x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 გზა წონაში დასაკლებად. დიეტებისა და ვარჯიშის გარეშე
image

მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია: საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ქალი, 40 წლამდე, დიეტებზე დაახლოებით 6 წელს ხარჯავს. საერთო ჯამში კი დაკლებული წონა 160 კგ-ს შეადგენს.

ამ ქალბატონებისთვის კარგი სიახლე გვაქვს: შესაძლებელია წონაში დაკლება ისე, რომ კვებითი ჩვევები არ შეიცვალოთ. საკმარისია მხოლოდ ისწავლოთ როდის, სად და რამდენი ჭამოთ.


1. იკვებეთ საათობრივად

imageისრაელის ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ჭამთ. მთავარია, როდის ჭამთ.


მეცნიერთა მოსაზრებით, საკვების გვიან მიღება და ღამით ჭამის მავნე ჩვევა სიმსუქნის რისკს ზრდის. ეს ჩვენი ბიოლოგიური საათის გავლენით აიხსნება მეტაბოლიზმზე.

ისრაელის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ საუკეთესო დრო კარგად დანაყრებისთვის მზის ამოსვლიდან 4 საათის შემდეგ არის. რაც უფრო მეტი დროა გასული ამ მომენტიდან, მით უფრო მსუბუქი უნდა იყოს საკვები.


2.დაიცავით სიჩუმე! და სიბნელე

imageთუ ადამიანი სიბნელეში ჭამს, ის უფრო მალე ნაყრდება - ამ დასკვნამდე მივიდნენ გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათი კვლევების თანახმად, როცა ადამიანი ჭამის დროს ვერ ხედავს, მას სხვა გრძნობები უმძაფრდება და შიმშილის შეგრძნება იკლებს. ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის მეცნიერები კი რეკომენდაციას იძლევიან, ჭამის დროს არ ჩართოთ მუსიკა. ჩატარებული კვლევებისას, კვლევის მონაწილეები მუსიკის ფონზე 2-ჯერ უფრო მეტ საჭმელს მიირთმევდნენ, ვიდრე სიჩუმეში.

საქმე ისაა, რომ ღეჭვის ხმა ადამიანს ეხმარება, საკვების რაოდენობა გააკონტროლოს. გარეშე ხმაური კი, თუნდაც ძალიან მელოდიური, ამ პროცესს არღვევს.


3. გამოიძინეთ

imageრაც უფრო ცოტა გძინავთ, მით უფრო მეტად ითხოვს ორგანიზმი საჭმელს -ამტკიცებენ მკვლევარები.

მათი თქმით, ეფექტი ძალიან ჰგავს მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ ეფექტს. იმისთვის, რომ სიფხიზლის და მხნეობის პერიოდი გაიხანგრძლივოს, ორგანიზმი ადამიანს აიძულებს მავნე, ცხიმიანი და გემრიელი საჭმელი ჭამოს.


4. ჭამეთ და დაითვალეთ

imageთუ კალორიებს კი არა, ლუკმებს დაითვლით, უფრო სწრაფად გახდებით, თანაც-ადვილად.

მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეები ლუკმებს ითვლიდნენ. საბოლოოდ, ყოველმა მათგანმა, კვების რაციონის და ჩვევების შეუცვლელად, ერთ თვეში 2 კგ დაიკლო.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როცა ლუკმებს ვითვლით, ჩვენ უფრო გააზრებულად ვიკვებებით და სიმაძღრეს უფრო მალე შევიგრძნობთ. სწორედ ამიტომ ვხდებით.


5. ზომა მნიშვნელოვანია

imageმაგრამ არა ულუფის ან თეფშის, საიდანაც ჭამთ. მნიშვნელოვანია - დიდია თუ არა მაგიდა, რომელთანაც საჭმელს ჭამთ. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ - თუ გახდომა გინდათ, ულუფა პატარა უნდა იყოს, მაგიდა კი – დიდი. კიდევ ერთი ფაქტორია სისუფთავე და წესრიგი, რადგან სამზარეულოში არსებული უწესრიგობა გაუცნობიერებელ სტრესს იწვევს, რომელიც თავის მხრივ გვიბიძგებს, იმაზე ბევრი ვჭამოთ, ვიდრე ვაპირებდით.



0
136
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0