x
ანტიკური ეპოქის ლიტერატურულ ჟანრთა მრავალფეროვნება
image
ლირიკა ერთ-ერთი ლიტერატურული გვარია. ლირიკულ ნაწარმოებში პოეტი გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს, პირად განცდებს, სურვილს, მისწრაფებას, აღტაცებას, სევდას, სიხარულს და ა.შ. სიტყვა “ლირიკა’’ წარმოდგება სამუსიკო იარაღის-ლირის სახელისგან, სწორედ ამ ინსტრუმენტზე ამღერებდნენ მსგავსი ტიპის ნამუშევრებს ძველ საბერძნეთში. ლირიკული ნაწარმოების თემატიკა მდიდარია. ცხოვრებაში უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანის სულიერი მღელვარება გამოიწვიოს. ყველაფერი ის, რაც წარმოშობს პოეტის მღელვარებას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი მისი სევდისა თუ აღტაცების გამოწვევისა, შესაძლებელია ლირიკული ნაწარმოების თემად იქნეს გამოყენებული. ჩვენთვის კარგად ცნობილი ლირიკული ხასიათის ლექსებია ნ.ბარათაშვილის “ფიქრნი მტკვრის პირას’’, “შემოღამება მთაწმინდაზედ’’...ამ ტიპის ლექსებში გადმოცემულია პოეტის ფიქრი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ადამიანის დანიშნულებასა და მისიაზე ამქვეყნად და სხვა.






ლირიკის ჯანრები


ლირიკის ჯანრებია: ჰიმნი, ოდა, ელეგია, ბალადა, სატირა, სონეტი, დითირამბები და ა.შ.


ოდა


ოდა უძველესი ლირიკული ჯანრია.წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ დამოუკიდებელ ლიტ. ჯანრად ჩამოყალიბდა ძველ რომში.ევროპულ მწერლობაში ოდა პოპულარული გახდა ჰორაციუსის და პინდაროსის ეპინიკიების თარგმნის შემდეგ. თავიდან ოდა ეწოდებოდა ყველანაირ სასიმღერო ლექსს, შემდეგ კონკრეტული თემატიკით შემოიფარგლა, გახდა უფრო სადღესასწაულო ხასიათის და რომელიმე გმირის, ღვთაების ან ისტორიული მოვლენის ხოტბა დაეკისრა. ხშირად რთულია ოდის გამიჯვნა ჰიმნისგან, თუმცა ოდა ყოველთვის გამოირჩევა მხიარული, სადღესასწაულო, გასართობი ხასიათით.

აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების ლიტერატურა ოდას, როგორც ჯანრს, არ იცნობს.მისი აღორძინება დაიწყო რენესანსის ეპოქაში. ტერმინი “ოდა’’ ჯანრის აღსანიშნავად სწორედ ამ დროს დამკვიდრდა.

ოდამ უმაღლეს განვითარებას პინდარეს პოეზიაში მიაღწია, რომის იმპერიაში კი ოდის ოსტატი იყო ჰორაციუსი.

ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი “ქება-ქებათა’’ ოდის, სახოტბო ლექსის პირველსაწყისად ითვლება. ოდამ დიდი ადგილი დაიკავა ფრანგული კლასიციზმის ლიტერატურაში(ნ.ბუალო, ფ.მალერბი), საფრანგეთიდან კი ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.


image







ჰიმნი

ჰიმნი ძველი ბერძნული ზეპირსიტყვიერებიდან მომდინარე, საზეიმო სიმღერაა.ის ეძღვნებოდა ღმერთებს, ღვთაებებს, გმირებს ან მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს.

ამასთან, ჰიმნი/საგალობელი ღვთისმსახურების აუცილებელი ელემენტია.თავდაპირველად ღვთისმსახურებაში ფსალმუნები ჭარბობდა, საგალობლები V-VII საუკუნეებიდან ჩნდება. ქართულ ჰიმნოგრაფიას საფუძველი ჩაეყარა პალესტინის ქართული კულტურის კერაში. ქართველ ჰიმნოგრაფებს ჰქონდათ როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური ნაწარმოებები, აღსანიშნავია მიქელ მოდრეკილის კრებული(978-988), იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი’’, დემეტრე I-ის “შენ ხარ ვენახი’’ და სხვა.

ჰიმნების უძველესი ნიმუშები გვხვდება ეგვიპტეში, მესოპოტამიასა და ძვ.საბერძნეთში. უძველესი ჰიმნებიდან შემორჩენილია ვედრების ან წყევლის ფრაგმენტები, ასევე ეპიკური ჰიმნების ნაწყვეტები, მაგ:ჰომეროსის პოემების შესავალში მოცემული გალობები რომელიმე ღვთაებისადმი მიძღვნილი.

ჰიმნს გააჩნია თავისი სტრუქტურა:

  • შესავალში(პროოიმიონში)სახელდება ღმერთი, რომელსაც მიმართავს მვედრებელი;
  • ღმერთის სიდიადის საჩვენებლად მოთხრობილია რაიმე ისტორია და ახსნილია თუ რატომ უნდა სთხოვოს მფარველობა ადამიანმა სწორედ მას;
  • ჰიმნი სრულდება კონკრეტული თხოვნით.
უძველეს ჰიმნოგრაფებად ცნობილი არიან: პამფოსი, ლინოსი, ორფევსი და ა.შ.

აღსანიშნავია ბერძენი ლირიკოსების საპფოს, ალკეოსის, ალკმანის, სტესიქოროსის და სხვათა ჰიმნები.

ყველაფერთან ერთად ჰიმნი ეროვნული სიმბოლიკის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ის უნდა გამოხატავდეს ქვეყნის ეროვნულობას, მის ფასეულობებს და ალბათ, ხასიათსაც. თითოეული ქვეყნისთვის ძვირფასი და გამორჩეული მუხტის მატარებელია საკუთარი ჰიმნი. დღევანდელობაში ქვეყნის ჰიმნი ჟღერს პრეზიდენტის ინაუგურციის დროს, ოლიმპიური თამაშების დროს და ა.შ.

ძველ საბერძნეთში ჰიმნებს ძირითადად კითარაზე ასრულებდნენ.




image






ელეგია

ელეგიაც ლირიკული ჯანრის თხზულებაა, სადაც პოეტი ნაღვლიანი, სევდიანი განწყობილების მოჭარბებას გამოხატავს.ელეგიასთან დაკავშირებულია სალექსო საზომის - ელეგიური დისტიქის სახელწოდება. ელეგიური დისტიქი ისეთი სალექსო საზომია, რომელიც შედგება 2 სალექსო სტრიქონისგან, პირველი სტრიქონი დაქტილური ჰექსამეტრია, ხოლო მეორე-დაქტილური პენტამეტრი.

თავიდან ელეგია ეძღვნებოდა სამხედრო, პატრიოტულ თემას და ზნეობრივ საკითხებს, შემდეგ სხვა მოტივებიც დაემატა:პოლიტიკური(სოლონი), ფილოსოფიური(მიმნერმოსი)...

ელეგიის შემომღებად მიიჩნევენ კალინოსს, ასევე ტირტეოსს(ძვ.წ.VIIს-ში).ტირტეოსი ძირითადად ცნობილია საბრძოლო ელეგიებით, მიმნერმოსი-სასიყვარულოთი.

რაც შეეხება რომს, ელეგიამ სწორედ აქ მიაღწია განსაკუთრებულ სრულყოფას, რომის რესპუბლიკის არსებობის ბოლო ხანებში.ანტონიუსის დროის ელეგიკოსებს შორის, რომლებიც უმთავრესად მისი დავალებით ქმნიდნენ ნაწარმოებებს, აღსანიშნავია ოვიდიუსი, ვერგილიუსი(“ენეიდა’’), ტიბულუსი, პროპერციუსი და სხვა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საზეიმო, სადღესასწაულო და ხალისიანი ოდა ჩაანაცვლა სენტიმენტალურმა, ინტიმურმა ელეგიამ.

  • ელეგიური დისტიქი
vvvvvvvvvvv

vvvv–'–vvvv – პენტამეტრი

vvvv–'–vvvv



(დაქტილური) ჰეგზამეტრი

vvvvvvvvvvv

–– –– –– –– –– –vvv






თათია ბუღათრიშვილი

თსუ.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. II კურსი


0
206
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0