x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
გიორგი კვირიკაშვილის წარსული და ოჯახი - რა გზა გაიარა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა?

image

გიორგი კვირიკაშვილი დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს, თბილისში. დაამთავრა "კომაროვის" სკოლა. შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც 1992 წელს დაამთავრა, თუმცა მედიცინისადმი ინტერესი გაუნელდა, ამიტომ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1995 წელს დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ილინოისის უნივერსიტეტში, სადაც 1998 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო ფინანსებში.

image

1993-1996წწ. იყო "გაერთიანებული ქართული ბანკის" კრედიტივების ოფიცერი, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. "ექსპორტ-იმპორტ" ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; 1998-1999წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკი", ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; 1999 წელს სახელმწიფო კანცელარია - ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2000 წელს გამოეყო მოქალაქეთა კავშირს სხვა ადამიანების ჯგუფთან ერთად და იყო გახდა ფრაქცია " ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2001-2002 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიჰყავდა კორპორატიული ფინანსების სალექციო კურსი. 2004-2006წწ. იყო პირველი კომერციული ბანკის, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 2006-2011წწ. ბანკი "ქართუ"-ს გენერალური დირექტორი; 2012-2015წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, ვიცე-პრემიერი 2013-2015 წლებში; 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

image

რაც შეეხება ოჯახს, მე­უღ­ლე, მაია (მაკა) ცი­ნა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია. ერ­თმა­ნე­თი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნეს, ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ. 1990 წელს და­ქორ­წინ­დნენ. მათ ოთხი შვი­ლი ჰყავთ - ანა, ნინო, გი­ორ­გი და ნი­კო­ლოზ კვი­რი­კაშ­ვი­ლე­ბი. მის მე­უღ­ლეს არა­სო­დეს უმუ­შა­ვია და მთელ დროს შვი­ლე­ბის აღ­ზრდას ახარ­ჯავს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს. იგი ხში­რად არის და­კა­ვე­ბუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბით, მაგ­რამ ამის აფი­ში­რე­ბას ერი­დე­ბა. ხში­რად სტუმ­რობს მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვთა სახ­ლებს.

imageგიორგი კვირიკაშვილი უფროს ვაჟთან ერთად

2
139
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
139
  
2018, 15 ივნისი, 6:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 ივნისი, 0:21
რა საოცრად წავიდააა. ეხ გიო გიო არა და თითქოს გუშინ იყო რო იძახდი 4 წელი არსად წასვლას არ ვაპირებ დიადი საქმეები მააქვს საკეთებელიო. არა და ვინ გეკითხებოდა ან მოსვლას ან წასვლას. ისე დღესაც ჩამესმის ვითომ პრემიერის პოსტზე დამტკიცებისას ვითომ პარლამენტში ვითომ დეპუტატს რომ აგინე. დაისვენე გიო ოჯახში მშვიდად. შეირგე დაც ხელფასი და პრემიერ დანამატები გააქვს აღებული.
0 1 2