩხრეკისას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინა. გარდა ამისა, გენერლის სახლში სამართალდამცველებმა ჯარისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება – კონსერვები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ქვედა საცვლები იპოვეს.

ჩხრეკისას ასევე აღმოჩნდა, რომ დეპუტატს საკუთარ ზოოპარკში ჰყავდა ვეფხვები, დათვები და სირაქლემები. გამოძიების ცნობით, ამ ცხოველებს სწორედ ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ულუფებით კვებავდნენ.მანველ გრიგორიანიმანველ გრიგორიანი


2
216
2-ს მოსწონს
ავტორი:გტაა.გტაა
გტაა.გტაა
216
  
24 ივნისი, 15:14
აუ შენც გახტი სომხეთის უფლება დამცველი იქ მოხტა დავწერე იმიტომ რომ მართლა მოხტა ჩვენთანაც ხტებოდა ესეთი რამეები მაგრამ ხომ წერდენენ მედეაში ახლა ასეთი შემთხვევები ხომ აღარ ხვეტება და იმიტომაც ჯერ არ დამიწერია რომ მოხვტება აუცილებლადაც დავწერ.
23 ივნისი, 9:20
რაღა სომხეთში წახვედით,აქვე არ გვაქვს შემთხვევები თუ რა ხდება. საინჟინრო ბრიგადაში ხდებოდა შედეგი: ჯარისკაცებს საკვებს უმცირებდნენ,რადგან მეთაურის ძაღლები იყნენ გამოსაკვები. ხშირად ჯარისკაცები მშივრები რჩებოდნენ,მაგრამ მაიორი უ..... ძაღლებს სულ ქონდათ საკვები.დღე-ღამის განაწესში მყოფი მოყარაულეს უგემური მაკარონი ქონდა საკვებად და ძაღლებს ხორცეული და ჩიტის რძე. ისე გამოგყავთ,რომ სომხურ ჯარში ბარდაგია და ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. ჯარში ვინც ხართ ნამყოფები,არ გინახავთ 5-5 პარკით დატვირთული მზარეულები? საერთოდ,ადამიანმა საკუთარ თეფში ჩაყრილ თმას უნდა იყურო და არა სხვისაში.
0 1 2