x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
" ახლა გინდა გადადექი, გინდა არა. ხალხი გამოგიტანს განაჩენს" - "კვირიკაშვილი გადაყვა ყაჩაღ- ბანკირ ხაზარაძესთან ძმაკაცობას" - ჟურნალისტების ფეისბუქსტატუსები

imageორი დღეც ვერ გასტანა დახურულ კარს მიღმა პარტია " ქართული ოცნების" მიერ გამართული დახურული და გასამხედროებული მოლაპარაკებების გაუმჟღავნებლობამ. ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ და მისი სტატუსიდან ნათელი ხდება, რაოდენ განრისხებული და გაბრაზებული ყოფილა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედ და ახლა უკვე ყოფილ პრემიერზე.

აი, რას წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: - "

- შენ ხარ უთავმოყვარეო კაცი. სამი თვეა, იტყუები - დღეს გადავდგები, ხვალ
გადავდგები;
- ამ აქციების და ამ არეულობების უკან იდექით შენ და მამუკა ხაზარაძე;
- გაანადგურეთ და გააჩანაგეთ ქვეყანა;
- გგონია, არ ვიცი, რომ მიზანმიმართულად მავნებლობდი?
- პროექტები კი არ განაღვლებს შენ - მხოლოდ საკუთარი ჯიბე. მანახვე ერთი ადამიანი, ვისთვისაც რაიმე გაგიკეთებია;
- ახლა გინდა გადადექი, გინდა არა. ხალხი გამოგიტანს განაჩენს;
- ამასთან საუბარს აზრი არ აქვს;
(ძალიან მსუბუქი ციტატები, რაც გუშინ ივანიშვილმა კვირიკაშვილს “აკადრა”.
პირზე დააყენა მინისტრები).
კვირიკაშვილი:- ასე მწარედ ნუ მეუბნებით ბატონო ბიძინა;
- არ გადავდგები, პროექტები მაქვს დასამთავრებელი;
- მე შემეძლო მეთხოვა და დარეკავდნენ თქვენთან აშშ-დან, მაგრამ არ გამიკეთებია ეს.

- ნუ მანადგურებთ ბატონო ბიძინა;

ქუმსიშვილს რა უქნეს, მაგას არ ვიტყვი.

ისე, ენძელას წინაშე გაშავებული პრემიერი მაგარი სირობაა".

ჟურნალისტის აღნიშნულმა სტატუსმა ასამდე მოწონება და 54 გაზიარება მიიღო, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ატრიალებდა სრულიად სოციალური მედია. სად არ ნახავდით გოჩა მირცხულავავს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს.
კომენტარები
სხვა 36 კომენტარის ნახვა
ელისო კილაძე ფრთხილად იყვნენ-ციხეში არ ამოყონ თავი
imageექსპრემიერს მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავდა და მომხრეც, მაგრამ ბოლო დროს მის მიერ გატარებულმა ანაკლიის პორტის პროექტმა განსხვავებული მოსარებები გააჩინა გიორგი კვირიკაშვილის გარშემო. ამის შესახებ გაზეთ "ასავალ–დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა აქვეყნებს ფეისბუქსტატუსს. აი, რას წერს ჟურნალისტი ყოფილ პრეიერზე: - "

"კვირიკაშვილი გადაჰყვა ყაჩაღ-ბანკირ ხაზარაძესთან ძმაკაცობას და ანაკლიის პორტის აფერას, რის შესახებაც არაერთხელ დავწერეთ “ასავალ-დასავალში.'' მადლობა თქვას, რომ მხოლოდ თანამდებობიდან გაშვებას დააჯერეს, რაც შეეხება მის ძმაკაც ხაზარაძეს, შესაძლოა, მალე პროკურატურის კითხვებზე მოუწიოს პასუხების გაცემამ და ვინძლო, ვირის აბანოშიც გამოუწერონ საგზური. სწორედ ამ საფრთხის გამო, კვირიკაშვილი-ხაზარაძის დაჯგუფება უახლოეს მომავალში პოლიტიკური ოპოზიციის სახით მოგვევლინება და ღიად დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, რათა შემდეგ სამართლებრივი პროცესი, რაც შეიძლება მათ მიმართ წარიმართოს, “პოლიტიკურ დევნად" გამოაცხადონ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ორშაბათს “ასავალ-დასავალის“ ახალ ნომერში მოგიყვებით."

3
839
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
839
  
16 ივნისი, 20:26
პს-ში იქნება ცხრაზეო
15 ივნისი, 10:03
მდააა...საქმე უფრო რთულად ყოფილა,ვიდრე მეგონა...ჩემო გოჩა,შენ საიდან მოიტანე ასე დეტალურად ეს ამბები?
15 ივნისი, 9:54
ასავალ-დასავალი არის მედიის სირცხვილი!!!!
0 1 3