x
მეტი
  • 21.06.2018
  • სტატია:78017
  • ვიდეო:330768
  • სურათი:433967
"რუსეთო....ღმერთმა ნუ ქნას ვინმე შენი მტერი გახდეს.-ანდრო ივანოვი

image
რუსეთ -საქართველოს ქართული დიასპორიის წარმომადგენელი ანდრო ივანოვი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

"დღეს შენი დღეა, რუსეთო! შენ ძლიერი, დიდი, რთული, მაგრამ უსასრულოდ საყვარელი ხარ! შენ ძალიან, ძალიან განსხვავებული ხარ, როგორც შენი უკიდეგანო მინდვრები, ბალტიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე, ციმბირიდან კავკავსიამდე, თუ გიყვარს, მაშინ ყოველთვის ბოლომდე და ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე შენი მტერი გახდეს.."

შენ გქონდა სხვადასხვა დრო, აყვავების და დაცემის, სისხლიანი ომები და მშვიდობა, შენ აჩუქე სამყაროს პუშკინი, ბერდიაევი, ბულგაკოვი, დოსტოევსკი, მენდელეევი, ჩაიკოვსკი, გაგარინი....შენ გაუხსენი მსოფლიოს კოსმოსი! შენი ბრილიანტების სია კაცობრიობის ძვირფასეულობის ხაზინაში არის უსასრულო!

მე მინდა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ევროპის მთელი ცივილიზებული სამყაროს დიდი და ლამაზი ნაწილი, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. გთხოვთ, ამის შესახებ არასოდეს დაივიწყოთ.

მე ძალიან მინდა, ჩემ მშობლიურ საქართველოსა და თქვენ შორის ურთიერთობა ძმური გახდეს.

გისურვებთ ყოველთვის განვითარდეთ, წინ წახვიდეთ, შეეცადეთ, დაიცვათ დემოკრატიული განვითარების და პირადი თავისუფლების პრინციპები ყველაფერში! მაშინაც კი, როდესაც ეს ასე რთულია ...

, მე ვუსურვებ რუსეთის ყველა მოქალაქეს მშვიდობიან ზეცას!

მე შენ მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო, რუსეთო!"image
image

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქართულ-რუსული დიასპორის წარმომადგენელი რუსეთს უძღვნის დითირიმბებს, მის გაძლიერებაზე წერს და რუსეთის მტრებს ემუქრება, იმ ფონზე, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.




3
366
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
366
  
14 ივნისი, 0:33
მოგითხან სამშობლო.
14 ივნისი, 0:27
ჩემო ანდრო, შენს ეთნიკურ სამშობლოს ისიც შეახსენე,რამდენი ცუდი გაუკეთა ჩემს ეთნიკურ სამშობლოს,იმისათვის,რომ თავიანთ სუფრებზე ქართველები გამრთობად ჰყოლოდა.ასევე,ის რომ მონგოლების 300 წლიანმა უღელმა ყველაზე მეტად რუსეთს დაატყო კვალი,რის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვიმკით.ისიც გაახსენე,რომ ყველაზე ლოიალური და რელიგიურ-კულტურულად ახლოს მდგომი ხალხი გადაიმტერა და დადგება დრო,როცა უკიდეგანო რუსეთი რუსეთი ბელორუსიის ხელა გახდება თავის ისტორიულ საზღვრებში და დასათმობი ექნება ყველა მიტაცებული ტერიტორია.
13 ივნისი, 20:51
"კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს" დავით აღმაშენებელი

ახალქართულად რომ ვთარგმნოთ: "ძაღლის კუდი არ გასწორდება, არც კიბორჩხალა დაიწყებს სწორ გზაზე სიარულს" ასევე არც რუსი მოეშვება მტრობას, ნაგლობას და არაკაცობას.
0 1 3