x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
1939 წლის 8 ნოემბერი : რა მოხდებოდა,თუ ელსერი შეძლებდა ჰიტლერის მოკვლას
გვარი: მივიწყებული. ასაკი : 36 წლის. პროფესია: არცთუ მნიშვნელლოვანი. ხასიათის ძირითადი შტრიხი: მიდრეკილება წინააღმდეგობისკენ. ბედი: ისტორიული და ტრაგიკული.


image

1939 წელს, როგორც ყოველთვის, ჰიტლერი, პუტჩის დაბადების დღეს აღნიშნავდა, წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების თარიღს.

1923 წლის 8 ნოემებერს ნაცისტური პარტიის ჯარისკაცები ბრუტალურად შეიჭრნენ ერთ-ერთ მიუნხენურ ლუდის დარბაზში, სადაც ადგილობრივი მთავრობის შეხვედრა მიმდინარეობდა. ნაცისტების ლიდერი, ადლოფ ჰიტლერი, რევოლვერით ხელში, მოითხოვს, რომ ძალაუფლება მას გადასცენ, მაგრამ ოპერაცია ჩავარდა. ორი დღის შემდეგ კი პუტჩისტების ლიდერი დააკავეს და მალევე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ციხეში დაიწყო “ჩემი ბრძოლის, იგივე Mein Kampf- ის წერა. ამ პოლიტიკურ ესეში მან წარმოადგინა საკუთარი ხედვა და გეგმები გერმანიის შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ის ციხიდან გაათავისუფლეს. ჰიტლერი პოლიტიკურ პროცესებში მაშინვე ჩაერთო, წარმატებას ძალიან სწრაფად მიაღწია და 1933 წელს გერმანიის კანცლერი გახდა. რაც შეეხება ლუდის დარბაზს, სადაც მან პუტჩის მოწყობა სცადა, ნაციონალ-სოციალისტებისთვის მემორიალურ ადგილად იქცა, სადაც ჰიტლერი ყოველწლიურად აღნიშნავდა თავისი პუტჩის დაბადების დღეს. მართალია, 8 ნოემბერს, წლების წინ, აქ კრახი განიცადა, მაგრამ თვლიდა, რომ სწორედ ამ კრახით დაიწყო მისი აღმასვლა.


გეორგ ელსერი ერთი ჩვეულებრივი ხის მთლელი გახლდათ, უბრალო კაცი, მუშათა ოჯახიდან, არავითარი გავლენის მქონე. ის ყოველთვის ემხრობოდა კომუსიტებს და უარყოფითად იყო განწყობილი ნაცისტების მიმართ, ბუნებით ძალიან გაბედული. რაღაც ჩაიფიქრა, რაღაც გეგმა, რომელსაც თვეების განმავლობაში იმუშავებდა. იგი ხშირად სტუმრობდა ლუდის ბარს. პუტჩის აღნიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე, მან ლუდის დარბაზში ხელნაკეთი ბომბი დატოვა.

საღამოს ჰიტლერიც გამოცხადდა, რეჟიმის უმაღლესი წარმომადგენლებით გარშემორტყმული. ვინაიდან ომი უკვე დაწყებული იყო, ჰიტლერმა პუტჩის დაბადების დღე მაინც აღნიშნა, თუმცა ვიწრო წრეში. 21 საათის შემდეგ, ის ბერლინში დაბრუნდა. მისი წასვლიდან ზუსტად 13 წუთში ბომბი აფეთქდა. აფეთქება ძალიან ძლიერი იყო : გარდაიცვალა რვა და დაიჭრა 60 - ზე მეტი ადამიანი, ნაცისტებს შორის კი მსხვერპლი არ აღმოჩნდა.

ელსერზე ეჭვი სწრაფად მიიტანეს და დააკავეს. ნაცისტები, ბუნებრივია, დაინტერესდნენ, თუ ვის სასრგებლოდ მუშაობდა ელსერი. ჰიმლერის აზრით, ის ბრიტანელების აგენტი უნდა ყოფილიყო.

1945 წლის შემდეგ ახალი ვერსია გაჩნდა, კერძოდ, რომ ხის მთლელი, სავარაუდოდ, ნაცისტების დაკვეთით მოქმედებდა. უმარავი ჰიპოთეზა და ვერსია გაავრცელეს, რათა შიდა მტრების თემა რაც შეიძლება სანდოდ და უტყუარად წარმოეჩინათ და, რათა ომის წამოწყება გაემართლებინათ. ელსერი სრულიად მარტო მოქმედებდა, რისი ძვირი საფასურის გაღებაც მარტოს მოუწევდა. თავდაპირველად ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1945 წელს, ჰიტლერის თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სიკვდილით დასაჯეს.

/სტატია ნათარგმნია ბელგიური საინფორმაციო-შემეცნებითი საიტიდან http://www.levif.be, ავტორი : ვენსან დელკორი/

0
105
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0