x
მეტი
  • 21.06.2018
  • სტატია:78017
  • ვიდეო:330771
  • სურათი:433967
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

image


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, ეს განცხადება კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. სიტყვის შესავალ ნაწილში მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ხანს განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები ჰქონდა მის გუნდთან.


ამას გარდა, კვირიკაშვილმა მისი მუშაობის პერიოდი შეაფასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, იყო მტკივნეული გადაწყვეტილებებიც, თუმცა ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, რომელიც ქვვეყნის დინამიკას წაადგა.


"ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება ადამიანს დაეკისროს, ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული ადამიანის პრემიერმინისტრი. მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი. მე ვარ გუნდური მოთამაშე და მივიღე ის გადაწყვეტილება, მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას.“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

2
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
43
  
13 ივნისი, 19:48
ან მოსვლა ვინ კითხა ან წასვლას ვინ ეკითხება???? ერთი ღარიბაანთ ბიჭს კითხეს მოსვლა წასვლაზე და მეორე კვირიკაშვილის
13 ივნისი, 19:09
ვაა
0 1 2