x
მეტი
  • 16.07.2018
  • სტატია:78682
  • ვიდეო:331401
  • სურათი:435246
აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?

აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?


1980 წლიდან 2018 წლამდე მსოფლიოში ჩატარებულია დაახლოებით მილიარდნახევარი (1.5 მილიარდი) აბორტი. ეს ოფიციალურად, არაოფიციალური რიცხვი ბევრად მეტია. ამ ბოლო 40 წლის განმავლობაში რაც კი აბორტი ჩატრებულა, მათი საშუალო არითმეტიკული წელიწადში გამოდის (ოფიციალურად, არაოფიციალური კიდევ უფრო მეტია) 40 მილიონი აბორტი დედამიწაზე. თუმცა რეალურად ბოლო წლებში აბორტების რიცხვი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს იყო მე-20 საუკუნის ბოლო ორ დეკადაში და დაახლოებით 21-ე საუკუნის დაწყებიდან დღემდე ის ყოვეწლიურად მატულობს. დაახლოებით 2012 - 2018 წლებში აბორტების რიცხვმა წელიწადში 55 მილიონს მიაღწია.


აბორტის ისტორია


აბორტი კეთდებოდა მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კაცობრიობა პრეისტორიულ ხანაში, ქვის ხანაში, ველური ტომების დონეზე იმყოფებოდა. თუმცა აბორტზე პირველი ჩანაწერები მას შემდეგ ჩნდება, რაც ადამიანმა დამწერლობა გამოიგონა. დღემდე მოღწეულია რამდენიმე ეგვიპტური, ასირიული, ბერძნული და სხვა ხალხების უძველესი პაპირუსები ან თიხის ფირფიტები, სადაც ჩაწერილია სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ შეიძლება ქალმა ხელოვნურად მოიშალოს მუცელი. არსებობს ასევე ისტორიული ჩანაწერები იმის შესახებ, როგორ დაობდნენ ისლამურ სამყაროში, რამდენად მართებული და მორალურია აბორტი.


კაჰუნის პაპირუსში, რომელიც დაიწერა დაახლოებით ძვ.წ. 1825 წელს ეგვიპტეში, ამენემჰატ მესამის მმართველობის პერიოდში, აღწერილია ერთ-ერთი უცნაური აბორტის მეთოდი, მაგრამ ეს უფრო მეტად არის არა აბორტის, არამედ კონტრაცეფციის მეთოდი. ამისთვის საშოში ქალი იდებდა ნიანგის განავალს, რომელიც თავიდან გამკვრივებული იყო, მაგრამ შემდეგ იხსნებოდა სითხეში და უკვე მაშინ იყო ცნობილი, რომ მას ჰქონდა სპერმოციდული ეფექტი ანუ კლავდა სპერმას.

ასევე აბორტის პროცედურები აღწერილია ძვ.წ. 1550 წელს შექმნილ ეგვიპტურ "ებერების პაპირუსში".


ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მწერლის და დრამატურგის, არისტოფანეს (ძვ.წ. 446 - 388 წწ.) ნაწარმოებებში არის მოხსენიებული კიდევ ერთი საშუალება აბორტისთვის - ეს არის პიტნისებრი მცენარის - პენიროიალისგან დამზადებული ჩაი. ლათინური სახელწოდება ამ მცენარისა არის მენთა პულეგიუმი. ეს საშუალება იმდენად ეფექტური იყო, რომ შესაძლოა ძველი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მუცლის მოშლის საშუელებად მივიჩნიოთ. ის იმდენად მომწამვლელია, რომ ამ მცენარის 5-მა გრამმაც კი შესაძლოა სიკვდილი გაოიწვიოს, მაგრამ მცირე რაოდენობით ნამდვილად ძალიან ეფექტური საშუალება გახლდათ ნაყოფის მოსაშორებლად.


აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?


პლინიუს უფროსს (გაიუს პლინიუს სეკუნდუსი - 23 - 79 წწ.), რომელიც იყო რომაელი მწერალი და ნატურალისტი და ფილოსოფოსი, თავის ჩანაწერებში ჰქონდა ორი მთავარი რჩევა ქალებისთვის, რომელსაც ნაყოფის მოშორება უნდოდათ. პირველი იყო გველზე დაბიჯება და მეორე იყო აღნიშნული მის "ბუნების ისტორიაში" - ყვავის კვერცხის ჭამა. არც ერთი ამათგანი რა თქმა უნდა არ იყო ეფექტური.


პლინიუს უფროსი


უდიდეს ბერძენ ექიმს - ჰიპოკრატეს (ძვ.წ. 460-370 წწ. - წოდებული ასევე კოსელ ჰიპოკრატედ ან ჰიპოკრატე მეორედ), რომლის ფიცსაც ყველა ექიმი დებს, ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება აბორტის მიმართ, თუმცა მაინც აძლევდა ამგვარ რჩევას ქალებს, რომლებსაც ჯიუტად გადაწყვეტილი ჰქონდათ ნაყოფის მოშორება - ქალი უნდა ახტეს და დაეცეს დუნდულოებით. ეს მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ ნაყოფი იმდენად არ დაზინადება, რომ მუცელი მოიშლება, თუმცა დღევანდელ მედიცინაში ცნობილია, რომ ეს აქტივობა ან რაიმე სხვა აქტივობა, რომელიც ნაყოფზე ფიზიკური ნჯღრევის გზით მისი მოშორებისთვისაა მიმართული, რეალურად არ მუშაობს და არ იწვევს აბორტს. (საწყალი მაშინდელი ქალები, ვინც ჰიპოკრატეს უჯერებდნენ).

ჰიპოკრატე ასევე გვაძლევს შემდეგ რეცეპტს აბორტისთვის, ეს არის ნარევი თაგვის ცურცლის, თაფლის, ეგვიპტური მარილის, ველური კოლოსიტის და ხის ფისის, რომელიც უნდა მოთავსებულიყო ორსული ქალის საშვილოსნოში.


ჰიპოკრატე


ასევე უძველესი მეთოდი, რომელიც ინდოეთში მიჩნეული იყო აბორტის საშუალებად, იყო ცხელ, ხახვით სავსე ქოთანზე დაჯდომა. ქეთლინ ლონდონის მიხედვით, რომელმაც დაწერა წიგნი "შობადობის კონტროლის ისტორია", ეს მეთოდი ახლაც გამოიყენება ნიუ-იორკშიც კი – ღარიბულ დასახლებებში, სადაც ინდუსები ცხოვრობენ. პირველი წერილობითი წყარო, სადაც ეს მეთოდია აღწერილი, არის სანსკრიტზე დაწერილი, მე-8 საუკუნის ინდური ხელნაწერი.

ანგკორ ვატის ტაძარში, კამბოჯაში გამოსახულია 1150 წელს შექმნილი ბარელიეფი, სადაც მიწისქვეშეთიდან მოვლენილი დემონი ასეთი სახის აბორტს უკეთებს ქალს.


აბორტის გამოსახულება ანგკორ ვატის ტაძარში


ქეთლინ ლონდონი ასევე აღწერს საკმაოდ საზიზღარ მეთოდებს, რომელსაც ძველი ხალხები იყენებდნენ. მაგალითად, აბორტის გამოსაწვევად ქალები ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში საშვილოსნოში ითავსებდნენ აქლემის ფურთხს, გაჭყლეტილი ჭიანჭველების ფაფას ან ირმის კუდის ბეწვს. ეს პრაქტიკები ძალიან საშიში იყო ქალის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვისაც კი.


აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?


ძველ სამყაროში და ყველაზე მეტად შუა საუკუნეების ევროპაში ხშირი იყო აბორტისათვის ოპიუმის გამოყენება. ოპიუმს სხვა საშინელ მინარევებთან ერთად საშვილოსნოში ითავსებდნენ ქალები, რაც ნამდვილად მუშაობდა, მაგრამ ჰქონდა საშინელი გვერდითი ეფექტები. აბორტის ოპიუმით გამოწვევის მეთოდი წერილობით აღწერილია ჯონ რიდლის წიგნში "კონტრაცეფცია და აბორტი უძველესი დროიდან რენესანსამდე". ამ მეთოდის გამოყენება ბოლოს დაფიქსირდა 2011 წელს პაკისტანში.


აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?


პირველი საუკუნის ბერძენი ექიმი სორანუს ეფესელი აღწერს, თუ როგორ უნდა მოიშალოს ქალმა არასასურველი ორსულობა: ეს შეიძლება იყოს ცემა, ცხენის ჭენება ან მძიმე საგნების აწევა. აღწერილია ძველი სპარსული ჩანაწერები პერსეპოლისიდან, სადაც ქმრებს უფლება აქვთ, ჩაარტყან ფეხი ცოლს და მოუშალონ მუცელი, თუკი ბავშვის დაბადება არ უნდათ.


სორანუს ეფესელი


ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ისტორიული წყარო, სადაც აღწერილია აბორტისთვის სასჯელი - სიკვდილით დასჯამ არის ძვ.წ. 1075 წელს შექმნილი ასურას კოდექსი, რომელიც დაიწერა ასირიაში და მიეკუთვნებოდა ამ ხალხის კანონმდებლობის ნაწილს. ამ კანონმდებლობის მიხედვით ყველა ქალი არ ისჯებოდა, რომელიც აბორტს გაიკეთებდა, არამედ ისჯებოდნენ სიკვდილით მხოლოდ ისეთი ქალები, რომლებიც ქმრის ნების საწინააღმდეწგოდ ჩაიტარებდნენ პროცედურას.



მორალური პრობლემა


როდესაც ვსაუბრობთ აბორტზე, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ აქ ყველა შემთხვევაში საუბარია ცოცხალ არსებაზე. ეს არის ცოცხალი არსების მოკვლა, მაგრამ არის თუ არა ეს ცოცხალი არსება ადამიანი და არის თუ არა ეს ადამიანის მოკვლა, შვილის მოკვლა ამ შემთხვევაში? ამის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაში ძალიან ღრმად ჩავიხედოთ და სკრუპულოზურად განვიხილოთ ყველაფერი.

მთავარი წინააღმდეგობა აბორტს აქვს რელიგიების მხრიდან, ვინაიდან რელიგიები და კერძოდ, აბრაამისეული რელიგიები თვლიან, რომ ადამიანის სული ისახება ზიგოტის წარმოქმნასთან ერთად.


მტირალი იესო აბროტის გამო - ხატი


ჯერ განვიხილოთ, რა არის თავად სული. სული ეს არის რაღაც არსება, რომელიც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ადამიანისა სამშვინველსა (ტვინი, ფსიქოლოგია) და დანარჩენ სხეულთან ერთად. რელიგიურად ადამიანი არის ეს სამება: სული, სამშვინველი და სხეული. აქედან, სამშვინველი და სხეული მოკვდავი და ხრწნადია, ხოლო სული, რასაც სპირიტი ეწოდება და არა ფსიქე, რჩება სიკვდილის შემდეგაც და აგრძელებს სიცოცხლეს და აზროვნებას ეთერულ სივრცეში და გადადის იმ განზომილებაში, რომელსაც ეძახიან საიქიოს, სამოთხეს ან კიდევ სხვა რამეს. ერთი სიტყვით, სულის თავად ცნება საკმაოდ დაუდგენელია.


სწორედ სულის ცნებამ შემოიტანა აბორტის მორალური პრობლემა. რელიგია აცხადებს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც შეერწყმება ერთმანეთს სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი და წარმოიქმნება ზიგოტა - მასში "შედის" სული და ის უკვე ადამიანის სულის მქონე არსებაა, აქედან გამომდინარე, მისი მოკვლა არ შეიძლება და ადამიანის მოკვლას უტოლდებაო.

ჯანმრთელი მამაკაცის მიერ გამოყოფილ ყოველ ეაკულატში (ერთჯერადად ორგაზმის შემდეგ გამოყოფილ სითხეში) არის მინიმუმ 300 ათასი სპერმატოზოიდი. განაყოფიერებისთვის ეაკულატის ანუ გამონაყოფის მასის ნახევარს უნდა შეადგენდეს მხოლოდ სპერამტოზოიდები. აქედან გამომდინარე, ხდება ის, რომ კვერცხუჯრედამდე საბოლოოდ ამ 300 ათასი სპერმატოზოიდიდან აღწევს მხოლოდ ერთი და ანაყოფიერებს მას.


სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს


ამ განაყოფიერების მერე კვერცხუჯრედი ბიოლოგიურ გარსს შემოირტყამს და არც ერთ სხვა სპერმატოზოიდს აღარ იკარებს. დანარჩენები იღუპებიან. ეს ორი შერწყმული სასქესო უჯრედი კი ერთიანდება, აერთიანებს საკუთარ 23-23 ქრომოსომას და წარმოშობს 46-ქრომოსომიან ერთ უჯრედს - ამ შერწმულ უჯრედს უკვე ზიგოტა ეწოდება.


ზიგოტა


შემდეგ, ეს ზიგოტა იწყებს დაყოფას, მეორე დღეს იყოფა ჯერ ორად, შემდეგ ოთხად, მესამე დღეს უკვე რვად, შემდეგ 16 უჯრედად, მეოთხე დღეს უკვე საკმაოდ მრავალუჯრედიან მორულას წარმოქმნის, მეხუთე დღეს ადრეულ ბლასტოცისტას (რომელიც შეიცავს 150-300 უჯრედს), მეექვსე-მეშვიდე დღეს კი წარმოქმნილი უჯრედების გროვის - ბლასტოცისტის მიმაგრება, იმპლანტაცია ხდება საშვილოსნოს კედელზე. ის განაგრძობს იქ დაყოფას და უჯრედების გამრავლებას, სანამ არ ჩამოაყალიბებს 9 თვის თავზე დაბადებისთვის მზადმყოფ ბავშვს.


ბლასტოცისტა


ადრეული ბლასტოცისტის პერიოდში ყოველი უჯრედი ამ სამასიდან არის პლურიპოტენტული, ანუ მათგან შესაძლოა წარმოიქმნას როგორც ტვინის, ასევე ღვიძლის, გულის ან ჩონჩხის კუნთების უჯრედები ან ძვლის და სისხლის უჯრედები. მას მერე, რაც გარკვეული დრო გავა და ჩამოყალიბდება მათგან სხვადასხვა უჯრედები, რომლებიც დიფერენცირდება შემდგომ პერიოდში ნაყოფში და მასში აყალიბებს სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემებს, ბუნებრივ პირობებში მათი უკვე ჩამოყალიბებული ნეირონების ანუ ნერვული უჯრედებისგან ვეღარ ყალიბდება სხვა უჯრედი, მაგალითად ჰეპატოციტი (ღვიძლის უჯრედი) ან ძვლის უჯრედები. ადრეული ბლასტოცისტის შემადგენელ სამასივე უჯრედს აქვს შესაძლებლობა წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი შემადგენელი უჯრედი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ეს ბიოლოგიური ჭრა საჭირო იყო იმისთვის, რომ მთავარ პრობლემაზე გადავსულიყავით და დაგვესვა შემდეგი კითხვა: დედამიწაზე ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ბევრი დაავადება. ბუნება თავადვე გვთავაზობს ამ უჯრედებს და მათ მექანიზმებს, მათი კვლევა მრავალ უკურნებელ დაავადებას განკურნავდა, მაგრამ ვინაიდან თვლიან რელიგიები, რომ ეს 300 უჯრედი არის ცოცხალი ადამიანი, მედიცინას მსოფლიოში არ ეძლევა საშუალება, რომ ამ ბლასტოცისტებზე კვლევები და ექსპერიმენტები ჩაატაროს. აქედან გამომდინარე, დაავადებებიც უკურნებელი რჩება და დღეში უკვე დაბადებული 17 ათასი თვრამეტწლამდელი ბავშვი იღუპება მსოფლიოში. ასე რომ, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, სადაც რელიგია დიდ როლს თამაშობს, საზოგადოებაში კანონით აკრძალულია ღეროვან უჯრედებზე და რაც მთავარია, ზიგოტებზე კვლევები. არადა, თუკი ეს აკრძალვები მოიხსნება და დაფინანსდება ეს კვლევები, მაშინ "ხვალვე" შესაძლებელია, რომ სრულად განიკურნოს შემდეგი დაავადებები:


დიაბეტი

რევმატოიდული ართრიტი

პარკინსონის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება

ოსტეოართრიტი

ტრავმატიზებული, დაზიანებული ტვინის აღდგენა

სხეულის სხვა ნაწილების დაზიანებათა აღდგენა

სწავლის უნარის შეფერხება ან დაქვეითება კონგენიტალური აშლილობის გამო

ძვლის ტვინის დაზიანების სრული აღდგენა

გულის ინფარქტით გამოწვეული მიოკრადიუმის აღდგენა

კიბოს საწინააღმდეგო, სრულიად ახალი თაობის ძლიერმოქმედი საუალებების გამოყვანა

სიმელოტის განკურნება

დაკარგული კბილების კვლავ ამოყვანა

სიყრუის განკურნება

მხედველობის პრობლემების გამოსწორება და სიმახვილის მომატება

ამიოტროპული გვერდითი (ლატერალური) სკლეროზი

კრონის დაავადება

სხეულის ჭრილობების რეგენერაცია

საერთოდ, მთელი ფარმაცევტული საშუალებების, წამლების დონის გაუმჯობესება


ეს ყველა დაავადება პრაქტიკულად უკვე განკურნებადია. ერთადერთი, რაც მეცნიერებს სჭირდებათ, არის ის, რომ მისცენ კვლევების სრულფასოვნად ჩატარების უფლება და საშუალება მთავრობებმა, რომლებიც რელიგიური საზოგადოების (ამომრჩევლის) ზეწოლას განიცდიან.

ღეროვანი უჯრედების აღება ხდება აბორტით. აბორტი არ ნიშნავს ყოველთვის ჩარევას ქირურგიულად, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. აქ სხვა რამ იგულისხმება. ამ შემთხვევაში აღებულ უნდა იქნას მე-6-მე-7 დღემდე განვითარებული ბლასტოცისტა და ჩატარდეს მათზე ექსპრიმენტები, შემდგომ კი, ამ ბლასტოცისტების განადგურება. სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან რელიგები, რადგან მიაჩნიათ, რომ ბლასტოცისტას აქვს სული. ამით ისინი წირავენ უამრავ კიბოს მქონე ბავშვს უეჭველი სიკვდილისთვის, თავიანთი დაუდასტურებელი რელიგიური ჰიპოთეზების გამო სულის შესახებ, რომელიც არაფრით მტკიცდება რომ არსებობს, როდესაც ეს კვლევები ამ ბავშვებს გამოაჯანმრთელებდა დაახლოებით 100% შემთხვევებში.


ბლასტოცისტა კიბოსგან მომაკვდავი ბავშვი და მისი მშობელი


საუბარია ბლასტოციტზე, რომელსაც არ აქვს არანაირი აღქმის უნარი, არის უბრალოდ უმცირესი, თვალით უხილავი უჯრედების კონგლომერატი. მისი სიმცირის წარმოსადგენად ვიტყვი, რომ ბუზის ტვინში არის 100 ათასი ნერვული უჯრედი (ნეირონი), ბლასტოციტში მხოლოდ 300-მდე. ანუ ბუზის თავი კი არა, ამ თავში მოთავსებული ტვინიც კი ამ ბლასტოციტზე 333-ჯერ დიდია. რელიგიები 10 წლის სიმსივნის მქონე ბავშვის სიცოცხლეს მიიჩნევენ ამ ბლასტოცისტის ღირებულების მქონედ.

შეგვიძლია ვთქვათ მეტიც - ეს ტექნოლოგია უკვე გუშინდელი დღეა. დღეს უკვე შეგვიძლია გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით ადამიანის ნებისმიერი უჯრედი ავიღოთ და ხელოვნურად ვაქციოთ ის ღეროვან, პლურიპოტენტურ უჯრედად, საიდანაც აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება საშვილოსნოში მისი მოთავსების შემთხვევაში განვითარდეს ადამიანი. ერთი სიტყვით შეგვიძლია ავიღოთ ადამიანის კანის, თმის ან ფრჩხილის უჯრედი და ვაქციოთ ის იმ უჯრედად, რომლისგანაც ბლასტოცისტა შედგება. ამ უჯრედებზე მაინც რომ მიეცათ ექსპერიმენტების უფლება, ესეც იგივენაირ უდიდეს შედეგებს დადებდა რაც ზევით აღინიშნა, მაგრამ ისევ და ისევ, ამ ტექნოლოგიაზეც კი აკრძალვა მუშაობს რელიგიის გავლენით. ესე იგი, რა გამოდის? ადამიანის ორგანიზმის ყოველი უჯრედიდან შესაძლებელია, რომ განვითარდეს სხვა ადამიანი. ადამიანის ყოველი უჯრედი შესაძლოა რომ იქცეს ემბრიონად. რელიგიური ლოგიკით და იმ ლოგიკით, რომლითაც იკრძალება ამგვარი ექსპერიმენტები, მაშინ, ყოველი ფრჩხილების დაჭრისას ან თმის შეჭრისას ვანადგურებთ მილიარდობით ადამიანს?



არგუმენტები ემბრიონის სულის უქონლობის სასარგებლოდ


რაღაც მომენტში, როდესაც იყოფა ზიგოტა მრავალუჯრედად და აყალიბებს ბლასტოცისტას, ის ზოგჯერ იყოფა მთლიანად შუაზე და ორ ბლასტოცისტას აყალიბებს, ამ დროს ხდება სწორედ იდენტური (მსგავსი) ტყუპების დაბადება. ეს ორივე ბლასტოცისტა ცალ-ცალკე განვითარებას აგრძელებს და აყალიბებს ცალ-ცალკე სხეულებს, რომელთა დეენემი, თითის ანაბეჭდიც კი ერთნაირია. ახლა კითხვა ჩნდება სწორედ აქ: რა მოსდის ბლასტოცისტას ამ გაყოფისას? რელიგია ამბობს, რომ მასში სულია, რა მოსდის ამ სულს გაყოფის დროს, ორად იხლიჩება, თუ ორ ადამიანში (ერთნაირ ტყუპებში) ერთი სულია? ერთი სულიდან ორი სული გაგვიხდა ამ გაყოფისას? თუ სული არაა მატერიალური, მაშინ როგორ გაუყო ორ ნაწილად? ამაზე რელიგია დუმს და არანაირ პასუხს არ იძლევა, ყოველ შემთხვევაში, ჭკვიანურს.


თუმცა ტყუპები - ეს ცნობილი და ხშირი ფენომენია. ახლა შედარებით უცნობ და ბევრად საინტერესო ფენომენზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ამ ფენომენს ჰქვია სისხლის ჯგუფობრივი ქიმერიზმი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ადამიანებში სულაც არ არის იშვიათი შემთხვევა. აი საქმე რაშია - ხშირად ხდება ზიგოტების არა გაყოფა, როდესაც წარმოიქმნება ერთი ზიგოტადან ორი ან მეტი ზიგოტა, რომელიც შემდეგ იდენტურ ტყუპებს უდებს სათავეს, არამედ ამის შეტრიალებული, უკუპროცესი, კერძოდ, ორი სხვადასხვა ზიგოტა უერთდება ერთმანეთს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანში არის მეორე, დამოუკიდებელი ადამიანის გენეტიკა სრულად შეთვისებული და ეს ორი სხვადასხვა გენეტიკის ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო ორი სხვადასხვა პიროვნება წესით, რომ არ მომხდარიყო მათი ურთიერთშერწყმა ზიგოტების სტადიაში, ახლა წარმოადგენენ ერთ კონკრეტულ, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სანამ არ ჩაუტარდება გენეტიკური ანალიზი, იქამდე ვერაფრით შეატყობთ, რომ "ქიმერაა". ეს ნიშნავს, რომ მეც, თქვენც, ნებისმიერი ჩვენგანი შესაძლოა იყოს ქიმერა და ამის შესახებ არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდეს.

ეს ფენომენი ჯერ კიდევ 1950-იან წლებში შენიშნეს, როდესაც ერთ ადამიანში სხვადასხვა ჯგუფის სისხლის მოძრაობა შენიშნეს. ამის შემდეგ კვლევები გაგრძელდა მეცნიერების მიერ და დადგინდა სენსაციური რამ, ქიმერიზმი არის ძალიან ხშირი შემთხვევა, ისეთივე სიხშირის, როგორც ტყუპების შემთხვევები. ბევრი ადამიანი ჩვენ გარშემო არის ქიმერა, რომელთა შესახებ ჩვენ ისე დავიხოცებით, რომ ვერც გავიგებთ ამის შესახებ. ქიმერიზმის დროს დაფიქსირებულია ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ქალს ჰყავდა ქმარი, გააჩინეს შვილი, ხოლო გენეტიკური ანალიზის ჩატარების შემდეგ ეს შვილი არ აღმოჩნდა ამ ქალის. გენეტიკური დამთხვევა იყო 0%, ხოლოდ ქმრის შვილი ნამდვილად იყო, არადა ეს ნამდვილად ამ ქალის გაჩენილი ბავშვი იყო. ჩაატარეს ყველა ორგანოს კვლევა, ვინაიდან სწორედ ქიმერიზმზე აიღეს ეჭვი და აღმოჩნდა, რომ ბავშვზე ამ ქალის დედობრიობა დადასტურდა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მიხედვით. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალში იყო შერწყმული თავისი ტყუპის ზიგოტა და ამ ზიგოტამ ჩამოაყალიბა მასში ერთი კონკრეტული ორგანო - ჩიყვი და ზოგიერთი კვერცხუჯრედი. სწორედ ამ "ჩიყვის" (ქალის დის) შვილი აღმოჩნდა ბავშვი. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია, ისეთივე სიხშირის, როგორც ტყუპების შემთხვევაში. ჩნდება კითხვა: ამგვარ "ქიმერებში" ორი სული ცხოვრობს? რელიგია ვერც ამ კითხვას პასუხობს.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიძლება 3 თვემდე აბორტი და არა მას შემდეგ. იმიტომ, რომ სამ თვემდე ნაყოფს არ გააჩნია ტკივილის შეგრძნება ან არის მინიმალური, იმიტომ, რომ არაა ჩამოყალიბებული ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც ტკივილს აღიქვამს. 3 თვემდე ნაყოფი არის ძალიან პატარა, დაახლოებით 28 გრამს იწონის და 8 სანტიმეტრის სიგრძისაა. განვითარებით ჰგავს სხვა ძუძუმწოვრების ნაყოფს. ის რომ ჩაითვალოს ადამიანად, მაშინ ადამიანად უნდა ჩაითვალოს ადამიანის ყველა ცალკეული უჯრედი და სტილისტები (პარიკმახერები) ჩაითვალონ მასობრივ მკვლელებად. ადამიანის ემბრიონი ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როდესაც მასში 3 თვის მერე იწყება პროცესი ცენტრალური ნერვული სისტემის სწრაფი განვითარებისა და ჩამოყალიბების, ანუ როდესაც ადამიანის ტვინი ყალიბდება, იქ ჩნდება ადამიანიც. სწორედ 3 თვის შემდეგ იწყებს ნაყოფი სიზმრების ნახვასაც კი. აი აქ ჩნდება ადამიანი და ამიტომაა აკრძალული ყველა ქვეყანაში ორსულობის 3 თვის გასვლის მერე აბორტის გაკეთება.


3 თვის (12 კვირის) ნაყოფი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
491
7-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
491
  
23 ივნისი, 0:56
მდააა...სულ სხვა კუთხით დავინახე ეს პრობლემა. მედიცინის სფეროში ღრმად ჩახედული არ ვარ,მაგრამ გამიგია, რომ ჩანასახის სისხლით იკურნება ლეიკემიის ზოგიერთი ფორმა. ერთი რამ არ მესმის: აბორტი ლეგალურია ძალიან ბევრ ქვეყანაში და ათასობით ქალი მიმართავს არასასურველი ფეხმძიმობიდან ტავის დაღწევის ამ ხერხს. რატომ არ შეიძლება საკვლევად გამოყენებული იქნას ეს ჩანასახები?
22 ივნისი, 20:15
https://bit.ly/2yBbHYs
22 ივნისი, 17:19
მადლობა ნათია საინტერესო კომენტარია. რეალურად ვერც გაგაკრიტიკებს მგონი ვერავინ ამ პოზიციის გამო. ჯანმრთელ ბავშვებს რომ იშორებენ ეს ძალიან ტეხავს. გეთანხმები, მაგრამ მკვლელობას ვერ დავარქმევ სანამ ეს 3 თვემდე ნაყოფზე კეთდება. :)
22 ივნისი, 16:56
ბრავო სტატიის ავტორს, საოცრად საინტერესო კუთხითაა გაშლილი თემა. თუმცა წმინდად ადამიანური (და არა მეცნიერული და რელიგიური) მხრიდან თუ შევხედავთ, ჩემი აზრით აბორტი გაუმართლებელია, განსაკუთრებით როცა დედა (თუ შეიძლება ამგვარ ადამიანს დედა ვუწოდოთ) თავად იღებს სრულიად ჯანმრთელი ნაყოფის განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას, თუნდაც მხოლოდ სქესის ან სხვა მოსაზრების გამო. რა თქმა უდნა საუბარი არ არის ისეთ შემთხვევაზე, როცა ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ნაყოფი ან როცა თავად ნაყოფი არის არასრულფასოვანი. მოკლედ, ჩემი აზრით, ჯანსაღი ორსულობის დროს აბორტი მორალურად გაუმართლებელია. და კიდევ, ჩემი აზრით, აბორტის შესახებ პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალს ეკისრება და ნებისმიერი თავის მართლება იმით, რომ თითქოს ეს მეუღლემ თუ პარტნიორმა "მოითხოვა", მიუღებელია.
0 1 4