x
მეტი
  • 19.10.2018
  • სტატია:81763
  • ვიდეო:333793
  • სურათი:438925
ახალი ექსპერიმენტი: რა ხდება, როცა ბიჭები და გოგონები 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლასებში სწავლობენ

image

გოგონები და ბიჭები საბავშვო ბაღიდანვე სხვადასხვა თამაშებს თამაშობენ და განსხვავებულად იწყებენ აზროვნებას. მათი საჭიროებებიც სკოლაში განსხვავებულია. სწორედ ამ მიზეზით რუსეთის რამდენიმე სკოლაში უჩვეულო ექსპერიმენტი ჩატარდა.


სტატიაში გაეცნობით ამ ექსპერიმენტს და მის შედეგებს. Kamensk-Uralsky-ის ქალაქის #34-ე სკოლამ პირველმა გააზიარა ექსპერიმენტის შედეგები 2014 წელს. ექსპერიმენტული კლასების პედაგოგები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ტიპის განათლება ბავშვებისთვის უკეთესია.

image

image

ამ ექსპერიმენტის დროს გოგონები და ბიჭები განათლებას ერთმანეთისგან განცალკავებით იღებდნენ, თუმცა ერთმანეთთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია, შეეძლოთ ერთმანეთის ნახვა კაფეტერიაში, ექსკურსიებზე და კლასგარეშე აქტივობებზე, თუმცა, გაკვეთილები ყოველთვის ცალ-ცალკე უტარდებოდათ.


დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ გოგონათა და ვაჟთა კლასები ერთდებოდა. სკოლა ის პერიოდია, როცა ბავშვი მეგობრებს იძენს, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, უყალიბდება პიროვნული თვისებები. ამიტომ ორი აზრი არაა იმაზე, რომ ეს ეტაპი ყველას ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

image

ბევრ სკოლაში ბიჭების კლასი უფრო მეტად ისეთ სპორტზე ორიენტირდა, როგორიცაა ჰოკეი. მათ აქტივობებში უმეტესად მამაკაცი მასწავლებლები იყვნენ ჩართულები, რომ მისაბაძი მაგალითი ჰყოლოდათ. ეს მასწავლებლები ატარებდნენ გაკვეთილებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე ასწავლიდნენ ფიზ. კულტურასაც.


გოგონებისთვის კი მასწავლებლები ხელსაქმისა და ქორეოგრაფიის გაკვეთილებს ამზადებდნენ.







ბიჭები და გოგონები ერთმანეთს ყურადღებას აფანტვინებენ.

image

ფსიქოლოგების განცხადებით, თუ საზოგადოებაში საპირისპირო სქესის წარმომადგენელია, გოგო ან ბიჭი, ადამიანი (ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც) ცდილობს მასზე შთაბეჭდილების მოხდენას. ამიტომაც მოსწავლეებსაც ყურადღება ეფანტებათ გაკვეთილზე და ხელი ეშლებათ კონცენტრირებაში.







დაწყებით კლასებში ბიჭების მასკულინიზმი ირღვევა.

image

მეცნიერებმაც და მშობლებმაც იციან, რომ ბიჭები 2-3 წლით უფრო გვიან ყალიბდებიან და მათი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე გოგონების. ამიტომაც განათლების სისტემა სკოლებში გოგონებზეა მორგებული. ზოგჯერ ბიჭებისთვის სამარცხვინო და დამამცირებელია, როცა შეკითხვას მთელი კლასის წინ პასუხობენ, ამიტომაც მათ შემდეგ უვითარდებათ აგრესია თანატოლების მიმართ.

image

ბიჭებისთვის ბუნებრივია გარისკვა, ნებისყოფის გამოცდა, გმირად ყოფნა და გადაწყვეტილებების თავად მიღების სურვილი. მაგრამ შესაძლებელია თუ არა, ისინი ძლიერ მამაკაცებად გაიზარდონ, როცა მუდმივად ჩუმად ჯდომა და ერთი და იგივეს გამეორება მოეთხოვებათ?






გოგონებს კონკრეტიკა და მარტივი ალგორითმები მოსწონთ.

image

კლასების სქესის მიხედვით დაყოფა მასწავლებლებს ეხმარება, უფრო მარტივად შეურჩიოს დავალებები ორ სხვადასხვა ჯგუფს. გოგონები მორცხვები და გულმოდგინეები არიან სწავლის დროს. დეტალები სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ისინი არაჩვეულებრივად ასრულებენ მოცემულ დავალებას, ბიჭებით სავსე კლასში შესაძლოა შერცხვეთ და რაღაცების თქმისგან თავი შეიკავონ.


ბიჭებისგან თავისუფალ კლასში გოგონები გრძნობენ, თითქოს უფრო თავისუფლად შეუძლიათ ფიქრი და არ ეშინიათ ხელის აწევის ან შეცდომების დაშვების. ისინი უფრო მეტად ეხმარებიან ერთმანეთსაც, როცა არ ეშინიათ ბიჭების დაცინვის.







წესების დაცვის ნაცვლად, ბიჭები საკუთარ გზას ირჩევენ და მიჰყვებიან.

image

ბიჭებმა თავად უნდა ისწავლონ გაკვეთილები. ისინი არ ასრულებენ ამოცანებს ეტაპობრივად, არამედ ცდილობენ სწრაფად გადაწყვიტონ პრობლემები. მათთვის ყოველი დავალება თავგადასავალივითაა. მათი აღქმა უფრო გლობალური, კრეატიული და ემოციურია. ბიჭებს მოსწონთ პრობლემატური საკითხები და ცდილობენ, პირველებმა იპოვონ მათი მოგვარების გზები.







გოგონები შექმნილები არიან "კოლექტიური" ამოცანებისთვის.

image

ამ ექსპერიმენტულ კლასებში გოგონებმა კოლექტიური დავალებების შესრულების სურვილი უფრო გამოავლინეს. ისინი ერთად განიხილავდნენ პრობლემებს და პოულობდნენ მათი გადაჭრის გზებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური ამოცანების შესრულებისას მორცხვობდნენ, მაშინაც კი, თუ სწორი პასუხი იცოდნენ.


ასევე, მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ გოგონებს ყოველთვის სურთ, რომ შეაქონ, მაშინაც კი, როცა შეცდომას უშვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩაკეტილები ხდებიან და მომავალში კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებენ.







ბიჭებმა გააცნობიერეს თავიანთი ლიდერული უნარ-ჩვევები.

image

გოგონებისგან თავისუფალ კლასებში ბიჭები აღარ ერიდებოდნენ საკუთარი აზრების გამოხატვას მაშინაც კი, თუ ისინი საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. მასწავლებლებმა ისიც შეამჩნიეს, რომ ექსპერიმენტულ კლასებში ბიჭები ნაკლებად აგრესიულები იყვნენ. ყველა ახალგაზრდა ბიჭი ცდილობს, თავი მოიწონოს გოგონების წინაშე, ამ კლასებში კი ყველა თანასწორი იყო და გოგონებზე ფიქრის ნაცვლად შეეძლოთ, თავიანთი ლიდერული უნარ-ჩვევები განევითარებინათ.


კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ ყველა ბიჭი ღირსეულად იქცეოდა. ჩვეულებრივ კლასებში ბავშვები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, ამ ექსპერიმენტულ კლასებში კი მოსწავლეები უმეტესად ერთმანეთის დახმარებას ცდილობდნენ.







განცალკევებულ კლასებში მასწავლებლებს მეტად სცემენ პატივს.

image

ერთსქესიან კლასებში გოგონებთან კომუნიკაცია უფრო მარტივია, ბიჭები კი ნაკლებს კამათობენ, რადგან ირგვლივ არ არის გოგო, რომელზე შთაბეჭდილების მოხდენასაც შეეცდებიან. ზოგს ნაკლები დრო სჭირდება, ზოგს მეტი, მაგრამ ადრე თუ გვიან, ექსპერიმენტულ კლასებში მოსწავლეებს მასწავლებლების მიმართ პატივისცემის გრძნობა უჩნდებათ.


ერთმა მასწავლებელმა კლასში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა. ერთხელ მას დაავიწყდა ბიჭებისთვის შეეხსენებინა საკლასო ოთახის მილაგება, მეორე დღეს კი ოთახი მილაგებული დახვდა. ბიჭებმა უთხრეს: "ნუ ღელავთ, ჩვენ უკვე საკმაოდ მოწიფულები ვართ ამისთვის"!







ბავშვების ჯანრმთელობის და სხეულის მდგომარეობა განცალკევებულ კლასებში უკეთესია.

image


მედიცინის აკადემიის პედიატრიის დეპარტამენტის უფროსმა, ელენ რომანტანოვამ აღნიშნა, რომ განცალკევებულ კლასებში მხოლოდ ბავშვების ფსიქიკა კი არა, მათი ჯანმრთელობაც გაუმჯობესდა. ბიჭები წელში აღარ იხრებოდნენ. სპეციალურმა შემოწმებებმა აჩვენა, რომ ერთსქესიან კლასებში ბავშვები უფრო იშვიათად ხდებიან ცუდად.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვეულებრივ კლასებში, როგორც წესი, ბავშვები სტრესისა და გარემოსთან შეგუების გამო ხშირად იკლებენ წონაში, რაც ექსპერიმენტულ კლასებში არ მომხდარა.







განცალკევებულ კლასებში მაღალქულიანი მოსწავლეების რიცხვი უფრო მეტია.

image

"ბიჭები და გოგონები სხვადასხვა საკითხით არიან დაინტერესებულები", - განაცხადა ვ.ფ. ბეზარნიმ ინტერვიუში, - "როცა მათ ერთსა და იმავე ზღაპარს ვუკითხავ, გოგონები სხვა სურათით რჩებიან აღტაცებულები, ბიჭები კი - სხვით. ჩვეულებრივ კლასებში მასწავლებლებს უჭირთ, ორივე სქესის მოსწავლეების ყურადღება მიიქციონ, ამიტომაც ხშირად აიძულებენ ბავშვებს ამა თუ იმ დავალების კეთებას. მორჩილება, დისციპლინა და სასჯელი ცუდ ნიშნებთან ერთად ბევრ სკოლაში პრიორიტეტი ხდება. სამწუხაროდ, ასეა. კლასების გაყოფამდე უმაღლესი ნიშნების მქონე მოსწავლეების რაოდენობა 3%-ს შეადგენდა, გაყოფის შემდეგ კი ეს რიცხვი 8-10-ჯერ გაიზარდა".


2120-ე სკოლაზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ განცალკევებულ კლასებში გოგონების 74%-ს და ბიჭების 67%-ს ჰყავდა უმაღლესი ქულა. ასე რომ, ფაქტია, განცალკევებულ კლასებში ბავშვები უფრო ეფექტურად სწავლობენ.







ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ უარყოფითი შეფასებებიც მოჰყვა.

image

სწავლების ამ მეთოდებს მხარდამჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. ზოგიერთი ადამიანის აზრით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გამოეხმაურა ამ შეშფოთებას და განაცხადა, რომ სინამდვილეში პრობლემები გოგონებისა და ბიჭების საერთო საქმიანობის გამო წარმოიშვებოდა და რომ რუსეთში ორსული სკოლის მოსწავლე გოგონების რიცხვი გაიზარდა და ჯობდა, ამაზე შეშფოთებულიყვნენ.

image

ზოგი ადამიანი ამბობს, რომ კლასების გენდერის მიხედვით დაყოფა პირველი ნაბიჯია რასიზმისა და სეგრეგაციისკენ. იმაზეც არსებობს ვარაუდი, რომ "ბიჭების კლასებში" მომავალი მანიაკები გაიზრდებიან. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ექსპერიმენტმა მხოლოდ დადებითი შედეგი აჩვენა. გარდა ამისა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ გოგონებსა და ბიჭებს გაკვეთილების გარეთ კომუნიკაციის საშუალება ყოველთვის ჰქონდათ.





თქვენ რას ფიქრობთ ექსპერიმენტზე? გენდომებოდათ, თქვენს შვილს განცალკევებულ კლასში ესწავლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥



p.s. სტატია არის ნათარგმნი და არ გამოხატავს ავტორის პირად შეხედულებებს.





0
70
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0