x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბელგიელი ლამაზმანი, რომელიც გახდა "მის მუნდიალი - 2018"

18 წლის ბელგიელმა ლამაზმანმა, ზოე ბრუნეტმა გაიმარჯვა კონკურსში "მის მუნდიალი - 2018", რომელიც ჩატარდა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 32 ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა ქვეყნებიც მონაწილეობენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. კონკურსი ტარდებოდა სამ ეტაპად (გოგონები ჩვენებაზე გამოდიოდნენ სადღესასწაულო კაბებით, თავიანთი გუნდების მაისურებით და ბიკინებით), აგრეთვე იყო ინტელექტუალური ნაწილიც, სადაც მათ უნა ეპასუხათ ფეხბურთთან დაკავშირებულ კითხვებზე. მეორე ადგილზე გავიდა ანახიტა რებაინი გერმანიიდან, მესამეზე კი, ამანდა პეტრი დანიიდან. "მე ვამაყობ ჩემი ტიტულით, როგორც ბელგიის წარმომადგენელი და იმედი მაქვს, ბელგიის ნაკრებიც გაიმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატზე" - განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა, მან აგრეთვე გამარჯვებისთვის მიიღო 3500 ევრო.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








0
340
შეფასება არ არის
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0