x
image
გემი დალანდი
ისტორია,რომელმაც 35 წლის წინ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა
image

ეს ისტორია 1983 წელს დაიწყო. იური ზინჩუკი სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე იყო, როცა მეანად დაიწყო მუშაობა სამშობიარო სახლში. ერთ თვეში ის უკვე თავად იღებდა მშობიარობას და დამწყებ მეანებს ასწავლიდა.

ერთხელაც, სამუშაოზე მისულმა იურიმ აღმოაჩინა, რომ 40 პაციენტიდან ერთი საავადმყოფოში აღარ იყო. მის ცარიელ საწოლზე კი ფურცელი იდო, რომელზეც ეწერა: “მაპატიეთ, მაგრამ ბავშვს აქ ვტოვებ, მისი წაყვანა არ შემიძლია."

მთავარი ექიმის თხოვნით, იურიმ ეს პაციენტი მოძებნა და მისი უარის მიზეზიც შეიტყო. ქალი მსახიობი იყო, ქმარი - სამხედრო ოფიცერი. წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი. ქმარი აკადემიაში ჩასაბარებლად წავიდა ლენინგრადში და იქ სხვა ქალთან გააბა ურთიერთობა. იმ იმედით, რომ ოჯახს დანგრევისგან იხსნიდა, მისმა ცოლმა მესამე ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე მეუღლისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის სწერდა, რომ ის და მისი ახალი სატრფო ბავშვს ელოდებოდნენ და რომ სახლში დაბრუნებას აღარ აპირებდა.


“მე გამუდმებით გადაღებებზე ვარ, ვმუშაობ. ჩემი ერთი ბიჭი დედაჩემთან იზრდება სოფელში, მეორე კი ქმრის მშობლებთან. მესამეს რა უნდა ვუყო?დავიტანჯო, რომ მერე, სიბერის წლებში ამანათები ვატარო ციხეში?"-უთხრა ქალმა იურის.

“მაშინ, მე წავიყვან თქვენს ბავშვს" - გაიფიქრა იურიმ. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა კაცმა მყისიერად მიიღო. მას ნანახი ჰყავდა ბავშვი და აღფრთოვანებული იყო ციცქნა არსებით.

თუმცა, ამ ჩანაფიქრის განხორციელება ძნელი იყო. იმ მომენტისთვის იური მედინსტიტუტის მე-4 კურსზე სწავლობდა, ორ დას და ხანდაზმულ დედას ინახავდა. მას შეყვარებულიც კი არ ჰყავდა - ამისთვის დრო არ ჰქონდა. თუმცა ახალგაზრდა თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იყო. მიუხედავად ოჯახის წევრების პროტესტისა, მან პატარა მაინც იშვილა.

იურის თანაკურსელები მარტოხელა მამის დასახმარებლად გაერთიანდნენ. ბიჭები პროდუქტებზე და სხვადასხვა საყიდლებზე დარბოდნენ. გოგოები ბავშვის ბანაობასა და მოვლაში ეხმარებოდნენ, მეზობლები საჭმელს უმზადებდნენ. ყველას თავის მოვალეობად მიაჩნდა იურის დახმარება, თუმცა ხაბაროვსკის მედინსტიტუტის დეკანატში სხვაგვარად ფიქრობდნენ.

ჩვილის რეგისტრაციის შემდეგ იურის მეცადინეობაზე დასწრება აუკრძალეს. მასზე საჩივრები იწერებოდა. იური იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ მან ბავშვი მოიტაცა.

“მოვიდნენ ერთხელაც ყველანი ერთად: პროფკომი, დეკანი, მილიციელი. შემოდიან, ყველაფერს ათვალიერებენ. ხედავენ, რომ ბავშვი სუფთაა, მოვლილი, მაძღარი. ყველგან სისუფთავე და წესრიგია. შემომთავაზეს ბავშვის ბავშვთა სახლში წაყვანა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. ხელცარიელებს მოუწიათ წასვლა, მაგრამ ასე უბრალოდ დანებებას არ აპირებდნენ."

რამოდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდა მამა რექტორთან გამოიძახეს. როცა სტუდენტი კაბინეტში შევიდა, იქ ძველი ნაცნობები დახვდნენ: პრფკომი და დეკანი. სტუდენტი რექტორს ყველაფერს მოუყვა და შვილად აყვანის საბუთებიც აჩვენა.

“რექტორი ხანდაზმული ინტელიგენტი კაცი იყო. როცა გაარკვია რაც ხდებოდა, ის უბრალოდ აფეთქდა - როგორ უყვიროდა მათ! რას აღარ უწოდებდა!"

თემა დაიხურა და სტუდენტს მატერიალური დახმარებაც კი დაუნიშნეს. მისი კურსელების წყალობით ეს ისტორია ჟურნალისტებმაც გაიგეს და იურის ამბავი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. მას ლექსებს უძღვნიდნენ, სტუმრად იწვევდნენ და სამადლობელ წერილებს უგზავნიდნენ. მისი ამბავი მთელ საბჭოთა კავშირში გახმაურდა და თითოეული ადამიანი შეძრა ამ ისტორიამ.

რამდენიმე თვის შემდეგ, ახალგაზრდა ექიმი თავის პატარასთან ერთად, რომელსაც ბოგდანი დაარქვა, ჩრდილოეთში გაფრინდა, სადაც იქორწინა კიდეც. მას და მის მეუღლეს ვაჟი – რუსლანი შეეძინათ, 7 წლის შემდეგ კი ქალიშვილი –სონია გაჩნდა.

20 წლის შემდეგ კი იურიმ კიდევ ერთი ბიჭი იშვილა, თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა.


imageიური დღეს თავისი 4 შვილით ამაყობს და ზუსტად იცის, რომ “უცხო ბავშვი"-ასეთი ცნება არ არსებობს.

1
496
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
496
  
2018, 21 ივნისი, 9:58
რაში გვაინტერესებს ეს იდიოტობა?
0 1 1