x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წლის ყველაზე გრანდიოზული ივენთი - როგორ აღნიშნავს ”პალიტრა რადიო” აჭარაში შესვლას
image


წვეულება გემზე, შუა ზღვაში, განსაკუთრებული სტუმრებით, კერძებითა და მუსიკით, გათამაშებასა და უამრავ პრიზთან ერთად - ეს ”რადიო პალიტრას” აჭარაში შესვლასთან დაკავშირებული ღონისძიებაა, რომელიც 23 ივნისს ბათუმში ჩატარდება.

ამ დროისთვის, ღონისძიების გარკვეული დეტალები საიდუმლოდ რჩება. თუმცა საღამოს ორგანიზატორებისგან როგორც გაირკვა, ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს კახაბერი. მიწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდება ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოდის საქართველოში.

”რადიო პალიტრას” მარკეტინგის მენეჯერის, თამთა ასათიანის განმარტებით, წვეულებაზე დაპატიჟებული არიან ცნობილი სახეები, მათ შორის იქნებიან აჭარის წამომადგენლები, რადიოს თანამშრომლები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც რადიო პალიტრასთან წლებია, თანამშრომლობენ.


”წელს ჩვენი რადიო 10 წლის იუბილესაც აღნიშნავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, აჭარაში შესვლა ასე მასშტაბურად აგვეღნიშნა. აჭარაში მაუწყებლობა ძალიან მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. გვინდა, ხმაურიანად შევიდეთ ახალ რეგიონში. ამიტომ დაიგეგმა ღონისძიება გემზე, რომელიც სრულიად არასტანდარტული და ყველასგან გამორჩეული იქნება, ” - განმარტავს თამთა ასათიანი.

7 საათისთვის სტუმრები ბათუმში გემზე შეიკრიბებიან, რომელიც მწვანე კონცხისკენ აიღებს გეზს. მწვანე კონცხთან გემი გაჩერდება და გაიმართება პრეზენტაცია, სტუმრები რადიოს 10 წლიან ისტორიას გაეცნობიან. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კახაბერი, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი შეცვლის. ორგანიზატორებს საღამოს კულინარიული ნაწილიც არ დარჩენიათ უყურადღებოდ და სპეციალურად ამ საღამოსთვის მოიწვიეს ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი. შეფი მოამზადებს ქართულ კერძებს, რომელსაც აჭარული აქცენტები გაჰყვება თან. ორგანიზატორები მიწვეულ სტუმრებს ჰპირდებიან, რომ ასე ორგინიალურად მომზადებული ქართული კერძები მათ ჯერ არ ექნებათ დაგემოვნებული.

საღამოზე იქნება გათამაშება და უამრავი პრიზი. ბოლოს კი გაიჭრება ტორტი და იქნება ლამაზი ფოიერვერკი.

წვეულება გვიან ღამით დასრულდება.

”ამ საღამოს მოლოდინი საკმაოდ დიდია. გარკვეულ დეტალებს კვლავ საიდუმლოდ დავტოვებ. დარწმუნებული ვარ, ეს საღამო აჭარას და არა მარტო აჭარას აახმაურებს „- დაამატა თამთა ასათიანმა.

”რადიო პალიტრა” ამ დროისთვის თბილისსა და მის შემოგარენში, გუდაურში, ბორჯომში, ბაკურიანში, გურიასა და ახლა უკვე აჭარაში მაუწყებლობს, რაც მთავარია, ყველა რეგიონში რადიო პალიტრის მოსმენა შესაძლებელია იგივე ტალღაზე, ფმ 103, 9

0
22
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0