x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ირინა შეიკის ერთადერთმა ფოტომ სოციალური ქსელი ააფეთქა ( + ფოტოები )
რუსმა სუპერმოდელმა და ერთი შვილის დედამ ირინა შეიკმა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრედლი კუპერის მეუღლეა, სოციალურ ქსელში საკუთარი დედის ახალგაზრდობის ფოტო ატვირთა და შეეცადა დაემსხვრია მითი იმის შესახებ, რომ თითქოს ვარსკვლავს ტუჩები გადიდებული ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული საიტი "rambler".

ირინა შეიკმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დედის ახალგაზრდობის შავ - თეთრი ფოტო ატვირთა. მოდელი არასოდეს გამოირჩეოდა ენამახვილობით და მითუმეტეს სოციალურ ქსელში და არც ეს სურათი აღმოჩნდა გამონაკლისი. ამიტომ მან ყოველგვარი კომენტარის გარეშე აღნიშნულ ფოტოს მხოლოდ ერთი სმაილი - გული დაუწერა. მაშინვე დაიწყო არნახული და აღმაფრთოვანებელი კომენტარების დაწერა იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მსგავსებაა ირინასა და დედამისს შორის.ზოგიერთი მამაცი ფოლოვერი მინიშნებას აკეთებდა იმის შესახებ, რომ სწორედ აღნიშნული ფოტოთი მოახერხა ვარსკვლავმა გაუთავებელი ჭორების უგულებელყოფა პლასტიკური ტუჩების არსებობის შესახებ. ცნობისათვის, მოდელს არცთუ იშვიათად ადანაშაულებდნენ ტუჩების ბუნებრივ გაყალბებაზე. მართლაც, სურათზე აშკარად ჩანს, რომ ირინას ტუჩები კოპირებულია დედის ტუჩებისგან.

აი, როგორ ამკობენ ინსტაგრამზე სუპერმოდელის მიერ გავრცელებულ ფოტოს: -" ძალიან ლამაზი დედა გყავს, თქვენ ერთნაირი სახე გაქვთ".

– " რა დაუჯერებელი სილამაზეა! დაე ყველამ დაიბანოს პირი, ვინც ფიქრობდა, რომ შენი სილამაზე ყალბია!"


– "ერთი და იგივე სახის ნაკვთები".

– მეგონა, რომ ირინა იყო ფოტოში".

– "შენ უბრალოდ დედაშენის ასლი ხარ ჩემო მშვენიერო".

– "ისე ვინ გაავრცელა, რომ ირინას სილამაზე ყალბია. ახლა ისღა დაგრჩენიათ მეგობრებო, რომ დედის სურათს კარგად დააკვირდეთ" და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მოდელი ხუთი წლის მანძილზე ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდუს საყვარელი ქალი იყო, მაგრამ მათი რომანი მარცხით დასრულდა, როცა ირინა შეიკმა მეწყვილის ღალატის შესახებ გაიგო. ამის შემდეგ ის ჰოლივუდის ვარსკვლავს, ბრედლი კუპერს დაუმეგობრდა და მალევე მათი ურთიერთობა ოჯახურ იდილიაში გადაიზარდა. ამჟამად წყვილს ერთი წლის ქალიშვილი ჰყავს და ისინი ბედნიერები არიან - წერს წყარო.imageimageimageimage



0
32
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0