x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
მაფიოზური სინდიკატი.. მთავრობაში- გურამ ქართველიშვილი

image
"სომხეთი აღარ მალავს საქართველოსადმი მტრულ თამაშებს და აშკარად უპირისპირდება აფხაზეთში ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას. ჩვენი მთავრობა კი დუმს და ამ საგანგაშო ტენდენციაზე თვალს ხუჭავს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ივანიშვილის მიერ მთავრობაში მოყვანილი კოჰაბიტირებული მაფიოზური სინდიკატი დიდი ხანია არავითარ ინტერესს აღარ იჩენს ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო პრობლემების მიმართ. ის ამ ქვეყანაში ლგბტ ჯგუფების და მუსულმანი მიგრანტების ინტერესების დამცველად უფროა ქცეული, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოებრივი ფასეულობების ქომაგად. სახეზეა ჯერ არნახული მმართველობითი კრიზისი, რადგან სახელმწიფოებრივად აუცილებელ საკითხებს ხელისუფლება აღარ უძღვება. ჩვენ თვალწინ თამაშდება ქვეყნის გასხვისების და სახელმწიფო ღალატის მაგალითები, რასაც დიდი მცდელობის მიუხედავად ვეღარ ნიღბავს ტელემედია, მარტივი მიზეზის გამო: იმდენად აშკარაა მთავრობის უნიათო და კორუფციული თამაშები, რომ ასეთი სიყალბის შეფუთვა უმზაკვრეს პოლიტსცენარისტებსაც უჭირთ... თუ დროზე ადრე არ ჩამოცილდება მმართველობას ანტიქართული კოჰაბიტირებული სინდიკატი, ქვეყნის დაღუპვა გარდაუვალია და შესაძლებელია შეუქცევადი ქაოსი...- გურამ ქართველიშვილი

0
312
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0