x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80764
  • ვიდეო:333086
  • სურათი:438178
თაკო ნაცვლიშვილი ამხელს საიდუმლო რეცეპტს ცხიმების და კალორიების დასაწვავად

image

მოდელობა ალბათ ყველა გოგონას ოცნებაა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც. ქართველი მოდელის, თაკო ნაცვლიშვილის წარმატებაზე ყველა ჩვენგანს ბევრი გვსმენია. გოგონა მსოფლიო მოდის პოდიუმებს იპყრობს და სხვადასხვა ბრენდისა თუ ჟურნალის გადაღებებში იღებს მონაწილეობას. მომავალში დიდი გეგმები აქვს და ემზადება კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის.

თუმცა, მოდელობას საკმაოდ რთული მეორე მხარე აქვს. მოდელებს უამრავ რამეზე უწევთ ზრუნვა, ეს არის სახე, თმა და რა თქმა უნდა, სხეული. ყველა მოდელს აქვს თავისი პატარა საიდუმლოებები, როგორ იზრუნონ თავიანთ თავზე და იყვნენ ფორმაში.

თაკო ნაცვლიშილი გვიმხელს თავის საიდუმლო რეცეპტს, როგორ უნდა დაიკლო და ჩადგე ფორმაში. მაშ ასე, გოგონებო, ყურადღებით:

პატარა საიდუმლო, თუ როგორ უნდა დავწვათ ცხიმები და კალორიები. თუ შეამჩნევთ, რომ რამდენიმე კილო გაქვთ მომატებული, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეცეპტი, მაგრამ მანამდე გაფრთხილებთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თვეში ერთი კვირა, რადგან შესაძლოა კუჭზე პრობლემები შეგექმნათ, მაგალითად, გამოიწვიოს გასტრიტი.

image

რეცეპტისთვის საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:

ნახევარი ლიმონი,

მწვანე ჩაი (უმჯობესია არ იყოს პაკეტის),

ერთი გრეიფრუტი.

ეს ინგრედიენტები სასურველია მიიღოთ დატვირთვის შემდეგ. ჭამიდან გასული უნდა იყოს 2 საათი მაინც.

მიირთვით გრეიფრუტი, ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ მწვანე ჩაი, რომელშიც მანამდე ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ.

ეს სინთეზი ცხიმის წვას უწყობს ხელს და ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კალორიების მოშორებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

სახის კანის მოვლის შინაურული მეთოდი ანუკი არეშიძისგან

რა არის ქოლესტერინი და როდისაა ის საშიში?

2
1930
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1930
  
28 ივნისი, 2:40
მაგაზე არ უსაუბრია, მაგრამ ჩემი აზრით, შეიძლება. ეს ცხიმებს წვავს და რომ არაფერი მიიღოთ მშიერი ხომ ვერ იქნებით მთელი კვირა.
25 ივნისი, 9:29
ამ რეცეპტის მიღების პარალელურად ჩვეულებრივადაც რომ ვიკვებოთ შეიძლება???
0 1 2