ფეხბურთი მოსკოვში,სოლომონ კვირკველიას ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს 2018, 19 ივნისი, 9:26
გარდაცვლილია რომეო კოპალიანი, იგი პასპორტით ამოიცნეს. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კვირველიას მეგობარი იყო, რომელიც მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე დასასწრებად მეგობართან ერთად იყო ჩასული. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, სავარაუდოდ, ის ნარკოტიკების ზედოზირებისგან დაიღუპა. სამართალდამცველებმა ადგილზე აღმოაჩინეს ნახმარი შპრიცი. მისმა მეგობარმა სამართალდამცველების მისვლამდე მიატოვა ბინა. თვითონ სოლომონ კვირკველია კვიპროსში იმყოფება შეკრებაზე. 267 3-ს მოსწონს
|