x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მდედრმა დელფინმა პირდაპირ წარმოდგენის დროს გააჩინა შვილი (საინტერესო ვიდეო)
გასაოცარი და სასიამოვნო შემთხვევა მოხდა გუშინ ოდესის დელფინარიუმში: მდედრი დელფინი უშუალოდ წარმოდგენის დროს გახდა დედა. მაყურებლები ახლადდაბადებულ პატარას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.



image



ძნელი სათქმელია, თუ რატომ მიაღებინეს შოუში მონაწილეობა მშობიარობის პირას მისულ დელფინს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: შუა წარმოდგენის დროს მომავალი დედა ჯგუფს გამოეყო და აუზში წრიული მოძრაობა დაიწყო.



image




ცოტაოდენი ხნის შემდეგ მაყურებლებმა შეამჩნიეს, რომ დელფინის გვერდით წყალი წითლად შეიღება და უცნაური შავი ლაქა გაჩნდა. რამდენიმე წამის შემდეგ კი ახალშობილმა დელფინმა უკვე დედის გვერდით დაიწყო ცურვა.



image



სასიამოვნო მოვლენის შესახებ წარმოდგენის წამყვანმა მიკროფონში გამოაცხადა. მაყურებლები მხურვალე ტაშით შეხვდენ ახალი სიცოცხლის მოვლინებას.


0
238
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0