x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პოპულარული წამლების მოულოდნელი და სერიოზული გვერდითი მოვლენები
პრაქტიკულად, სახლში ყველას აქვს საოჯახო აფთიაქი, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ნაკლებად ფიქრობს გვერდით მოვლენებზე, როდესაც მორიგ აბს სვამს.

გვერდითი მოვლენა კი ყველა წამალს აქვს, ასპირინსაც კი, რომელიც ძალიან პოპულარულია.

სწორედ ყველაზე პოპულარული წამლების გვერდით მოვლენებზე გიამბობთ ამ სტატიაში.


ასპირინი

imageასპირინი ჩალურჯებებს იწვევს. მისი ზემოქმედებით სისხლი თხელდება. ასპირინი სისხლის მიმოქცევაზე ახდენს გავლენას და ამ დროს უმნიშვნელო ტრავმაც კი ჩალურჯებებს იწვევს კანზე.


ვიაგრა


imageგამოირჩევა ისეთი გვერდითი მოვლენით, როგორიცაა ფერების ცუდი გარჩევადობა. მართალია ეს გვერდითი მოვლენა იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება განვითარდეს. მისი განვითარების რისკი იზრდება მაშინ, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც აღინიშნება, მაგალითად ისეთი, როგორიცაა დიაბეტი და ჰიპერტონია.


პრედნიზოლონი

imageმეიოს კლინიკის მონაცემებით, პრედნიზოლონი, ზოგადი სტეროიდული პრეპარატი, რომელიც ასთმით დაწყებული - პოდაგრით დამთავრებული, უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ბავშვებში სიმაღლეში ზრდის შეფერხებას იწვევს.


იბუპროფენი

imageიშვიათ შემთხვევებში იბუპროფენის მიღებისას შესაძლოა სტივენს-ჯონსონის სინდრომი განვითარდეს. ეს არის მწვავე ტოქსიკურ-ალერგიული დაავადება, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსზე ანთებას და წვას იწვევს.


პენიცილინი

imageპენიცილინი -პირველი ანტიბიოტიკია, რომლის გვერდითი მოვლენაა ჰალუცინაციები. ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა ისეთი რამ იგრძნოს, დაინახოს ან გაიგოს, რასაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.


ტესტოსტერონი

imageმამაკაცის სასქესო ჰორმონს კუნთოვანი მასის გასაზრდელად იყენებენ, მაგრამ ის უარყოფით ზეგავლენას ახდენს გამრავლების ფუნქციაზე. ამას ჰორმონის ხელოვნურად შეყვანა იწვევს ორგანიზმში. ამ დროს ტვინი ფიქრობს, რომ თავად ორგანიზმს ამ ჰორმონის სინთეზი აღარ სჭირდება, რადგან ისედაც საკმარისი რაოდენობით აქვს და სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება.


ნაპროქსენი

imageნაპროქსენი შაკიკის საწინააღმდეგო ცნობილი პრეპარატი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელმაც შესაძლოა ტუჩების და ფრჩხილების გალურჯება გამოიწვიოს.



ინტერფერონი

imageარსებობს ცნობები, რომ პაციენტები სრულიად კარგავენ სუნის შეგრძნებას ამ წამლის მიღებისას. აღწერილია ერთი პაციენტის შემთხვევა, რომელიც მკურნალობის დასრულებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი ვერ გრძნობდა სუნს.


პროზაკი

imageპროზაკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანტიდეპრესანტია, რომელიც ისეთ ძლიერ წყურვილს იწვევს, რომ მისი დათრგუნვა შეუძლებელია. რატომ ხდება ასე, ამის ახსნა ფსიქოთერაპევტებს უჭირთ.


0
315
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0