x
image
ნათია ჩხობაძე
პირველადი დახმარების საშუალებები-აი, რაუნდა გქონდეთ სახლში
არასდროს იცით წინასწარ, რა დროს რა წამალი დაგჭირდებათ, ამიტომ უნდა იყოთ ყოველთვის მზად!
პირველადი დახმარება ყოველთვის საჭიროებს სისწრაფეს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. სტატისტიკის მიხედვით, 91% ინტოკსიკაციის ხდება სახლში, ხოლო სასწრაფო დახმარება, ყოველთვის სწრაფი ვერ იქნება.

მოგაწვდით პირველადი დახმარების გასაწევად აუცილებელი წამლების სიას, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში დაგეხმარებათ.


ტრავმის დროს
image

ქლორექსიდინი ფართოდ გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტივირუსული საშუალება. ის გამოიყენება ჭრილობების, დამწვრობის, მწერების ნაკბენების და ა.შ. დასამუშავებლად. უსაფრთხოა ლორწოვანი გარსის გამოყენებისათვის(იშვიათად). ზოგადად, ნამდვილი მაშველია.


წყალბადის პეროქსიდი 3%იანი - გამოიყენება მცირე სისხლდენისა და ჭრილობის სამკურნალოდ - მექანიკური სარეცხი საშუალებაა და ასევე გამოიყენება სისხლდენის შეჩერების მიზნით.

პანთენოლი -გამოიყენება დამწვრობების სამკურნალოდ, ასევე არის ჭრილობის შესახორცებელი საშუალება. დამწვარი ნაწილი 10 წუთის განმავლობაში უნდა იყოს წყლის ქვეშ, ხოლო შემდეგ გამოიყენეთ პანთენოლი. შეფუთეთ პოლიეთენის ლენტით და გადაიყვანეთ დაშავებული საავადმყოფოში.

სახლში უნდა გქონდეთ : ბინტი, ბამბა, ერთჯერადი ხელთათმანები, ჭრილობის შესახვევი საშუალება და დასამუშავებელი ხსნარი.

ბაქტერიცინის მალამო - ჭრილობების სწრაფად მოსაშუშებლად (იოდისა და ბრილიანტის მწვანე ხსნარის ნაცვლად).

ინტოკსიკაციის და ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს....


image

პანკრეატინი - გამოიყენება ზედმეტი საკვების მიღების დროს დისკომფორტის წარმოქნისას (გადაძღომა).

პოლისორბი - გამოიყენება მავნე ნივთიერებების გამოსადევნად ორგანიზმიდან. შეუძლია მიიღოს ბავშვებმაც და ორსულებმაც.

ალერგიის დროსimage

ოქსიმეტაზოლინის ცხვირის წვეთები - ხსნის სასუნთქი გზების შეშუპებას და აადვილებს სუნთქვას. კარგი საშუალებაა ალერგიისა და გაცივების დროს.

ლორატადინი- ანტიჰისტამინური საშუალება, რომელსაც არ გააჩნია უკუჩვენებები.


ტკივილის, სპაზმისა და სტრესის დროს

image



ტონომეტრი - ეს მოწყობილობა უნდა ჰქონდეს ჯანმრთელ ადამიანსაც კი. სპაზმებისა და თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ ტაბლეტების მიღებამდე, გაიზომეთ წნევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ხართ ტემპერატურის ცვლილებებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მგრძნობიარე.

ასპირინი - შეგიძლიათ მიიღოთ თავის, კუნთების, სახსრების, კბილის და მენსტრუალური ტკივილის დროს.

ვალერიანის წვეთები - სპაზმისა და თავის ტკვილის დროსაც ეფექტურია.

კაპტოპრილი -აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში ჰიპერტონიის კრიზისის დროს.


ხველებისა და ყელის ტკივილის საშუალებები
imageჰექსეტიდინი -
გამოიყენება ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს. უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც თქვენ იგრძნობთ ყელის ტკივილს.

ალთეს(ტუხტის)რთული სიროფი-გამოიყენება მშრალი და სველი ხველის დროს.

ლიზოციმი- გამოიყენება ყურების, ყელის და ცხვირის სამკურნალოდ.


ტემპერატურის დროს

image

თერმომეტრი - ტემპერატურის გაზომა აუცილებელია გაცივების პირველი სიმპტომების დროს.

პარაცეტამოლი - პირველი საშუალებაა მაღალი ტემპერატურის დროს. მთავარია, წამალი დავლიოთ მაშინ, როცა ტემპერატურა სცდება 38 °С-ს. სხვა შემთხვევაში იმკურნალეთ წამლის გარეშე.

ინტერფერონი - როცა გავრცელებულია ვირუსები, მიიღეთ ეს საშუალება და თქვენ არაფერი დაგემართებათ.
















0
440
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0