x
მეტი
  • 13.11.2018
  • სტატია:82693
  • ვიდეო:334242
  • სურათი:440280
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი საავადმყოფოდან პოლიციაში გადაიყვანეს

image

მამაკაცი, რომელიც ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მას მკვლელობის ბრალდებით დააკავებენ. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო ეჭვმიტანილი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

თბილისში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0