x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ახალი პრემიერ-მინისტრი
imageახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 2 ივლისს პარლამენტში წარადგენს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთელი მთავრობის შემადგენლობა გადაყენებულად ითვლება, ახალი მთავრობა პარლამენტს ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად მიმართავს.

ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის თაობაზე განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 30 ივნისს პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.

მერაბიშვილმა სამოქმედოდ 3 ძირითადი პრინციპი დაასახელა:დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევები ყველა ქართველმა უნდა იგრძნოს, ისევე როგორც პოლიციის რეფორმა. მისი სამოქმედო გეგმა ორშაბათისთვის იქნება მზად.


ვანო მერაბიშვილი 2004წლის 31 დეკემბრიდან დღემდე ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.ყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი. მისი წინამორბედი ნიკა გილაური ამ პოსტს 2009წლის 6 თებერვლიდან დღემდე იკავებდა. იგი ახლა საპარტნიორო ფონდს ჩაუდგება სათავეში და ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა დაევალება.

6
135
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
135
  
2012, 11 ივლისი, 1:41
ეჰ
2012, 11 ივლისი, 1:39
+1
2012, 6 ივლისი, 14:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6