x
ვინ ვარ და ვინ შეიძლება ვიყო? გენეტიკის და გარემოს როლი პიროვნების ფორმირებაში
image

ყოველთვის ცხარე კამათი მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაწილეობს ჩვენი პიროვნების ფორმირებაში. ყველაფერი ეს გენეტიკურადაა განპირობებული და ჩვენში ჩადებული. თუ გარემო გვძერწავს, სოციალურადაა დეტერმინებული. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ფსიქოლოგები ორ ჯგუფად იყოფოდნენ და ერთმანეთის შეხედულებებს უპირისპირდებოდნენ.


პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, ბიჰევიორისტები და მათი დასწავლის თეორია, სადაც ნათლად უსვამენ ხაზს გარემო ფაქტორებს. მათი აზრით, ადამიანიარის „სუფდა დაფა“, რომლის მიხედვითაც ადამიანს დაბადებისას არა აქვს თანდაყოლილი იდეები და მისი ქცევა, აზრები და გრძნობები ფორმირებულია გარემოს გავლენის შედეგად. ამ იდიას ნათლად გამოხატავს ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის, ჯონ უოტსონის სიტყვები: „მომეცით რამდენიმე ჩვილი ბავშვი, შესაძლებლობა, რომ ისინი აღვზარდო სპეციალურ პირობებში და მე გაძლევთ პირობას, რომ შემთხვევით შერჩეული ერთი მათგანისგან ნებისმიერი პროფესიის სპეციალისტს გამოვიყვან:ექიმს, მხატვარს, მათხოვარსა და ქურდსაც კი მიუხედავათ მათი მიდრეკილებისა, ნიჭისა და მისი წინაპრების საქმიანობისა და რასობრივი იდეოლოგიისა“. მათთვის ცოცხალი ორგანიზმის ყოველი ქცევა მხოლოდ სტიმულზე რეაგირებაა და მეტი არაფერი. სკინერიც იზიარებდა ამ მოსაზრებას. იგი რადიკალური ბიჰევიორიზმის წარმომადგნლად მიიჩვევა, რადგან მისი აზრით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარემო ფაქტორებს და გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. თეორიის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ დასწავლის მნიშვნელობას და თვლიდნენ, რომ პიროვნების ფორმირება და ჩვენი ქცევა დამოკიდებულია გარემოზე, იმაზე, თუ რომელი ქცევა განმტკიცდება.





თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მეორე ჯგუფი, რომლებსაც პირველი ჯგუფისგან განსხვავებით რადიკალური შეხედულება ჰქონდათ და გენეტიკაზე აკეთებდა აქცენტს. აიზენკის სიტყვებით ადამიანის მოქმედების თავისებურებები გარკვეულ სიტუაციაში მის გენეტიკურად განზაზღვრულ მიდრეკილებებზეა დამოკიდებული და თვლიდა რომ თავის მიერ გამოყოფილ სამივე ფაქტორი-ექსტრავერსი, ნევროტიზმი და ფსიქოტიზმი, უპირატესად გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მისი მტკიცებით თითოეული ამ ფაქტორის გამოვლნის ვარიაციის სამი მეოთხედი გენეტიკით და მხოლოდ ერთი მეოთხედი გარემო პირობებით. ამ ყოველივეს აიზენკი მონოზიკოტური ტყუპების კვლევით ამკიცებდა.



დღეისობით ნაკლებებია რადიკალური შეხედულება და ფიქრობენ, რომ როგორც გარემო ისე გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ფორმირებაში. პიროვნების თეორიებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია „დიდი ხუთეულს“, რომლის თანახმადაც დიდი გავლენა აქვს გენეტიკას, მაგრამ მარტო ისინი არ იღებენ მონაწილეობას პიროვნების ფორმირებაში, აქვე ხაზი ესმევა გარემო ფაქტორებს, როგორცაა ოჯახი, აღზრდის სტილი კულტურა თუ სხვა. მიჩნეულია, რომ ორივე მნიშვლელოვანია, როგორც გარემო ასევე გენეტიკა თუმცა დღეისათვის ცდილობენ დაადგინოდ პროცენტული წილი კონკრეტული თვისების ჩამოყალიბებაში რომელი როგორ მონაწილეობს.


და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ადამიანი იბადება გარკვეული გენეტკური მონაცემებით და გარემო კი განსაზღვრავს განვითარდება თუ საწყის პოზიციაზე დარჩება ეს თუ ის პიროვნული ნიშანი. ასე რომ, კითხვაზე პასუხის გაცემისას ვინ ვარ და ვინ შეიძლება ვიყო ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკური ფაქტორებიც და გარემოც.

0
227
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0