x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც 4 წლის ბავშვი მოკლეს, პოლიციამ ნაგვის ურნიდან დანა და ზეწრები ამოიღო

image

ბინის მესაკუთრე, რომელმაც უცხოეთის მოქალაქეებს ბინა მიაქირავა, აცხადებს, რომ 4 წლის ბავშვის მკვლელობის დეტალები არ იცის. ბინის მესაკუთრის თქმით, შემთხვევა ღამის 12 საათზე მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მისი თქმით, ბინა ორ ქალს 1 თვის წინ მიაქირავა.
"1 თვის წინ ჩემთან მოვიდნენ, სახლის დაქირავება უნდოდათ. ბავშვი საერთოდ არ მინახავს. ერთი თვეა აქ ცხოვრობენ და ბავშვის ხმა არ გამიგია. ჩემთან კონტაქტი არ ჰქონდათ", - აცხადებს ბინის მესაკუთრე თამარ დიასამიძე.
რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დანა და ზეწრები ნაგვის ურნიდან ამოიღეს.
"ორი ქალი იყო, ალბათ იჩხუბეს. პოლიციამ ნაგვის ურნიდან დანა და ზეწრები ამოიღო", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაჰბარდა.

0
231
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0