x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„ქართველებს ვერ გააჩეჩნებენ, შორს ჩვენგან ჩეჩნობა“ - სააკაშვილის ქსენოფობიური განცხადება
image.


„საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას.

.

სააკაშვილი გადაცემა „არჩევანში“ 12 ივნისს, 23:15 საათზე ჩაერთო. ყოფილი პრეზიდენტი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე, პოლიტიკურ მოვლენებსა და მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა. როგორც ცნობილია, მარნეულში მოქალაქე ელჩინ ა-ს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე „ფეისბუქში“ ჩართვისას მარნეულის მერის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, ძალადობის შედეგად, ჯერ საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი აიძულეს, მოეშარდა და შარდით სახე დაებანა, რაც ტელეფონით გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.


.

„რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია არ გაემიჯნა არც მანამდე, ვიდრე სააკაშვილი ჩართვას დაასრულებდა და არც მას შემდეგ. წამყვანმა არც კი მიუთითა რესპონდენტს, რომ ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა.

.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

.

ქარტიის საბჭოს განმარტებით, ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

2
117
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
2018, 13 ივნისი, 20:53
ქსენოფობიური კი არა 100% რამე თქვა ძმაო...
2018, 13 ივნისი, 20:14
ეს სერიოზული სამკურნალოა.
0 1 2