x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სომხეთი მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან მრავალფუნქციური " СУ-30СМ"–ის შესყიდვაზე

image როგორც "REGNUM"–ი იუწყება სომხეთის ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან მრავალფუნქციური რუსული გამანადგურებლის "Су-30СМ"–ის შესაძენად.
რამდღენიმე დღის წინ სომხეთის ახალმა პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმა გამოაქვეყნა სურათი, სადაც ის რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებლის "Су-30СМ"–ის კაბინაში ზის.
წყაროს თქმით, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის ინფორმაციას ეყრდნობა მოლაპარაკებები გამანადგურებლის თაობაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. მოლაპარაკების ამ ტემპებით განვითარების შემთხვევაში სომხეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს ეყოლებათ რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი ერთ წელიწადში.
რაც შეეხება გამანადგურებელს, რომლის კაბინაში გადაიღო სომხეთის პრემიერმა სურათი, იმყოფებოდა სომხეთში რუსეთის ავიაბაზაზე "ერებუნი".
სავარაუდოდ "ერებუნის" ბაზაზე აღნიშნული გამანადგურებელი გადააფრინეს გამანადგურებლის შესაძლებლობების დემონსტრაციის მიზნით სომხეთის ხელისუფლებისათვის საჩვენებლად.
შეგახსენებთ, რომ "ერებუნის" რუსულ საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულია რუსული გამანადგურებლები "МиГ-29".
სადღეისოდ სომხეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს საკუთრებაში არა ჰყავს გამანადგურებელი საფრენი აპარატები. მათ განკარგულებაშია 15 ერთეული მოიერიშე "Су-25", საიდანაც ერთერთი მოდიფიცირებული მოიერიშე რუსმა მფრინავმა გაიტაცა კოპიტნარის აეროდრომიდან და ერევანს სავარაუდოდ მიყიდა.
ვინაიდან სომხეთს არ გააჩნია ავია სარემონტო წარმოება, ეს მოიერიშეები სრულფასოვან საბრძოლო მდგომარეობაში არ არიან.
მასალის ავტორის თქმით სომხეთში რუსულ საავიაციო ბაზაზე განთავსებული გამანადგურებლების "МиГ-29"–ის ჩანაცვლება იგეგმება თანამედროვე გამანადგურებლებით. ლოგიკური იქნება თუ ვიმსჯელებთ, რომ მოძველებულ გამანადგურებლებს სწორედ მრავალფუნქციური გამანადგურებლებით ჩაანაცვლებენ.
თუ სომხეთ–რუსეთის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება მოგებული დარჩება ორივე მხარე, ვინაიდან რუსეთი გაყიდის საკმაოდ ძვირადღირებულ მრავალფუნქციურ საფრენ აპარატებს, ხოლო სომხეთის სამხედრო–საჰაერო ძალების ძლიერება საკმაოზე მეტად გაძლიერდება.
თან ამ თვითმფრინავების გეგმიური მომსახურება იქნება თუ რემონტი "ერებუმის" სამხედრო ბაზაზე მოახდენენ რუსი სპეციალისტები, ამასთან ერთად ბაზაზე შეიქმნება სათანადო ინფრასტრუქტურა ორივე მხარისათვის.

image


0
45
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0