x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,რაზე ოცნებობთ?"-როგორ პასუხობენ ამ კითხვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
თუ ადამიანის ახლოს გაცნობა გსურთ, ჰკითხეთ მას, რაზე ოცნებობს. სწორედ ეს შეკითხვა დაუსვა პროექტ dollar street-ის გუნდმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ზოგიერთი პასუხი მოსალოდნელი იყო, ზოგიერთმა კი გაკვირვება გამოიწვია.

მოდი, გავიგოთ, რაზე ოცნებობენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.


პარამანიკების ოჯახი, ბანგლადეში: ძროხა

image50 წლის ფერმერი შავკატი თავის მეუღლესა და ვაჟთან ერთად ცხოვრობს ორსაძინებლიან სახლში. ისინი არასოდეს ყოფილან დასასვენებლად, მაგრამ მოგზაურობაზე კი არა, ძროხასა და სახურავის შეკეთებაზე ოცნებობენ.



თორების ოჯახი, კამბოჯა: ავტომობილი

image68 წლის სოტი მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. აპირებს, პატარა მაღაზია გახსნას და გამოტყდა, რომ მისი ოცნებაა ავტომობილი.


ბერნარდების ოჯახი, ინგლისი: ვილა

image46 წლის ნიკი და მისი 20 წლის ვაჟი ლაიამი რემონტის ხელოსნები არიან. ნიკის მეუღლე სოციალური მუშაკია. კიდევ ორი ვაჟი სკოლაში სწავლობს. ოჯახს მოგზაურობა უყვარს და აპირებენ ფურგონი შეიძინონ შორეული მგზავრობებისთვის. მათი ოცნება კი მდიდრული ვილაა.


რაჯუს ოჯახი, მიანმა: მიწა

imageამ ოჯახის რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს საკუთარი ხელით აშენებულ სახლში. მათი სახლი ბრინჯის მინდვრების ახლოსაა, სადაც ოჯახის ყველა წევრი მუშაობს. მათი ოცნება კი საკუთარი მიწის ქონაა.


კუმარების ოჯახი, ინდოეთი: საიუვილერო ნაკეთობა

image40 წლის აშოკს საკუთარი ბიზნესი აქვს. მისი ცოლი დიასახლისია, ვაჟები კი სწავლობენ. ოჯახი სახლის სივიწროვეს უჩივის, მაგრამ როცა ეკითხებიან მათი ოცნება რა არის, დიდ საცხოვრებელს კი არა, საიუველირო ნაწარმის ქონას არჩევენ.


ვიზილამუს ოჯახი, მალავი: ახალი ტანსაცმელი

image70 წლის ნამპედი და მისი 3 შვილიშვილი პატარა სოფელში ცხოვრობენ, რომელშიც არც განათებაა, არც ტუალეტი და არც სასმელი წყალი. მათი ოჯახიდან არავინ ყოფილა მალავის საზღვრებს გარეთ. ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს და მათი ოცნება ახალი ტანსაცმელია.


მულფურების ოჯახი, საფრანგეთი: დიზაინერული ავეჯი

imageტექნიკოსი სიმო და არქიტექტორი კეროლაინი შემოქმედებითი წყვილია, რომელიც ლამაზ საგნებს აფასებს. წყვილმა აღიარა, რომ მათი ოცნებაა, ახლო მომავალში ახალი, დახვეწილი ავეჯის შეძენა.


ემტომბენის ოჯახი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: ტელევიზორი

imageოჯახი უკვე 6 წელია ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, სადაც არც ელექტროობა და არც წყალგაყვანილობაა, მაგრამ 36 წლის ჯოანას და მისი პატარა ვაჟის ოცნება არა საკუთარი საცხოვრებელი, არამედ ტელევიზორია.


კასტილოს ოჯახი, ფილიპინები: საკუთარი კაფე

image67 წლის ფლორენო საბრძოლო მამლებს ყიდის, მისი 64 წლის მეუღლე კი სამრეცხაოში მუშაობს. წყვილი ოცნებობს, საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ და პატარა კაფე გახსნან.


კჰას ოჯახი, ვიეტნამი: მოტოციკლი

imageფერმერების ოჯახი საკუთარი ხელით აშენებულ სახლში ცხოვრობს და საკუთარი ხელით მოწეული მოსავლით ირჩენს თავს. მათი ოცნება კი მოტოციკლია.


პუკის ოჯახი, კამბოჯა: მაცივარი

image79 წლის პენსიონერი მალი შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მათი სახლი მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგება. ოჯახის ოცნებაა, მაცივარი და დიდი საცხოვრებელი.


კუდრიაშოვების ოჯახი, ყაზახეთი: სინთეზატორი

imageინჟინერი ანატოლი მეუღლესთან, სამ შვილთან, სიძეებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მათი საყვარელი ნივთები ხელნაკეთი სათამაშოებია. ოჯახის საერთო ოცნება კი სინთეზატორია.


დეიმონდების ოჯახი, აშშ: ფერმა

imageერიკი უძრავი ქონების სფეროში მუშაობს, კრისტინა კი ოფიციანტია. ისინი ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ წყნარ ცხოვრებასა და საკუთარ ფერმაზე ოცნებობენ.


ბასტაკოტების ოჯახი, ნეპალი:მოგზაურობა

imageნავენდერი და სავიტა ტურისტულ ბიზნესში მუშაობენ. ნავენდერს ტურისტული სააგენტო აქვს, სავიტა კი იქ მენეჯერია. წყვილის ოცნება მთელ მსოფლიოში მოგზაურობაა.


ტამანგების ოჯახი, ნეპალი: ბავშვებს სკოლაში სიარული შეეძლოთ

imageკარგი განათლება - კარგი ცხოვრებისკენ მიმავალი გზაა, ასე სჯერა 45 წლის ფერმერ მინას. მისი ოცნებაა, რომ მისმა შვილებმა მძიმე ფიზიკური შრომის ნაცვლად სკოლაში სიარული და სწავლა შეძლონ.


და რაზე ოცნებობთ თქვენ?





0
166
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0