x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიო ჩემპიონატი 2018 -5 უცნობი ფაქტი ცნობილ ფეხბურთელებზე

კრიშტიანუ რონალდუ უმადლოდეს მეგობარს

image

კრიშტიანუ რონალდუ რამდენიმე წელიწადია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, თუმცა იგი კარიერას უნდა უმადლოდეს ბავშვობის მეგობარს ალბერტ ფანტრაუს.

ბავშვების შესარჩევად ლისაბონის "სპორტინგის" აგენტი თამაშს დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ ბავშვს აიყვანდა, ვინც ყველაზე მეტ გოლს გაიტანდა, რონალდუს და ფანტრაუს გუნდმა თამაში მოიგო ანგარიშით 3:0, თითო გოლი გაიტანა რონალდუმ და ფანტრაუმ, მესამე გოლის დროს ფანტრაუ ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, მოატყუა ისიც, თუმცა ბოლო მომენტში ცარიელ კარში კი არ დაარტყა, დაუგორა რონალდუს, ასე მოხვდა რონალდუ "სპორტინგის" ახალგაზრდულ აკადემიაში, როდესაც რონალდუმ ჰკითხა თუ რატომ არ გაიტანა გოლი თავად, ალბერტმა უპასუხა: "შენ ჩემზე უკეთესად თამაშობ."

ფანტრაუმ მალვე დაასრულა საფეხბურთო კარიერა, ცოტა ხანი სპორტულ ჟურნალისტადაც მუშაობდა, სამაგიეროდ ფანტრაუს მდიდრული სახლი და ძვირფასი სპორტული ავტომობილი ჰყავს, კითხვაზე საიდან? "ეს რონალდუმ მაჩუქა"-უპასუხა ფანტრაუმ.

ლიონელ მესი- კონტრაქტი ქაღალდის ხელსახოცზე

imageფოტოზე:სახლი სადაც მესი ჩაკეტეს სააბაზანო ოთახში.


მისი ბავშვობის ამხანაგი ხუან მანუელ ლაგისამონი იხსენებს: ჩვენ გუნდს თამაში ჰქონდა, პრიზი ველოსიპედი იყო, მესიმ დააგვიანა თამაშზე, არ მოვიდა, პირველი ტაიმი წავაგეთ 1:0, მხოლოდ მეორე ტაიმისთვის შემოგვიერთდა და სამი გოლი გაიტანა, მოვიგეთ 3:1, თურმე სახლში სააბაზანოში ჩაკეტეს, მოახერხა, საააბაზანო კარი გატეხა და თამაშს შემოუერთდა.

მესი 13 წლის იყო როდესაც "ბარსელონას" აკადემიაში ჩაირიცხა, თურმე ძალიან უყვარდა "კოკა-კოლა", იმდენს სვამდა ყოველდღიურად, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ყველა ავტომატი მოეშორებინათ აკადემიის ტერიტორიიდან.

"ბარსელონასთან" კონტრაქტი მესიმ ქაღალდის ხელსახოცზე გააფორმა, საქმე იმაშია, რომ ქაღალდი ვერ იპოვეს, ხოლო "ბარსელონას" აგენტი იმდენად დარწმუნებული იყო მესის შესაძლებლობაში, საქმის გადადებას აღარ აპირებდა.

მოჰამედ სალაჰი-მოკრძალებული ვარსკვლავი

imageფოტოზე: მუჰამედ სალაჰი მშობლიურ სოფელ ნაგრიგში.




მოჰამედ სალაჰი-თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ფეხბურთელია, თუმცა თავს არ აძლევს უფლებას ღრუბლებში იფრინოს.1990 წლის შემდეგ ეგვიპტეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აღარ უთამაშია, როდესაც სალაჰმა გადამწყვეტი გოლი გაუტანა კონგოს ნაკრებს და ეგვიპტეს მს-ს საგზური მოუტანა, ეგვიპტელმა ბიზნესმენებმა ძვირფასი ვილა შესთავაზეს ფეხბურთელს საჩუქრად, სალაჰმა საჩუქარზე უარი თქვა და ითხოვა იმ თანხით მის მშობლიურ სოფელს ნაგრიგს დახმარებოდნენ.

ნეიმარი-უკიდურესი სიღატაკიდან სიმდიდრემდე

image

ბრაზილიელი ნეიმარი არც ოცნებობდა ფეხბურთელობაზე, მას რეინჯერი სურდა გამოსულიყო, როგორც მამამისი იხსენებს, იგი უკიდურეს სიღატაკეში გაიზარდა, მან 0-იდან კი არ დაიწყო ცხოვრება, არამედ -5-დან.ნეიმარის ოჯახი პაპის სახლში ცხოვრობდა, ყველას ერთ ლეიბზე ეძინა, ხშირად შუქიც არ ჰქონდათ და სანთლის შუქზე ანათებდნენ ოთახს, რადგან გადაუხდელობის გამო დენს ხშირად უთიშავდნენ, ნეიმარის მამას კი სამ ადგილზ ეუწევდა მუშაობდა, რომ როგორმე ოჯახი გამოეკვება.

ამჟამად ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერი შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იყოს ფეხბურთის ისტორიაში.

სლოვარ პეშკო-ოთხი თირკმელი

image


გდანსკის "ლეხიას" ნახევარმცველს..ოთხი თირკმელი აქვს ბავშვობიდან, "სათადარიგო ორგანოები" პოლონელ ფეხბურთელს აღმოუჩინეს 2011 წელს, როდესაც სამედიცინო შემოწმებას გადიოდა გერმანულ კლუბ "კიოლნისთვის", პეშკოს დედის განცხადებით არასდროს უფიქირია, რომ მის შვილს რაიმე რიგზე არა აქვს, უბრალოდ ის უფრო ხშირად დადიოდა ტუალეტში ვიდრე ოჯახის სხვა წევრები.


2
182
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
19 ივნისი, 12:13
რონალდუ თუ კაცია აბა ქრისტინა რატომ ქვია?????
17 ივნისი, 18:44
რონალდუ კაცია.
0 1 2