x
image
გემი დალანდი
რისი თქმა სურს ჩვენს ავტომობილს ამ სიმბოლოებით?-,,შპარგალკა" მძღოლებისთვის
გრძნობდე საკუთარ ავტომობილს - შესანიშნავი გრძნობაა. მძღოლებს, რომელთაც მრავალწლიანი სტაჟი აქვთ, ხმით შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რა პრობლემა აქვს ავტომობილს. მაგრამ თანამედროვე მანქანებს უამრავი გადამცემი მოწყობილობა და სენსორები აქვთ. ხშირად, პანელზე აციმციმებული სიგნალის გაშიფვრა ინტუიციურადაც კი ძნელია, ეს კი ზოგჯერ გამოუცდელ მძღოლებს ძალიან აშინებს.

image გამაფრთხილებელი სიგნალები ფერის მიხედვით 3 ჯგუფად იყოფა.


1. წითელი ფერის ნიშნები

ეს ინდიკატორები ისეთი საფრთხის შესახებ გვატყობინებენ, როცა ზომების მიღება აუცილებელია პრობლემის აღმოსაფხვრელად. შეძლებთ თუ არა გზის გაგრძელებას -ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ნიშანი აციმციმდება.


image

2. ყვითელი ნიშნები

გვატყობინებენ ავტომობილის გაუმართაობას ან სერვის-მომსახურებას გვახსენებენ.

image

3.მწვანე ნიშნები

ინფორმირებას ახდენენ ავტომობილის სერვის-ფუნქციების და მათი აქტივობის შესახებ.

image

თუ პანელზე რომელიმე ნიშანი აციმციმდა, არ ღირს მისი იგნორირება.

გთავაზობთ 64 სიგნალის მნიშვნელობას, რომელთა დახმარებით ყოველთვის შეძლებთ თქვენი მანქანის პრობლემის გაგებას.


image

1. აკუმულატორის ნიშანი მაშინ ინთება, როცა ძაბვა ეცემა. ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა აკუმულატორის ბატარეა გენერატორიდან არ იმუხტება. ჰიბრიდულ ავტომობილებში ამ ნიშანს წარწერა MAIN ახლავს ქვემოთ.

2. გვაფრთხილებს ჭვარტლის ფილტრის შესახებ.

3.ჩართულია საწვავის ეკონომიური რეჟიმი.

4.ჩართულია შორი განათების ფარები.

5.ჩართულია ნისლსაწინააღმდეგო ფარები (წინა)

6.ადაპტირებული წინა ფარები.

7.ახლო განათების ფარები.

8.ჩართულია ნისლსაწინააღმდეგი ფარები (უკანა)

9.მიგვითითებს ფარების, კერძოდ კი შუქის დახრის კუთხის ავტორეგულირების სისტემის გაუმართაობაზე. საჭიროა დიაგნოსტიკა.

10.წვიმისა და შუქის გადამწოდი.

11.ელექტრო გასაღები არაა აღმოჩენილი.

12.გასაღები არაა აღმოჩენილი.

13.გასაღების ელემენტი შეცვლას საჭიროებს.

14.საჰაერო ფილტრების დაბინძურება.

15.ჩართული ფარების ნიშანი.

image

16.არ მუშაობს სდექ-სიგნალი.

17.რამდენიმე ფარი არ მუშაობს.

18.ხელის მუხრუჭის გაუმართაობა.

19.ავტომატურ გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა.

20.გარე განათების ჩართვის ინდიკატორი.

21. უსაფრთხოების ღვედი შეკრული არაა.

22.გაუმართაობა.

23.უსაფრთხოების ბალიში დეაქტივირებულია.

24.ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აირბეგი არ იმუშავებს.

25.დამხმარე სისტემა პარკინგის დროს.

26.საწვავის ფილტრის გაუმართაობა.

27. სითხის ნაკლებობა მინის საწმენდ მოწყობილობაში.

28.ავტომობილის კარის სიმბოლო. შესაძლოა მიგანიშნებთ, რომ კარი კარგად არაა დახურული.

29. გაფრთხილებთ მისაბმელ მოწყობილობაზე.

30.საწვავის მცირე დონე.

31.წყალი საწვავის ფილტრში.

32.მუხრუჭების ანტიბლოკირების სიტემა გაუმართავია.

33.სამუხრუჭე ღვედის ცვეთის სიმბოლო.

34.ჩართული კრუიზ-კონტროლის ნიშანი.image

35.კრუიზ-კონტროლი არ მუშაობს.

36.საჭის მართვის გამაძლიერებლის გაუმართაობა.

37.ეს ნიშანი არა მარტო მაშინ ინთება, როცა ხელის მუხრუჭია გააქტიურებული, არამედ მაშინაც, როცა მუხრუჭის ღვედები გაცვდა ან სამუხრუჭე სითხის დამატება/შეცვლაა საჭირო.

38.აუცილებელია გადაცემათა კოლოფის განბლოკვა მუხრუჭზე ფეხის დაჭერით.

39.დააწექით გადაბმულობის სატერფულს.

40.აალების სანთლების მუშაობის ინდიკაცია.

41.მოძრაობის ზოლის შეცვლა.

42.კატალიზატორის გადახურება.

43.მაღალი ტემპერატურა ძრავაში.

44.ინფორმაციული შეტყობინების ინდიკატორი.

45.ჩართულია მოხვევის სიგნალები.

46.სახურავის გაუმართაობა კაბრიოლეტში.

47.კაპოტი ღიაა.

48.ავტომობილის დაბალი სიჩქარე/დაღმართიდან დაშვების დახმარების სისტემა

49.დისტანციის სახიფათოდ შემცირება.

50.უკანა სპოილერის გაუმართაობა.

51.ინდიკატორი, რომელიც გარეთ არსებულ მინუს ტემპერატურის შესახებ გვაფრთხილებს.

52.გარეთ ყინვაა.

53.საკიდის ამორტიზატორები გაუმართავია.

54.გაფრთხილება პნევმატურ საკიდთან დაკავშირებით.

55.ინფორმაციას გვაწვდის ძრავის მუშაობის პრობლემების ან ტრანსმისიის ელექტრო ნაწილის გაუმართაობის შესახებ.

56.საჭის სვეტის ბლოკირება.

57.უკანა მინის გათბობა.

58.წვიმის გადამწოდი.

59.ძრავის გაუმართაობა

60.საქარე მინის წმენდა ავტომატურ რეჟიმში.

61.სტაბილიზაციის სისტემა გამორთულია.

62.საქარე მინის გათბობა.

63.ზეთის მიწოდების დაბალი წნევა.

64.ღია საბარგული.

image

არ ღირს მანქანის მიერ გამოგზავნილი სიგნალების უგულებელყოფა, ამან შესაძლოა მომავალში მანქანასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა აგაცილოთ თავიდან და რაც მთავარია, შესაძლოა თქვენი სიცოცხლეც იხსნას.

0
857
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
857
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0