როგორც თავიდანვე ვამბობდი, კუკური ბარამიძის, იგივე "დომენიკ მანგოს" წამების ამსახველი ვიდეო დადგმულია
სოციალურ ქსელებში გამოჩენილმა ვიდეომ, სადაც კუკური ბარამიძეს, იგივე "დომენიკ მანგოს" დედას აგინებენ და იარაღის მუქარით აიძულებენ, პატრიარქს ბოდიში მოუხადოს აუგად ხსენების გამო, მაშინვე საქართველოს მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია, ნაწილი მხარს უჭერდა "მანგოს" მიმართ ძალადობის ფაქტს, ნაწილიც ხელისუფლებას აბრალებდა მომხდარს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად და ძალადობად აღიქვამდა.
ვიდეოს ნახვისთანავე გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული ვიდეო დადგმული იყო და "მანგოს" მიმართ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, ეჭვი გამიმძაფრა "მანგოს" ღიმილნარევმა სახის გამომეტყველებამ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ვიდეოში ფიგურირებს არა ცეცხსასროლი პისტოლეტი, არამედ სპორტული პისტოლეტი, რომელიც არაა ლეტალური არც ერთ შემთხვევაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით და როგორც "ნეტგაზეთი" იუწყება შსს–ზე დაყრდნობით, დაიკითხა ვიდეოს გადამღები, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიდეო დადგმული იყო და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
http://netgazeti.ge/news/286303/
თან ეს ვიდეო აშკარად პროვოკაციული იყო მისი შინაარსით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე და ადამიანების ფსიქიკაზე იყო გათვლილი–აი ნახეთ თავისუფალი სიტყვა როგორ იზღუდება და როგორ უსწორდებიან საქართველოში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებსო!
შესაბამისად დასჯადია...