x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირანელი ნათელმხილველის წინასწარმეტყველება III მსოფლიო ომის და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ

image


image

კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ნათელმხილველები, რომელთა წინასწარმეტყველება არ ამხდარა. მაგრამ, არიან ისეთებიც, ვინც მაღალი ალბათობით იცნობს შემდგომ მოვლენებს. მათ შორის არის მოჰსენ ნორუზი (Mohsen Noruzi) – ირანელი ექსტრასენსი, მკურნალი და წინასწარმეტყველი. თავისი ნიჭის წყალობით, მან არაერთი მებრძოლი გადაარჩინა ირან-ერაყის ომის დროს. მისი წინასწარმეტყველების მიხედვით, რადიკალური ცვლილებებს უნდა ველოდოთ, უახლოესი 2 წლის მანძილზე, მსოფლიოში:

I. ეკონომიკა

ნათელმხილველის თქმით, დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულ კრიზისშია, რომელიც 2020 წელს დასრულდება. უახლოეს 2 წელში, ბევრი რამ შეიცვლება. მოხდება დიდი რყევები და ძალთა გადანაწილება სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებში, რაც თავის მხრივ, კორეკტივებს შეიტანს მსოფლიო ეკონომიკაში.

II. აშშ და ევროკავშირი

მსოფლიო პოლიტიკაში აშშ-ს უპირატესობის ხანა დასრულდა. ის ჯერ კიდევ სარგებლობს ზესახელმწიფოს იმიჯით, მაგრამ ეს მხოლოდ წარსული დიდების გადმონაშთია. საბოლოოდ, ის ამ როლს დაკარგავს. ამის გამო, ვერ შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას ევროკავშირიც და პატარ-პატარა ჯგუფებად (კავშირებად) დაიშლება. მაგ., სკანდინავიის ქვეყნები საკუთარ კავშირს შექმნიან, ისე, როგორც იტალია და ესპანეთი თავისას...

III. ბუნება

რაც შეეხება ბუნებრივ კატაკლიზმებს, მოჰსენ ნორუზის წინასწარმეტყველებიდან ბევრი რამ უკვე ახდა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გახშირდება მსგავსი მოვლენები. მაგრამ, საქმე არც ისე ცუდად არის, – ამ ციკლის ბოლოს, დედამიწაზე აყვავების ხანა დაიწყება და არანაირი ქვეყნის ბოლო, აპოკალიფსი მოსალოდნელი არ არის.

IV. ომი

როგორც ის აცხადებს, III მსოფლიო ომი, ფაქტიურად, უკვე მიმდინარეობს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისია. სავარაუდოდ, ის უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, სადღაც, ახლო აღმოსავლეთში, შესაძლებელია ირანშიც კი.
imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageჰოპის ტომის ინდიელთა წინასწარმეტყველება, უახლოესი 20 წლის მანძილზე
ვანგას წინასწარმეტყველება უახლოესი 30 წლის მანძილზე

6
755
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
755
  
2018, 3 ივლისი, 19:34
ნათელმხილველი კი არა პოლიტიკური მიმომხილველია მშვენიერი, ფუტუროლოგი და მგონი სწორი პროგნოზებია. კი, რეალისტურია ნამდვილად.
2018, 19 ივნისი, 15:58
და თქვენ ამაზე განმარტება გჭირდებათ,ქ-ნო ლალი? მაშინ ზოგადად,რა...
2018, 18 ივნისი, 14:58
და ყველაფერ ამას რა კავშირი აქვს ირანელ ნათელმხილველთან?
2018, 18 ივნისი, 10:20
ქ-ნო ლალი,განათლების დონის კლებაში ვგულისხმობ იმას,რომ ხალხი წიგნებს არ კითხულობს,ჟურნალ-გაზეთებზე ხომ ლაპარაკიც არაა.ლონდონსა და ნიუ-იორკში დღეში პრესის 20 მილიონი ეგზემპლარი იყიდება,ინფორმაციის წყარო საქართველოში არის მხოლოდ ჭორი, ტელევიზია და ინტერნეტი. სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ისეა გაპრიმიტივებული სასწავლო პროგრამა, რომ საბჭოთა სკოლის მერვეკლსაელსაც კი შეუძლია უმაღლესში მისაღები პროგრამის დაძლევა.გაუნათლებელი მასა ყველა მთავრობას აწწყობს,რადგან უფრო ადგილი სამართავია,ეხლა ბაკალავრიატის პროგრამას 3 წლამდე ამცირებენ,რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების დონე უფრო დაეცემა.ახალგაზრდობას ჰგონია, რომ ეს კარგია,რადგან სწავლა უმარტივდებათ... ისე, არ უნდა მიხდებოდეს ამ მარტივი ჭეშმარიტების განმარტება.
2018, 17 ივნისი, 23:52
განათლების დონის კლებაში რას გულისხმობთ არ ვიცი. მაგრამ, ნათელმხილველები ყველა ეპოქაში იყვნენ.
2018, 17 ივნისი, 14:29
დაკვირვებული ვარ--როცა ქვეყანაში განათლების დონე იკლებს,მაშინათვე გამოიჩეკებიან ნათელმხილველები და წინასწარმეტყველები.
0 1 6