x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თბილისის მერმა გამგებლებს დაავალა, იმ ოჯახებს დაეხმარონ, რომლებსაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნათ

image

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამგებლებს დავალება მისცა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნათ, დაეხმარონ.

აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, თბილისის მერმა სტიქიის დროს გაწეული სამუშაოებისთვის თბილისის მთავრობის წევრებს, გამგებლებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი გამოსული იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა პრობლემები რაც შეიძლება დროულად და სწრაფად აღმოფხვრილიყო. მინდა, დაგავალოთ გამგებლებს, რომ თუ არის კიდევ დარჩენილი პრობლემური საკითხები, თუ არის ისეთი ოჯახები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემა, დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ამ ადამიანებს, რათა ყველაფერი გააკეთოთ და დროულად მოაწესრიგოთ“, - განაცხადა კალაძემ.

0
16
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0