x
image
თორ ნიკე
Mediator image
მარსის ტერაფორმირება ანუ გარდაქმნა საცხოვრებლად ვარგის პლანეტად
მარსი


ადამიანი არის პროდუქტი დედამიწაზე განხორციელებული 4-მილიარდწლიანი ევოლუციის ურთულესი პროცესისა. ადამიანი ენათესავება ყოველ ცოცხალ არსებას, რომელსაც ოდესმე უარსებია ან რომელიც დღეს არსებობს. ტრილიონობით ტრილიონი (და ეს რიცხვი აყვანილი მემილიონედ ხარისხში) ცოცხალი არსების ევოლუცია გახდა საჭირო 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწაზე, რომ ბოლოს, დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ დედამიწას "გამოეყვანა" დიდი წვალებით და ვაებით ისეთი არსება, რომელიც იმდენად მაღალ დონეზე იაზროვნებდა, რომ შეძლებდა დიდი ცივილიზაციის შექმნას.


ჰომინიდების ევოლუციის შედეგად 3 მილიონი წლის წინ დაიბადა პირველი ჰომო ანუ ადამიანი და დღეს მეცნიერებმა მას უწოდეს ჰომო ჰაბილის, რაც ნიშნავს მარჯვე ადამიანს, ამ ადამიანისგან შემდგომ ჩამოყალიბდა 2 მილიონი წლის წინ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანთა სახეობა, რომელიც საქართველოშიც ცხოვრობდნენ და ჰომო გეორგიკუსებად იწოდებიან, ჰომო ერექტუსები ზეზვა და მზია, რომლებმაც შემდგომ სათავე დაუდეს 700 ათასი წლის წინ ნეანდერტალელებსა და 400 ათასი წლის წინ ჰომო საპიენსებს ანუ ჩვენ. ახლა კი ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ჩვენმა წინამორბედმა 200 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იფიქრა, იწვალა, იღვაწა, აშენა, იომა, ანგრია, კლავ აღადგინა, ოფლი და სისხლი ღვარა და ბოლოს და ბოლოს, მივედით ცივილიზაციის ისეთ მწვარვალებამდე, როდესაც შეგვიძლია და აუცილებელიც კია, რომ დავაღწიოთ თავი ამ პლანეტას, რომელიც ჩვენი სახლია და ჩვენი დედაა, თუმცა კაცობრიობა აღარაა ბავშვი, უკვე მიაღწია ზრდასრულობას, მუდამ ვერ იქნება მშობელზე დამოკიდებული. ზოგიერთმა ჩვენგანმა უნდა მიატოვოს იგი და გადასახლდეს სხვა პლანეტებზე ან თანამგზავრებზე. ამისთვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მარსი, ეს საუკეთესო ვარიანტია დაწყებისთვის. რატომაა საჭირო, რომ ადამიანი დედამიწიდან მარსზე გადავიდეს საცხოვრებლად? იმიტომ რომ ადამიანი ზედმეტად ძვირფასი არსებაა იმისთვის, რომ "კვერცხები მხოლოდ ერთ ბუდეში დადოს". იმიტომ რომ ეს ბუდე არის ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. დედამიწაზე შესაძლოა ბევრი ისეთი რამ მოხდეს, რაც გაანადგურებს ან უკიდურესად დაბალ დონეზე დასცემს ცივილიზაციას ან შესაძლოა მთელ კაცობრიობასაც კი. სამყაროში ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი მაღალგანვითარებული ინტელექტის გადარჩენის გარანტიების გასაზრდელად საჭიროა ადამიანები ცხოვრობდნენ რამდენიმე პლანეტაზე და პირველ რიგში, მარსზე და იუპიტერის მთვარე -"ევროპაზე".


შესაძლოა მარსზე გადასახლება ძალიან კარგი იდეაა, და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს ურთულესი საქმეც გახლავთ. უპირველესად ყოვლისა გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტი: მარსს არ გააჩნია მაგნიტური ველი. ის მან 4.2 მილიარდი წლის წინ დაკარგა. თუ რა იყო ამის მიზეზი, ეს ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. მანამდე მარსს წყალიც ჰქონდა, ოკეანეც კი. დიდი ალბათობით მასზე სიცოცხლეც ჰყვაოდა. ვინაიდან მას ჰქონდა წყალი და ასევე ჰქონდა მაგნიტური ველი, ამის გამო მას გააჩნდა სქელი ატმოსფერო, როგორც დღეს დედამიწას აქვს. მაგნიტური ველი უზრუნველყოფდა, რომ მარსს ზედაპირიდან აორთქლებული წყალი არ დაეკარგა. როდესაც მარსმა დაკარგა მაგნიტური ველი, მან დაიწყო წყლის დაკარგვაც. წყალი ორთქლდებოდა და ადიოდა უფრო და უფრო მაღლა, სცდებოდა პლანეტის მიზიდულობის სივრცეს და გადიოდა კოსმოსში. ასე დაიწყო მარსის ოკეანეების ამოშრობა და ეს პროცესი ბოლომდე მივიდა 3.5 მილიარდი წლის წინ. მარსი მოკვდა.



მარსი 4 მილიარდი წლის წინ


ჩვენ რაც ახლა ძალიან გვინდა და ძალიან გვჭირდება, ეს არის მისი რეანიმაცია, კვლავ გაცოცხლება. მას როგორმე უნდა დავუბრუნოთ მაგნიტური ველი. საქმე ისაა, რომ 4.2 მილიარდი წლის წინ დაწყებული პროცესი წყლის კარგვისა, 3.5 მილიარდი წლის წინ მხოლოდ ნაწილობრივ მივიდა ბოლომდე. წყლის საკმაოდ დიდი ნაწილი დღემდე შემორჩენილია როგორც მარსის პოლუსებზე ყინულის სახით, როგორც დედამიწაზე ანტარქტიდაა, ასევე დიდი ალბათობით წყლის საკმაო რესურსი არის მარსის ზედაპირის ქვეშაც. ჩვენ სხვადასხვა მეთოდით დღესვე შეგვიძლია ამ წყლების დადნობა, მაგრამ ეს არანაირად არ გვაწყობს, ვინაიდან სანამ არ აღდგება მარსის მაგნიტური ველი, ეს დამდნარი წყლები მზის სხივების მოქმედებით და მზის ქარების მოქმედებით კვლავ აორთქლდება და მარსი ამ თავდაპირველთან შედარებით ბევრად მცირე რაოდენობის წყალსაც დაკარგავს რაც აქამდე ძლივს შერჩენია.


მარსის ტერაფორმირება ანუ გარდაქმნა საცხოვრებლად ვარგის პლანეტად


ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია მარსს დავუბრუნოთ 4.2 მილიარდი წლის წინ უცნობი მიზეზებით დაკარგული მაგნიტური ველი? ამდენი მილიარდი წლის გასვლის შემდეგაც კი ყოველ წამს მარსი დღემდე კარგავს თავისი ძალიან თხელი ატმოსფეროს 1 კილოგრამს, მაგრამ პლანეტაზე კვლავ ძალიან დიდი რაოდენობის აირებია, ჩვენ რომ შევძლოთ მათი გამოთავისუფლება მარსის წიაღიდან, ის შექმნიდან ერთის მხრივ სათბურის ეფექტს, რაც ძალიან კარგია, ვინაიდან მარსი საკმაოდ ცივი პლანეტაა და ადამიანისთვის ასეთი სიცივე სიცოცხლესთან შეუთავსებელია და მეორეს მხრივ ეს იქნებოდა ძალიან კარგი დამცავი მზისგან მომავალი რადიაციისგან, რაც ასევე სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს მაღალი დოზებით. ერთადერთი რაც გასაკეთებელია იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ აირების კარგვა პლანეტის ატმოსფეროდან არის ის, რომ როგორმე შევაჩეროთ მზის ქარები, რომელიც მარსისკენ ყოველთვის მოდის მზიდან. ეს პრობლემაც რომ მოვხსნათ, შემდგომი პრობლემა იქნება მარსის შედარებით სუსტი გრავიტაცია და მისი ახლადრეანიმირებული ატმოსფეროს მზის სხივებთან ურთიერთქმედება. ამ დროს ხდება პროცესი სახელად ფოტოიონიზაცია - ატომები და მოლეკულები ატმოსფეროს ყველაზე ზედა შრეებში მზის სხივებთან ურთიერთქმედებისას შთანთქავენ მათგან ენერგიას და პლანეტას უფრო მეტად შორდებიან. ბევრი მათგანი იმდენ ენერგიას ირებს, რომ მთლიანად თავისუფლდება მარსის გრავიტაციისგან და კოსმოსში გადის.


მარსის ტერაფორმირება ანუ გარდაქმნა საცხოვრებლად ვარგის პლანეტად


აქედან გამომდინარე, ჩასატარებელია ზუსტი გამოთვლები, თუ ზუსტად რამხელა გრავიტაციული ველის შექმნა გვჭირდება მარსისთვის, დასადგენია და განსასაზღვრია გზები თუ როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ნასას და არა მხოლოდ ნასას მეცნიერები ამბობენ, რომ ეს სულაც არაა შეუძლებელი და არის გაკეთებადი რამ. საბოლოო ჯამში უნდა ვიცოდეთ, რომ დადგება დრო, როდესაც დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში მზე იმდენად გადიდდება და გააქტიურდება, რომ საჭირო გახდება დედამიწის დამცავი ფარის შექმნა კოსმოსში, რომელიც იქნება მზის სხივების და გავლენების შემამცირებელი პლანეტა დედამიწაზე, რომ ჩვენს პლანეტასაც იგივე არ დაემართოს, რაც ვენერას დაემართა და გადახურებულ ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს. ერთი რამ ნათელია - თუ ადამიანს უნდა რომ გადარჩეს და ამით გადააარჩინოს სამყაროში უმაღლესი ინტელექტი, რასაც თავად წარმოადგენს, მაშინ საჭიროა ჩვენი 5 მილიარდი წლის დედა პლანეტის დატოვება და კოსმოსის უკიდეგანო სივრცეების და ახალი პლანეტების ათვისება, სადაც ჩვენი სახეობა თავის მხრივ, განვითარების სრულიად ახალ საფეხურებს მიაღწევს.


მარსის ტერაფორმირება ანუ გარდაქმნა საცხოვრებლად ვარგის პლანეტად



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


7
386
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
386
  
2018, 16 ივნისი, 20:23
ძალიან საინტერესოა სტატიაც და კომენტარებიც! მაგრამ, მარს რამე რომ ეშველოს კიდეც და მართლაც შესაძლებელი გახდეს მასზე ცხოვრება, იქ გადასახლება ადვილი არ იქნება. დღევანდელი კოსმოსური ხომალდით, იქ ჩასასვლელად 8 თვე არის საჭირო. აღარაფერს ვამბობ კოსმოსური ხომალდების ღირებულებაზე. ჯერ მარტო სტარტი ანუ ხომალდის კოსმოსში გაშვება - 2 მლრდ. დოლარზე მეტი ჯდება.
20 მილიონი ღირს კოსმოსური ტურისტის ბილეთი. ამ ტურის ფარგლებში, 5-ჯერ შემოგატარებენ დედამიწის ირგვლივ და უკან ჩამოგიყვანენ. და მარსამდე ბილეთი რა ეღირება?
2018, 16 ივნისი, 14:28
ზურაბ, ისე კარგი იქნება კომენტარების დალაიქების ფუნქცია რომ დაუმატონ ამ საიტს და კიდევ ის იქნება კარგი თუ საიტის ყველაზე პოპულარულ სტატიებში მართლა საინტერესო სტატიებს დადებენ ხოლმე :))) ვი ნიდ ე რეფორმეიშნ :დ
2018, 16 ივნისი, 13:26
ძალიან საინტერესო თეორიაა.კაცობრიობა უნდა გადანაწილდეს სხვადასხვა პლანეტაზე,ეს გარდაუვალია.
2018, 16 ივნისი, 9:43
დედამიწას ძალიან ბევრი საფრთხე ემუქრება, ისეთ ქვეყნებს აქვტ ატომური ბომბი რა მოუფრენთ თავში ამ ტერორისტებს, როგორიცაა მაგალითად პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა და კიდევ ვინ იცის ვის რა აქვს, ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ სხვაგანაც, რომ თუ რამე მოხდება აქ და ცივილიზაცია დაინგრევა და საკუთარ თავს გავანადგურებთ, კი მაინც იყოს ვინმე დედამიწის გარეტ, რომელი დაელოდება ერთი საუკუნის განმავლობაში სანამ რადიაცია არ დაცხრება და შემდეგ ჩამოვა და აღადგენს ცივილიზაციას. გადარჩენის შანსები ჩვენი სახეობის ძალიან გაიზრდება თუ რამდენიმე პლანეტაზე ვიცხოვრებთ. თუ არადა გადაშენება გვიწერია, იმიტომ რომ რასაც კი უცხორია დღემდე პლანეტაზე ყველა სახეობის 99,99% უკვე გადაშენებულია. დიდი ალბათობით ჩვენც ეგრე მოგვივა. ამას ამბობს ყველა დიდი მეცნიერი მათ შორის აწ გარდაცვლილი სტეფან ჰოკინგი :)
2018, 16 ივნისი, 9:37
და რაში გვჭირდება ეს ყველაფერი? ვერ ვეტევით დედამიწაზე? რამდენი აუთვისებელი და ხრიოკი ადგილია ჩვენ პლანეტაზე..არ ჯობია ეს ადგილები ავითვისოთ და გამოვიყენოთ? დედამიწას მოვუაროთ და დავახარჯოთ ეს სახსრები, უკეთესი არ იქნებოდა? მარსის ათვისება ალბათ ამბიციების გამო უფრო გვინდა, ვიდრე გამოყენების თვალსაზრისით.
2018, 16 ივნისი, 9:32
მეც ეგრე ვფიქრობ მანჩო. თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა, რომ ვიცხოვროთ მარსზე, მთვარეზე ან ჩვენი მზის სისტემის ნებისმიერ პლანეტზე ან მათ თანამგზავრზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხერხდება მათი ზედაპირის ქვეშ, მიწისქვეშა ქალაქების შექმნით, მათი ზედაპირისადმი დალუქვით, რომ ზედაპირიდან არ შემოვიდეს რადიაცია ქალაქში და უნდა მოხდეს დაბლა რამდენიმე ასეული მეცნიერისთვის სამყოფი ინფრასტრუქტურის და ეკოსისტემის შექმნა. და ეს 500 მეცნიერი ვთქვათ, ქალები და კაცები არ უნდა გამრავლდნენ მეტად. სულ პოპულაციის რიცხვი უნდა იყოს 500 ადამიანი, მეტი არა. თუ მოკვდება ვინმე და რამდენიც მოკვდება აი იმ შემთხვევაში ექნებათ ბავშვის დაბადების ნება. და კიდევ ზალიან ბევრი რამეა რა.. მთელი წიგნის დაწერა შემიძლია მაგაზე :დდ იქ კიდევ უნდა გაკეთდეს აუზი, სადაც გაადნობენ წყალს, გაფილტრავენ, დაამუშავებენ შესაბამისად და გამოიყენებენ მხოლოდ ამის შემდეგ სასმელად. მიწის ქვეშაც პლანეტებზე და მთვარეებზე არის ძალიან ბევრი წყალი და გადმოქაჩვა უნდა მოხდეს რეზერვუარებში მაგ წყლების. თან მიწისქვეშა წყლები არ არის რადიაციისგან დაბინძურებული. აუცილებლად ამ ხალხს გვერდში უნდა ჰყავდეს დამხმარე რობოტები, რომლებსაც თვითონ შეეძლებათ საკუთარი თავის შეკეთება და ჰქონდეთ დაახლოებით ადამიანის მსგავსი ან მეტი ინტელექტი. ეს მაქსიმუმ ამ საუკუნის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ეს რობოტები შეიძლება პირველ მაცხოვრებლებად გაიგზავნონ იქ და ის გავაკეთებინოთ და ის ავაშენებინოთ იქ რაც მოგვინდება რეალურად. განუხორციელებელი ეს ეხლა ჩანს თორემ ცოტა ხანში აღარ იქნება ასე :))
2018, 16 ივნისი, 0:04
ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს განუხორციელებელი იდეაა.
0 1 7