x
სად არ უნდა ვეძებოთ თავისუფლება?
image

რამდენი ქრესტომათიაც არ უნდა წაიკითხოთ, მაინც ვერ განმარტავ რაში მდგომარეობს თავისუფლების რეალური არსი.ყველაფერი ინდივიდუალურია და ეს უკანასკნელიც ყველა ადამიანცი განსხვავებული მახასიათებლით იკიდებს ფეხს - მონისთვის მონური ყოფის გადაგდებაა თავისუფლება, პატიმრისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემსუბუქება, ღარიბისთვის უფასო პროდუქტი და მდიდარისთვის მეტი ფული.თუმცა უნდა გავმიჯნოთ, პატიმრისთვის ფული ვერ იქნება თავისუფლება, ისევე როგორც მდიდარი ვერ დაინახავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცირებაში თავისუფლებას.

ამ უცნაურ არსებას (თავისუფლება), თავისი ყველა ფორმისთვის განსხვავებული ფასი აქვს დაწესებული. ასევე მას გააჩნია გარკვეული არეალი სადაც იმყოფება ან არ/ვერ იმყოფება (ნაწილობრივ თავისუფლება არ არსებობს). განვიხილოთ, თუ სად არ უნდა ვეძებოთ თავისუფლება:

1.ეკონომიკის ცენტრალურ დაგეგმარებაში - დღემდე ვერ აიხსნა მარტივად თუ რა იყო სსრკ-ს ერთ-ერთი უღირსობა, სხვა მრავალთაგან. საბჭოთა კავშირის და ყველა ტოტალიტალური სახელმწიფოს უდიდესი პრობლემა ეკონომიკის ცენტრალიზებაა. ჯაჭვური რეაქციით თუ მივყვებით მბრძანებლური ეკონომიკა შემდეგნაირად ფორმულირდება: წარმოიდგინეთ ორი სუპერმარკეტი, ერთში შედიხართ და ყიდულობთ იმას რაც გჭირდება, ხოლო მეორეში გაძლევენ იმას, რაც გეკუთვნით, გაუთვალისწინებლად იმისა გჭირდებათ თუ არა ეს უკანასკნელი. მთავრობა, რომელიც თავად გეგმავს ეკონომიკას, გაურკვეველი საზომებით საზღვრავს თუ რა სჭირდება საზოგადოებას და შემდეგ, პროპაგანდის მანქანებით გარწმუნებთ ზემოთხსენებული პროდუქტის საჭიროებაში. თუ თქვენ ვერ ხედავთ მის საჭირობას და ამას ხმაღლა დააფიქსირებთ, ოპტიმალურ შემთხვევაში, აუცილებლად გაგამწესებენ „ვირის აბანოში“. ვთანხმდებით, რომ მბრძანებლურ ეკონომიკაში თავისუფლებას ვერ ვიპოვით ვერც-ერთი დოზით;


2პოლიტიკის ცენტრალიზაციაში - პოლიტიკური თანამდებობის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უკანასკნელი გაძლევს საშუალებას ზემოქმედება მოახდინო ადამიანებზე. რაც უფრო მეტადაა გაფანტული (დეცენტრალიზებულია) პოლიტიკური ძალაუფლება, მით უფრო მეტად იკვეცება ზემოქმედების შანსი. ამის საპირწონედ, რაც უფრო მეტადაა პოლიტიკური ძალაუფლება ერთ მუჭად შეკრული (ცენტრალიზებული), მით უფრო მეტია ზემოქმედების შანსი. ამ დროს, იურისდიქციას, მიუხედავად მისი სურვილისა, არაკოორდინირებულ გეზს იღებს, რათა გაამართლოს ცენტრალიზიებული პოლიტიკის ყველა სვლა.უფრო კონკრეტულად, სასამართლო და ზოგადად სამართალი იქცევა მთავრობის ინსტრუმენტად და დამოუკიდებელ ინსტიტუტად; აქაც ვიგებთ, რომ თავისუფლება თავს ლეთალურად გრძნობს პოლიტიკური ძალაუფლების კლანჭებში;

3.საზოგადო ჭეშმარიტებაში - ისტორიკოსები ხშირად აქვეყნებენ სამეცნიერო სტატიებს იმის შესახებ, რომ ამერიკის ზესახელმწიფობრიობა გამოწვეულია სამოქალაქო საზოგადოებით, რომელსაც არავინ უწესებდა ჩარჩოებს.ეს აზრი ნამდვილად არ არის საფუძველსმოკლებული, რადგან ერთადერთი რაც არ ვითარდება/არ ისწრაფვის განვითარებისკენ არის მკვდარი სხეული.საზოგადოება, რომელიც ზემდგომისკენ მოწოდებულ ქცევის ერთ “ჭეშმარიტ“ წესს ემორჩილება, ამ წესიდან გადახვევის შემთხვევაში აუცილებლად დაისჯება. არ შეიძლება ხალხს დაუდგინო მოდელი, რომელიც გადაფასება არ ექვემდებარება. ეს გამოიწვევს აზროვნების სტაგნაციას, რაც სახელმწიფოს ფატალურ შედეგებამდე მიიყვანს.შესაბამისად, მთავრობის საქმე არ არის საზოგადო მორალზე ზრუნვა, კოლექტიური სიკეთისთვის გადადგმული ნაბიჯი ბოლოს მავნებლომამდე მიდის; თავისუფლება საზოგად ჭეშმარიტების ნიმუშთანაც ვერ შეძლებს კოჰაბიტაციას.

ამრიგად, თავისუფლების მტრები არიან ეკონომიკის ცენტრალური დაგეგმარება, პოლიტიკის ცენტრალიზაცია და საზოგადო ჭეშმარიტება.ამის საპირწონედ, თავისუფლების მეგობრები არიან საბაზრო ეკონომიკა, დეცენტრალიზაცია და აზროვნების ვარიაცია.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0