x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
არგენტინელმა წყვილმა 2,5 წელიწადი იმგზავრა მოსკოვამდე,რომ მსოფლიო ჩემპიონატს დასწრებოდა
imageმარიანამ და ტომიმ, რომლებიც შეყვარებულები არიან, 2, 5 წლის წინ სრულიად სპონტანურად გადაწყვიტეს, ემგზავრათ ავტომობილით მსოფლიოს გარშემო, ხოლო საბოლოო პუნქტი მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება, ანუ რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უნდა ყოფილიყო. ისინი ქალაქ მენდოსადან, ჩვეულებრივი, საშუალო ზომის ინდუსტრიული ქალაქიდან არიან, რომელიც პირქუში მთებითააა გარშემორტყმული.

image

წყვილი იხსნებს, რომ ძალიან მხიარული ცხოვრება არ ჰქონდათ. ერთხელ, როცა ძალიან მოწყენილები იყვნენ, გადაწყვიტეს, რაიმე შეეცვალათ ცხოვრებაში და უცებ, სპონტანურად, მოგზაურობა დაგეგმეს. არც ფინანსური შესაძლებლობები უწყობდათ ხელს ამისთვის, მაგრამ მაინც ჩქარ-ჩქარა და სრულიად მოუმზადებლები ტოვებდნენ სახლს, ახლობლებს, სამუშაოს.(მარიანა ფიზიოთერაპევტია, ტომი შეფ - მზარეული)

2016 წლის სექტებერში ჩაყარეს ბარგი ავტომობილში და ბრაზილიისკენ გასწიეს, ჯერ მხოლოდ ორნი მოგზაურობდნენ, მალე შეემეტათ მესამე წევრი - პიტბული, სახელად დრაკო.


მთელი ლათინური ამერიკა მოიარეს. მათ კოლუმბიაში ავტომობილი პანამის არხით გადააგზავნეს, თვითონ თვითმფრინავით სურდათ გადაფრენა, მაგრამ გაირკვა, რომ ასე ძაღლს ვერ გადააფრენდნენ.. ამის შემდეგ პატარა სატვირთო გემით იმგზავრეს, აქვე დაატყდათ პირველი განსაცდელი - გემი შტორმში მოყვა დაიმსხვრა. ნაპირზე სამაშველო ნავებით გასვლამ მოუწიათ.
image


პანამიდან წყვილი მექსიკაში გადავიდა, იქიდან კი ევროპაში გადაფრინდნენ. სანამ მოსკოვში ჩავიდოდნენ, მათ იმოგზაურეს ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში. როდესაც მოსკოვში ჩავიდნენ, ფული საერთოდ არ ჰქონდათ, (არც მანამდე ჰქონდათ), ამიტომ, როდესაც რომელიმე ქვეყნაში ჩერდებოდნენ, დროებით სამუშაოს ასრულებდნენ.

image

ფულთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ ბრაზილიაში შეექმნათ, იძულებულები იყვნენ, მექსიკაში 10 თვე დარჩენილიყვნენ, რომ ემუშავათ და ფული გამოემუშავებინათ; ბელგიაში 40 დღე მოუწიათ ყოფნამ, ასრულებდნენ ნებისმიერ სამუშაოს, უმეტესად მანქანაში იძინებდნენ. რა თქმა უნდა, მარიანა და ტომი იხსენებენ იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც დახმარების ხელს უწვდიდნენ საკვების თუ ფულის სახით, ხშირად სრულიად უფასოდ, ღამის გასათევ ადგილსაც აძლევდნენ. ისინი სიხარულით აღნიშნავენ, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მსოფლიოში ამდენი კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანი თუ არსებობდა.

image

ამჟამად წყვილი რუსეთშია. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მარიანა და ტომი გაჩერებას არ აპირებენ. მათი შემდეგი მარშრუტი ჩინეთი, ტაივანი, ვიეტნამი და ლაოსია.

image







0
180
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0