x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ექიმების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბლაგვი საგნით გულმკერდის და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული

image

ექიმების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბლაგვი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის დაჭრილ მდგომარეობაში სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მოკვლის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამავე სოფლის მკვიდრმა მოკლა.
ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცხედარს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება.

1
30
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
30
  
2018, 15 ივნისი, 18:24
ტაბელური იარაღი არ ჰქონდა მიეცხრილა ეგრევე, დასკვნა საოცარია: ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები.
ბლაგვი თუ იყო როგორ დაჭრა სასიკვდილოდ ადამიანი?
0 1 1